მაქს ვებერი

მაქს ვებერი
Max Weber 1894.jpg
დაბ. თარიღი 21 აპრილი 1864(1864-04-21)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ერფურტი, პრუსია[5]
გარდ. თარიღი 14 ივნისი 1920(1920-06-14)[5] [1] [2] [3] [4] (56 წელი)
გარდ. ადგილი მიუნხენი[5]
დასაფლავებულია ბერგფრიდჰოფი
მოქალაქეობა Flag of Prussia (1892-1918).svg პრუსიის სამეფო
Flag of Germany (3-2 aspect ratio).svg ვაიმარის რესპუბლიკა
ეროვნება გერმანელები
სამეცნიერო სფერო სოციოლოგია, ისტორია და ეკონომიკა
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალფრედ შიუცი და ჰაროლდ გარფინკელი
მეუღლე მარიან ვებერი
მამა მაქს ვებერი
ნათესავ(ებ)ი Alfred Weber

მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი (გერმ. Max Weber; დ. 21 აპრილი 1864 — გ. 14 ივნისი 1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე.[6] ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი.[7] ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში იყო პროფესორი. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი. მრავალი შრომის ავტორია. მისი შრომები შეეხება მეურნეობისა და სოციალური ფორმების ისტორიას, რელიგიასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ლოგიკასა და მეთოდოლოგიას. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის სოციოლოგიაზე, ფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიაზე. იყო ეკონომისტის და სოციოლოგის — ალფრედ ვებერის უფროსი ძმა.

მაქს ვებერმა შეიმუშავა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებებისადმი და სოციოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებას „ფენომენს“, ანუ გარე სამყაროს შეცნობასა და „ნოუმენს“ — აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ და „ზოგადი ეკონომიკის ისტორია“.[8]

მაქს ვებერის მამა იყო სახელმწიფო მოღვაწე და ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წევრი. 1868 წელს დაიბადა მისი ძმა — ალფრედ ვებერი, რომელიც აგრეთვე ცნობილი სოციოლოგი და ეკონომისტი იყო. 1869 წელს ვებერების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინის გარეუბან შარლოტენბურგში. 4 წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა. 13 წლის ასაკში კითხულობდა არტურ შოპენჰაუერის, იმანუელ კანტისა და სხვათა ნაშრომებს. იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფემინისტი იყო, მიეკუთვნებოდა გერმანიის ინტელექტუალური წრეს. ვებერები რეგულარულად მართავდნენ საკვირაო სემინარებს საკუთარ სახლში. მაქს ვებერი გარდაიცვალა 1920 წლის 14 ივნისს, პანდემიური გრიპისაგან.

ვიკიციტატა
„მეცნიერება თავისი არსით ძალიან რთული რამაა. იგი ხელოვნებას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მოითხოვს ახალ იდეებს და ძველი გამოცდილების საფუძვლიან ცოდნას. თავად მე, როცა სოციოლოგიის შესწავლის დაწყებით მეცნიერების უზარმაზარ სამყაროში პირველად შევდგი ფეხი, მომენტალურად დამემსხვრა წარმოდგენა, რომ მეცნიერული „მიღწევის შექმნა“ ჰგავს საფეხურებს, რომლებზე ასვლაც გონებისა და მოთმინების შემწეობით უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი, რადგან ისევე როგორც ხელოვნებაში, აქაც ცალსახად აუცილებელია იდეა, გენიალური იდეა, რომელიც ხშირად ძალიან მარტივია და მოდის როცა არ ველით, მაგრამ ხშირადვე ველით და მოლოდინი მოლოდინად რჩება...“

[9]

Other Languages
Afrikaans: Max Weber
Alemannisch: Max Weber
አማርኛ: ማክስ ቬበር
aragonés: Max Weber
العربية: ماكس فيبر
asturianu: Max Weber
azərbaycanca: Maks Veber
تۆرکجه: ماکس وبر
башҡортса: Макс Вебер
žemaitėška: Max Weber
беларуская: Макс Вебер
беларуская (тарашкевіца)‎: Макс Вэбэр
български: Макс Вебер
brezhoneg: Max Weber
bosanski: Max Weber
буряад: Макс Вебер
català: Max Weber
нохчийн: Вебер, Макс
čeština: Max Weber
Cymraeg: Max Weber
dansk: Max Weber
Deutsch: Max Weber
Zazaki: Max Weber
Ελληνικά: Μαξ Βέμπερ
English: Max Weber
Esperanto: Max Weber
español: Max Weber
eesti: Max Weber
euskara: Max Weber
فارسی: ماکس وبر
suomi: Max Weber
français: Max Weber
Frysk: Max Weber
贛語: 韋伯
galego: Max Weber
עברית: מקס ובר
हिन्दी: मैक्स वेबर
Fiji Hindi: Max Weber
hrvatski: Max Weber
magyar: Max Weber
Հայերեն: Մաքս Վեբեր
interlingua: Max Weber
Bahasa Indonesia: Maximilian Weber
Ilokano: Max Weber
íslenska: Max Weber
italiano: Max Weber
Patois: Max Weba
Kabɩyɛ: Max Weber
қазақша: Макс Вебер
한국어: 막스 베버
kurdî: Max Weber
kernowek: Max Weber
Кыргызча: Макс Вебер
Lëtzebuergesch: Max Weber
Limburgs: Max Weber
lietuvių: Max Weber
latviešu: Makss Vēbers
Malagasy: Max Weber
монгол: Макс Вебер
Bahasa Melayu: Max Weber
norsk nynorsk: Max Weber
norsk: Max Weber
Novial: Max Weber
occitan: Max Weber
ਪੰਜਾਬੀ: ਮੈਕਸ ਵੈਬਰ
polski: Max Weber
Piemontèis: Max Weber
پنجابی: میکس ویبر
português: Max Weber
română: Max Weber
русский: Вебер, Макс
русиньскый: Макс Вебер
ᱥᱟᱱᱛᱟᱲᱤ: ᱢᱮᱠᱥ ᱚᱭᱮᱵᱟᱨ
sicilianu: Max Weber
Scots: Max Weber
srpskohrvatski / српскохрватски: Max Weber
Simple English: Max Weber
slovenčina: Max Weber
slovenščina: Max Weber
shqip: Max Weber
српски / srpski: Maks Veber
svenska: Max Weber
Kiswahili: Max Weber
Tagalog: Max Weber
Türkçe: Max Weber
татарча/tatarça: Maks Weber
українська: Макс Вебер
oʻzbekcha/ўзбекча: Max Weber
vèneto: Max Weber
Tiếng Việt: Max Weber
Winaray: Max Weber
მარგალური: მაქს ვებერი
ייִדיש: מאקס וועבער
Yorùbá: Max Weber
Bân-lâm-gú: Max Weber
粵語: 韋伯