მანეთონი

მანეთონი
გარდ. თარიღიუცნობია
მოქალაქეობაFlag of Egypt.svg ეგვიპტე

მანეთონი (ბერძნ. Μανέθων) — ეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი, ცხოვრობდა ძვ. წ. IV-III საუკუნეებში. პტოლემაიოსების დინასტიის დროს. წერდა ბერძნულად, თუმცა, როგორც ეგვიპტის ყველაზე განათლებული ფენის წარმომადგენელმა, ეტყობა კარგად იცოდა ეგვიპტური ენა და დამწერლობა. თანამედროვე ეგვიპტოლოგიის წინაშე მანეთონის დამსახურების ყველაზე ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ შემუშავებული ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი (მანეთონმა ეგვიპტის ფარაონები მენესიდან ალექსანდრე მაკედონელამდე 30 დინასტიად დაყო, ხოლო მენესამდელი პერიოდი შეავსო „ღმერთებისა“ და „ნახევრად ღმერთების“ ლეგენდარული დინასტიებით) თითქმის უცვლელად გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებაში. მისი ნაშრომი ფრაგმენტების სახითაა მოღწეული ებრაელი მეცნიერის იოსების (I საუკუნე) და ქრისტიანი ავტორების სექსტუს იულიუს აფრიკანუსისა (ახ.წ. III ს.) და ეუსებიუსის (ახ. წ. IV ს.) შრომებში.

სახელი მანეთონი, ეგვიპტური სახელის ბერძნული ფორმაა. ყველაზე ხშირად თვლიან რომ,მისი ეგვიპტური ფორმა წარმოიშვა ძველი ეგვიპტური პროტოტიპის მიხედვით. მისი სახელი ითარგმნება როგორც სიბრძნის ღმერთი.

მანეთონი იყო ეგვიპტელი და დაინტერესებული იყო ეგვიპტის ისტორიით, ის წერდა სუფთა ბერძნულ ენაზე მანეთონს გარდა ცნობილი ეგვიპტის ისტორიისა ხანდახან მიაწერენ შემდეგ თხზულებებს რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს.

  • წმინდა წიგნი
  • შემოკლებითი ამონაწერები ფიზიკიდან
  • დღესასწაულების შესახებ
  • ძველი წესები
  • კიპის შემოქმედებაზე
  • ჰეროდოტეს წინააღმდეგ
  • წიგნი სოტისი
  • აპოტელესმატიკის ექვსი წიგნიდან ასტრონომიური ქმნილებები
Other Languages
Afrikaans: Manetho
العربية: مانيتون
مصرى: مانيتون
беларуская: Манефон
български: Манетон
català: Manethó
čeština: Manehto
dansk: Manethon
Deutsch: Manetho
Ελληνικά: Μανέθων
English: Manetho
Esperanto: Manetono
español: Manetón
euskara: Maneton
فارسی: مان‌تو
suomi: Manetho
galego: Manetón
עברית: מנתון
hrvatski: Maneton
magyar: Manethón
Հայերեն: Մանեթոն
Bahasa Indonesia: Manetho
íslenska: Maneþon
italiano: Manetone
日本語: マネト
Basa Jawa: Manetho
한국어: 마네토
Latina: Manetho
lietuvių: Maneto
Bahasa Melayu: Manetho
Mirandés: Máneton
Nederlands: Manetho
norsk: Manetho
occitan: Maneton
polski: Manethon
português: Mâneton
română: Manetho
русский: Манефон
Scots: Manetho
srpskohrvatski / српскохрватски: Manethon
Simple English: Manetho
slovenčina: Manehto
slovenščina: Maneton
shqip: Manetho
српски / srpski: Манетон
svenska: Manetho
Tagalog: Manetho
Türkçe: Manetho
українська: Манефон
Tiếng Việt: Manetho
Winaray: Manetho
Yorùbá: Manetho
中文: 曼涅托