ლუი XII

ლუი XII
Louis-xii-roi-de-france.jpg
საფრანგეთის მეფე
კორონაცია:27 მაისი 1498
მმართ. დასაწყისი:7 აპრილი 1498
მმართ. დასასრული:1 იანვარი 1515
წინამორბედი:შარლ VIII ვალუა
მემკვიდრე:ფრანსუა I ვალუა
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი:6 სექტემბერი 1499
მმართ. დასასრული:16 ივნისი 1512
წინამორბედი:ლუდოვიკო სფორცა
მემკვიდრე:მასიმილიანო სფორცა
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი:2 აგვისტო 1501
მმართ. დასასრული:31 იანვარი 1504
წინამორბედი:ფრედერიკ ტრასტამარა
მემკვიდრე:ფერდინანდ III ტრასტამარა
სხვა წოდებები:ორლეანის ჰერცოგი
ვალუას ჰერცოგი
ბლუას გრაფი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:27 ივნისი 1462
დაბ. ადგილი:ბლუა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი:1 იანვარი 1515 (52 წლის)
გარდ. ადგილი:პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე:ჟანა ფრანგი
ანა ბრეტონელი
მარია ინგლისელი
შვილები:კლაუდია, საფრანგეთის დედოფალი
რენე, ფერარას ჰერცოგინია
დინასტია:ვალუა
მამა:შარლი, ორლეანის ჰერცოგი
დედა:მარია კლეველი
რელიგია:კათოლიციზმი

ლუი XII დე ვალუა (ფრანგ. Louis XII de Valois; დ. 27 ივნისი, 1462, ბლუა, საფრანგეთი — გ. 1 იანვარი, 1515, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1498-1515 წლებში. ვალუას დინასტიის ორლეანელთა შტოს წარმომადგენელი. შარლ V-ის შთამომავალი.

შარლ VIII-ის მცირეწლოვნობის დროს იგი ფეოდალური ოპოზიციის რიგებში იყო. 1488 წელს მეფის ჯართან აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ 3 წელი ტყვეობაში გაატარა. ახალგაზრდა შარლ VIII მეფის მიერ განთავისუფლებული გაჰყვა მას პირველ იტალიურ ლაშქრობაში (1494-1495 წწ.) შარლ VIII-ის სიკვდილის შემდეგ გამეფდა. პაპის ნებართვით გაეყარა პირველ ცოლს, ლუი XI-ის ასულს ჟანას და შეირთო, შარლ VIII-ის ქვრივი ანა ბრეტონელი, რითაც განაგრძო საფრანგეთ-ბრეტანის პირადი უნია და შემოუმტკიცა ეს მხარე საფრანგეთს. მისმა რეფორმებმა სამეფოს ერთხანს სიმშვიდე და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. 1499 წელს განაახლა იტალიური ომები (1494-1559 წწ.).

ადრეული ცხოვრება

ლუი დაიბადა 1462 წლის 27 ივნისს, ბლუას სასახლეში.[1] იგი იყო ორლეანის ჰერცოგის, შარლ დე ვალუასა და მისი მეუღლის, მარია კლეველის ვაჟი.[2]

საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუა, რომელიც ტახტზე 1465 წელს ავიდა, ცდილობდა ხელი შეეშალა მისი ბიძაშვილებისთვის, ბურგუნდიელი და ორლეანელი წარმოშობის ვალუებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეფობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას. [3]

მეფე ლუი XI 1483 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.[4] ტახტზე კი ავიდა მისი 13 წლის ვაჟი, შარლ VIII ვალუა. [5]შარლის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რეგენტი კი გახდა შარლის უფროსი და, ბურბონის ჰერცოგინია და ასევე ლუი XI-ის ქალიშვილი, ანა დე ვალუა. [6]1483 წლის 24 ოქტომბერს ანამ საფრანგეთის სამეფოს გენერალური შტატები მოიწვია, რომელშიც ლუიც შედიოდა. 1484 წლის იანვარში გენერალური შტატები კვლავ მოიწვიეს, თუმცა ამჟამად საფრანგეთში არსებული სამივე წოდება იქნა მოწვეული და თავიანთი წოდების შესაბამისად დასხეს. პირველი წოდება იყო სასულიერო, ანუ კათოლიკე კარდინალები, მეორე წოდება იყო ფრანგული არისტოკრატია, ანუ ჰერცოგები და გრაფები, ხოლო მესამე წოდებაში ვაჭრები შედიოდნენ. ლუი როგორც უკვე ორლეანის ჰერცოგი და მომავალი მეფე მეორე წოდებაში მოხვდა. თითოეულ მათგანს კი რეგენტისათვის თავისი შემოსავალ-გასავალი უნდა გაეცნო და ამის შემდეგ კუთვნილი გადასახადებიც უნდა გადაეხადათ. ცხადია ეს არავის მოეწონა და პროტესტიც გამოთქვეს, თუმცა მას შემდეგ რაც ანამ მეფის ბრძანებულება გააცნო დამშვიდდნენ. გადასახადები შეეხოთ სასულიერო წოდებასაც, ამის შემდგომ ისინი არა რომის პაპს, არამედ საფრანგეთს უხდიდნენ ფულს.

