მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი
Infobox collage for WWII.PNG
თარიღი1 სექტემბერი, 1939 – 2 სექტემბერი, 1945
მდებარეობაევროპა, წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვა და აფრიკა
შედეგიანტი-ჰიტლერული კოალიციის გამარჯვება, გაეროს შექმნა, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოებად ქცევა, NATO-სა და ვარშავის პაქტის შექმნა, ცივი ომის დაწყება. (#მეორე მსოფლიო ომის შედეგები
მხარეები
ანტი-ჰიტლერული კოალიციაღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო
დანაკარგები
სამხედრო:
16,000,000-ზე მეტი
სამოქალაქო:
45,000,000-ზე მეტი
სულ:
61,000,000-ზე მეტი
სამხედრო:
8,000,000-ზე მეტი
სამოქალაქო:4,000,000-ზე მეტი
სულ:
12,000,000-ზე მეტი
ომის მსვლელობა ევროპაში (ანიმაცია)

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

ომისწინა პერიოდი

პოლიტიკური ვითარება

ომის წინა პერიოდი 1935-1939

XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) ანექსია.

გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომლის ლიდერიც ადოლფ ჰიტლერი, 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო „ვერსალის ზავის“ წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. „დიდი გერმანული რაიხის“ შექმნას და „საარსებო გარემოს“ მოპოვებას აღმოსავლეთში.

ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939 წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით დაკმაყოფილდნენ.

ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები, სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზე მიდგებოდა. ამის საპირისპიროდ პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.

1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„ (ე.წ. „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლო ბალტიის ქვეყნები და ფინეთი სსრკ-ის „ინტერესების სფეროდ“ ცხადდებოდა.

იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის უმთავრესი ინტერესი ჩინეთის რესპუბლიკა იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი, მანჯურია, 1931 წელს იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული და მანშუს პროტექტორატის სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო იაპონიამ დატოვა „ერთა ლიგა“ 1933 წელს და 1936 წელს შეუერთდა „ანტიკომინტერნის პაქტს„"

1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ იაპონიას ინდოჩინეთის დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიას ემბარგო დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება. 1940 წელს იაპონია შეუერთდა „ბერლინი-რომის პაქტს“. ემბარგოს გამო იაპონიის ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდან აშშ-სა და ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში ხედავდა.

ომის მიზნები

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ (გერმ. „Lebensraum“) მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდნენ:

  • კავშირი იტალიასა და იაპონიასთან;
  • ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე.წ. „ებრაული მსოფლიო შეთქმულების“ წინააღმდეგ;
  • ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ მოპოვებისათვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.

გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. „გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება“ წერდა ჰიტლერი თავის წიგნში „მაინ კამპფი“.

დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქებად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები „საარსებოდ ვარგისად“, ხოლო რუსები კი „დაბალ რასად“ იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე.წ. „შეიარაღებული გლეხებით“ (გერმ. "Wehrbauern"). ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ „გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე“ და ემუშავათ გერმანიისათვის.

1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა სხვა არაფერი იყო თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის აგვისტოში მიღებული „ოთხწლიანი გეგმა“ ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისათვის მომზადებას ორი განსხვავებული ვარიანტისათვის: 1) 1941-1942 წ.წ. - გერმანიისათვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი. 2) 1944-1945 წ.წ. - შედარებით ხელსაყრელი ვარიანტი.

1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს (იხ. „ჰოსბახის პროტოკოლი“).

Other Languages
Alemannisch: Zweiter Weltkrieg
žemaitėška: Ontra svieta vaina
беларуская (тарашкевіца)‎: Другая сусьветная вайна
Bislama: Wol Wo Tu
brezhoneg: Eil Brezel-bed
Chavacano de Zamboanga: Segunda Guerra Mundial
qırımtatarca: Ekinci Cian cenki
dolnoserbski: Druga swětowa wójna
emiliàn e rumagnòl: Secånda guèra mundièl
English: World War II
Esperanto: Dua mondmilito
estremeñu: II Guerra Mundial
Nordfriisk: Naist Wäältkrich
Gàidhlig: An Dàrna Cogadh
客家語/Hak-kâ-ngî: Thi-ngi-chhṳ Sṳ-kie Thai-chan
Fiji Hindi: World War II
hornjoserbsce: Druha swětowa wójna
Bahasa Indonesia: Perang Dunia II
Patois: Wol Waar II
Basa Jawa: Perang Donya II
къарачай-малкъар: Экинчи дуния къазауат
Ripoarisch: Zweide Weltkresch
Lëtzebuergesch: Zweete Weltkrich
Lingua Franca Nova: Gera Mundal Du
لۊری شومالی: قی جھوٙنی دویوم
Basa Banyumasan: Perang Donya II
Baso Minangkabau: Parang Dunia II
Bahasa Melayu: Perang Dunia Kedua
မြန်မာဘာသာ: ဒုတိယ ကမ္ဘာစစ်
مازِرونی: جهونی جنگ دوم
Dorerin Naoero: Eaket Eb II
Plattdüütsch: Tweete Weltkrieg
Nedersaksies: Tweede Wereldoorlog
नेपाल भाषा: तःहताः २
norsk nynorsk: Andre verdskrigen
davvisámegiella: Nubbi máilmmisoahti
srpskohrvatski / српскохрватски: Drugi svjetski rat
Simple English: World War II
slovenščina: Druga svetovna vojna
српски / srpski: Други светски рат
Basa Sunda: Perang Dunya II
Türkmençe: İkinji Jahan Urşy
ئۇيغۇرچە / Uyghurche: ئىككىنچى دۇنيا ئۇرۇشى
oʻzbekcha/ўзбекча: Ikkinchi jahon urushi
vepsän kel’: Toine mail'man soda
Volapük: Volakrig telid