მერიან ფეითფული

მერიან ფეითფული
Marianne Faithfull, Women's World Awards 2009 b.jpg
დაბ. სახელი მერიან ეველინ გებრიელ ფეითფული
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1946 (1946-12-29) (71 წლის)
ჰამფსტედი, ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
აქტიური 1964–დღემდე
მეუღლე(ები)
  • ჯონ დანბარი (იქ. 1965–66)
  • ბენ ბრირლი (იქ. 1979–86)
  • ჯორჯო დელა ტერცა (იქ. 1988–91)
პარტნიორ(ებ)ი მიკ ჯეგერი (1966–70)
შვილ(ებ)ი 1 (ნიკოლას დანბარი)
მშობლები მამა: რობერტ გლინ ფეითფული
დედა: ევან ფონ ზახერ-მასოხი
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი mariannefaithfull.org.uk

მერიან ეველინ გებრიელ ფეითფული (დ. 29 დეკემბერი, 1946) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 1960-იანებში, ჰიტური სინგლით „As Tears Go By“ და იქცა აშშ-ში ბრიტანული შემოჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალ შემსრულებლად.

დაიბადა ჰამფსტედში (ლონდონი) და კარიერა 1964 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოხვდა როლინგ სტოუნზის ერთ-ერთ წვეულებაზე. ენდრიუ ლუგ ოლდემის, ჯგუფის მენეჯერის დახმარებით, გამოსცა „As Tears Go By“, რამაც საერთაშორისო წარმატება მოუპოვა. სადებიუტო ალბომმა Marianne Faithfull (1965) (რომელიც გამოვიდა იმავე დროს, რაც Come My Way) კომერციული წარმატება მოიპოვა, რასაც მოჰყვა Decca Records-ზე გამოცემული კიდევ რამდენიმე დისკი. 1966–1970 წლებში ჰქონდა ურთიერთობა მიკ ჯეგერთან. მისი პოპულარობა განამტკიცეს როლებმა ფილმებში „მისი სახელი არასოდეს დამავიწყდება“ (1967), „გოგონა მოტოციკლით“ (1968) და „ჰამლეტი“ (1969). 1970-იან წლებში მერიანს პირადი სირთულეები ჰქონდა, იყო ჰეროინის აქტიური მომხმარებელი, ალკოჰოლიკი და აწუხებდა ნერვული ანორექსია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეითფული 1979 წელს, შემდგომში კრიტიკოსების მიერ აღიარებული Broken English-ით დაბრუნდა. ეს დისკი კომერციულად წარმატებული იყო და აღადგინა მომღერლის კარიერა. მას მოჰყვა მთელი რიგი სხვა წარმატებული ალბომების – Dangerous Acquaintances (1981), A Child's Adventure (1983) და Strange Weather (1987). ფეითფული არის სამი ავტობიოგრაფიის ავტორიც და VH1-ის „როკ-ენ-როლის 100 უდიდესი ქალბატონის“ სიაში შედის.

დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მერიან ფეითფულის დისკოგრაფია.
  • 1965: Come My Way (მხოლოდ ბრიტანეთი)
  • 1965: Marianne Faithfull
  • 1965: Go Away from My World (მხოლოდ აშშ)
  • 1966: North Country Maid
  • 1967: Love in a Mist
  • 1976: Dreamin' My Dreams (იგივე Faithless)
  • 1979: Broken English
  • 1981: Dangerous Acquaintances
  • 1983: A Child's Adventure
  • 1985: Rich Kid Blues (ჩაიწერა 1971 წელს; იგივე True: The Collection)
  • 1987: Strange Weather
  • 1995: A Secret Life
  • 1997: 20th Century Blues
  • 1998: The Seven Deadly Sins
  • 1999: Vagabond Ways
  • 2002: Kissin Time
  • 2005: Before the Poison
  • 2008: Easy Come, Easy Go
  • 2011: Horses and High Heels
  • 2014: Give My Love to London
  • 2018: Negative Capability
Other Languages