მდივანი

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მდივანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მდივანი — თანამდებობა, რომელსაც აქვს რანდენიმე მნიშვნელობა:

  • მოსამსახურე, რომელიც განაგებს საქმისწარმოებას, კერძოდ, დაწესებულების, ორგანიზაციისა თუ ცალკეული პირის (მეცნიერის, სახელმწიფო მოღვაწის, მწერლის და სხვ.) საქმიან მიმოწერას;
  • კრების, სხდომის ოქმის შემდგენელი. მაგ., სასამართლოს მდივანი, რომლის მოვალეობაა სასამართლოს სხდომის ოქმის შედგენა, სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო პროცესში მონაწილე პირთა მოქმედების სრული და ზუსტი გადმოცემა;
  • პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის არჩევითი ხელმძღვანელი (მაგ., პარტიის რაიკომის მდივანი);
  • თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სამეცნიერო დაწესებულების მიმდინარე სამუშაოს (სწავლული მდივანი);
  • (სამართლეებრივი ისტორია) მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საკანცელარიო სამუშაოს (სხვადასხვაგვარი საბუთის შედგენა, მიმოწერა), ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მონაწილეობდა საქმის განხილვაში (სასამართლო პროცესის დროს მას „წინ ედვა“ სამართლეებრივი წიგნი; იგი იწერდა საჩივარს, მონახავდა და წაიკითხავდა სათანადო მუხლს და სხვ.).

მდივანი მონაწილეობას იღებდა აგრეთვე სამეფოს აღწერაში და მას საფინანსო საქმეებიც ეკითხებოდა. სამეფოში ერთდროულად რამდენიმე მდივანი იყო. საბუთებში „კარის მდივანი“, „მეფის მდივანი“, „დედოფლის მდივანი“. თავისი ფუნქციებით მდივანი ადრინდელ მწიგნობარს შეესატყვისებოდა, ამ 2 თანამდებობის სახელწოდება შეერთებულად — „მდივან-მწიგნობრის“ სახითაც გვხვდება.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
aragonés: Secretario
العربية: سكرتارية
català: Secretari
Deutsch: Sekretär
English: Secretary
Esperanto: Sekretario
eesti: Sekretär
فارسی: منشی
suomi: Sihteeri
français: Secrétariat
עברית: מזכיר
हिन्दी: सचिव
Bahasa Indonesia: Sekretaris
日本語: 秘書
Basa Jawa: Sekretaris
한국어: 비서
lietuvių: Sekretorius
македонски: Секретар
Bahasa Melayu: Setiausaha
नेपाल भाषा: सचिव
Nederlands: Secretaresse
norsk nynorsk: Sekretær som yrke
norsk: Sekretær
srpskohrvatski / српскохрватски: Sekretar
Simple English: Secretary
Soomaaliga: Xoghaye
српски / srpski: Секретар (дужност)
Tiếng Việt: Thư ký
粵語: 秘書