1484 წლის შემდეგ გადასახადები გაეზარდა მეორე წოდებასაც, ასევე გამოვიდა ბრძანებულება, რომ გადასახადები სამხედრო მოსამსახურეებსაც უნდა გადაეხადათ. ამის სანაცვლოდ გადასახადები შეუმცირდათ მესამე წოდებას, ანუ ვაჭრებსა და გლეხებს. გენერალური შტატები მოწვეული იყო ქალაქ ტურში. 1484 წლის 7 მარტს კი მეფემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტურს ტოვებდა. ხუთი დღის შემდეგ მეფეს მინისტრებმა აცნობეს, რომ არისტოკრატიის დიდი ნაწილი უარს ამბობდა გადასახადებზე. შარლმა და მისმა დამ ამის აღსაკვეთად უამრავი რეფორმა გაატარეს, თუმცა უშედეგოდ.

1485 წელს ლუიმ ომი გამოუცხადა მეფის რეგენტს, ანა დე ვალუას. დაიწყო ეგრედ წოდებულ შეშლილი ომი (1485-1488), რომლის დროსაც ლუი ცდილობდა შარლი და მისი და ხელისუფლებიდან ჩამოეგდო და მეფე თავად გამხდარიყო. ლუიმ ალიანსი შეკრა ბრეტანის ჰერცოგ ფრანცისკ II-თან, თუმცა 1488 წლის 22 ივნისს სამეფო არმიამ, ანას მეთაურობით დაამარცა ლუი და ფრანცისკი. ბრეტანის ჰერცოგი ბრძოლაში მოკლეს, ხოლო ლუი ტყვედ აიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს. სამ წლიანი ტყვეობის შემდეგ, ლუი შეიწყალეს და გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც იგი შარლ VIII-ს იტალიაშიც გაჰყვა საომრად.

1498 წლის 7 აპრილს მეფე შარლ VIII უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. სალის კანონის თანახმად კი ტახტზე მისი ყველაზე ახლო ნათესავი უნდა ასულიყო, ასეთი კი ლუი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი შარლს ბიძაშვილადაც ერგებოდა და სიძედაც, რადგან ლუის მისი უმცროსი და, ჟანა ჰყავდა ცოლად. ამრიგად 1498 წელს ლუი XII საფრანგეთის მეფე გახდა.

Other Languages
azərbaycanca: XII Lüdovik
беларуская: Людовік XII
беларуская (тарашкевіца)‎: Людовік XII (кароль Францыі)
български: Луи XII
čeština: Ludvík XII.
Deutsch: Ludwig XII.
eesti: Louis XII
suomi: Ludvig XII
français: Louis XII
Bahasa Indonesia: Louis XII dari Perancis
íslenska: Loðvík 12.
한국어: 루이 12세
lietuvių: Liudvikas XII
latviešu: Luijs XII
македонски: Луј XII
مازِرونی: لوئی دوازدهم
polski: Ludwik XII
Piemontèis: Luis XII
русский: Людовик XII
srpskohrvatski / српскохрватски: Louis XII od Francuske
Simple English: Louis XII of France
slovenčina: Ľudovít XII.
slovenščina: Ludvik XII. Francoski
српски / srpski: Луј XII
Türkçe: XII. Louis
українська: Людовик XII
Tiếng Việt: Louis XII của Pháp
中文: 路易十二
Bân-lâm-gú: Louis 12-sè
粵語: 路易十二