მაიკლ კემენი

მაიკლ კემენი
Michael Kamen.jpg
მაიკლ კემენი
ბიოგრაფია
დაიბადა 15 აპრილი, 1948
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
გარდაიცვალა 18 ნოემბერი, 2003 (55 წლის)
ლონდონი, ინგლისი,
გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი კინომუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ჰობოი
აქტიური 1976-2003

მაიკლ კემენი (15 აპრილი, 1948 – 18 ნოემბერი, 2003) — ამერიკელი კომპოზიტორი (განსაკუთრებით აქტიური როგორც კინომუსიკის ავტორი), დირიჟორი, სიმღერების ავტორი და სესიური მუსიკოსი.

კემენი ცნობილი იყო როგორც კინომუსიკის ავტორი, ასევე პოპულარული მუსიკის შემსრულებლებთან დუეტებით. მას მრავალ ფილმზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის: შემდეგი ადამიანი, მკვდარი ზონა, დედოფლისა და ქვეყნისთვის, ბრაზილია, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლები, სამი მუშკეტერი, მთიელი, იქს-ადამიანები, რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი, მკვლელობის ლიცენზია, სასიკვდილო იარაღი, კერკეტი კაკალი, რკინის გიგანტი და სხვა. 2008 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის WALL-E ტრეილერი შიეცავდა ფრაგმენტებს კემენის საუნდტრეკიდან ფილმისთვის ბრაზილია.

პოპულარულ მუსიკაში მისი წვლილი მოიცავს ისეთ შემსრულებლების სიმღერების ორკესტრირებას, როგორებიც არიან: Queen, პინკ ფლოიდი, მეტალიკა, ერიკ კლეპტონი, Aerosmith, დევიდ ბოუი, ბრაიან ფერი, Eurythmics, Queensrÿche, რაში, Def Leppard, ჰერბი ჰენკოკი, ბრაიან ადამსი, ლენი კრავიცი და სხვა.

მაიკლ კემენს მიღებული აქვს ორი ნომინაცია ოსკარზე, სამი გრემი, ორი ოქროს გლობუსი, ორი Ivor Novello, ერთი ენის და ერთიც ემის პრემია.

ლიტერატურა

  • ენდი მაბეტი (1995). The complete guide to the music of Pink Floyd. London: Omnibus, გვ. 150. ISBN 071194301x. 
  • მაიკლ კასტოდისი (2009). თავები: „Film Music in Concert: Metallica mit Michael Kamen“ და „Moment of Glory - The Scorpions und die Berliner Philharmoniker“, წიგნში: Klassische Musik heute. Eine Spurensuche in der Rockmusik, Bielefeld, Transcript-Verlag. ISBN 978-3-8376-1249-3
  • ნეკროლოგი: მაიკლ კემენი, The Independent, 21 ნოემბერი, 2003.
Other Languages
العربية: مايكل كامن
български: Майкъл Кеймън
català: Michael Kamen
čeština: Michael Kamen
Deutsch: Michael Kamen
English: Michael Kamen
Esperanto: Michael Kamen
español: Michael Kamen
français: Michael Kamen
Bahasa Indonesia: Michael Kamen
italiano: Michael Kamen
Plattdüütsch: Michael Kamen
Nederlands: Michael Kamen
norsk nynorsk: Michael Kamen
português: Michael Kamen
русский: Кэймен, Майкл
srpskohrvatski / српскохрватски: Michael Kamen
slovenčina: Michael Kamen
svenska: Michael Kamen
Türkçe: Michael Kamen
українська: Майкл Кеймен