მაიდუგური

ისტორია

ქალაქი დაარსდა 1907 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სამხედრო და ადმინისტრაციული ფორპოსტი ნიგერიის ჩრდილოეთში. შემდგომში იგი გახდა ბორნოს სულთნის რეზიდენცია, ძველი დედაქალაქების — კუკავას და დიკვას მაგივრად. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან დაწყებული ქალაქი არაერთხელ იყო ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი სისხლიანი ძალადობის აქტების მოწმე. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მასობრივი შეჯახებები აღინიშნა 1982 და 2001 წლებში [1] [2].

2006 წლის თებერვალში ქალაქში ადგილი ჰქონდა მუსულმანური მოსახლეობის მასობრივ მღელვარებებს, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთ დანიურ გაზეთში წინასწარმეტყველ მაჰმადის კარიკატურების გამოქვეყნებამ. მღელვარება გადაიზარდა ქრისტიანული საცხოვრებელი კვარტლების განადგურებაში. მოკლული იქნა 15 ადამიანი, დაიწვა 12 ეკლესია [3] [4]. 2013 წლის 14 მაისს ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ისლამური დაჯგუფების — ბოკო ჰარამის მოღვაწეობის გამო მაიდუგურის რაიონში და ქვეყნის ჩრდილოეთის მთელ რიგ სხვა რაიონებში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა [5]. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ქალაქში შედარებით წყნარი სიტუაცია იდგა, მაგრამ 2014 წლის 4 ივნისს ქალაქის შემოგარენში, მაიდუნგის უნივერსიტეტის სიახლოვეს არსებულ სოფელ ბარდერში ბოკო ჰარამის ბოევიკები თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მოკლეს დაახლოებით 45 ადამიანი.

Other Languages
Afrikaans: Maiduguri
العربية: مايدوغوري
azərbaycanca: Maiduquri
български: Майдугури
català: Maiduguri
нохчийн: Майдугури
čeština: Maiduguri
dansk: Maiduguri
Deutsch: Maiduguri
English: Maiduguri
Esperanto: Maiduguri
español: Maiduguri
eesti: Maiduguri
فارسی: مایدوگوری
suomi: Maiduguri
français: Maiduguri
galego: Maiduguri
Hausa: Maiduguri
עברית: מידוגורי
hrvatski: Maiduguri
magyar: Maiduguri
Bahasa Indonesia: Maiduguri
Igbo: Maiduguri
italiano: Maiduguri
한국어: 마이두구리
lietuvių: Maiduguris
македонски: Мајдугури
Nederlands: Maiduguri
norsk nynorsk: Maiduguri
norsk: Maiduguri
polski: Maiduguri
português: Maiduguri
română: Maiduguri
русский: Майдугури
Scots: Maiduguri
Simple English: Maiduguri
svenska: Maiduguri
Kiswahili: Maiduguri
Türkçe: Maiduguri
українська: Майдугурі
vepsän kel’: Maiduguri
Tiếng Việt: Maiduguri
Winaray: Maiduguri
Yorùbá: Maiduguri
中文: 邁杜古里
Bân-lâm-gú: Maiduguri
粵語: 邁杜古里