ლუის ბუნიუელი

ლუის ბუნიუელი
Luis Buñuel
Luis Buñuel.JPG
დაბ. თარიღილუის ბუნიუელ პორტოლესი
22 თებერვალი, 1900
კალანდა, არაგონი, ესპანეთი
გარდ. თარიღი29 ივლისი, 1983
მეხიკო, მექსიკა
საქმიანობაკინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური1929-1977
მეუღლე(ები)ჟანა ბუნიუელი (1925-1983)
ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი
1951 — დავიწყებულები
ოქროს პალმის რტო

1961 — ვირიდიანა

ლუის ბუნიუელი (ესპ. Luis Buñuel; დ. 22 თებერვალი, 1900 — გ. 29 ივლისი, 1983) — ესპანელი კინორეჟისორი, რომელიც მოღვაწეობდა ესპანეთში, მექსიკასა და საფრანგეთში. ბუნიუელი იღებდა სიურრეალისტურ ფილმებს. ჰქონდა საკუთარი კინო-ხელწერა. გამოირჩეოდა სოციალური და რელიგიური უსამართლობების სკანდალური მხილებით, ეროტიციზმის ჩვენებით[1].

ბიოგრაფია

ლუის ბუნიუელი დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, არაგონის რეგიონის ქალაქ კალანდაში (ტერუელის პროვინცია). ოჯახის 7 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. 1907-1915 წლებში სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში სარაგოსაში, 1917 წელს კი მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც დაუმეგობრდა სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას.

1924-1927 წლებში პარიზში იღებდა მონაწილეობას "ავანგარდულ" მოძრაობაში, მუშაობდა რეჟისორ ჟან ეპშტეინის ასისტენტად. 1934 წელს იგი დაქორწინდა ჟანა რაკარზე, პარიზში და მათი ქორწინება ბუნიუელის ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა. ბუნიუელს მასთან შეეძინა შვილები: კინოპროდიუსერი რაფაელ ბუნიუელი და ხუან ლუის ბუნიუელი. 1939 წელს გადავიდა აშშ-ში, იყო მემონტაჟე ჰოლივუდში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კინოგანყოფილების თანამშრომელი ნიუ-იორკში.

1946 წელს გადავიდა მექსიკაში, სადაც გაიცნო პროდიუსერი ოსკარ დანსიჟე. მასთან ერთად გადაიღო ფილმი „დიდი კაზინო". სამი წლის შემდეგ იგი იღებს მექსიკის მოქალაქეობას. ბუნუელის მექსიკური პერიოდის ბოლო ფილმი იყო „სიმეონ მეუდაბნოე".

საფრანგეთში გადასვლის შემდეგ ბუნიუელი იწყებს თანამშრომლობას პროდიუსერ სერჟ ზილბერმანთან. საფრანგეთში მუშაობის პერიოდში მან შექმნა მისი ყველაზე ცნობილი სიურრეალისტური სურათები: „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი", „თავისუფლების ფანტომი" და „ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი".

1977 წელს მან გადაწყვიტა დაეწერა ავტობიოგრაფია, რომელიც მოიცავს ბუნუელის საინტერესო ცხოვრებას, მეგობრებსა და მის ოჯახს. ბუნიუელის ყველაზე ცნობილ გამონათქვამად ითვლება 1960 წელს მიშელ მანცეაუხთან ინტერვიუში ნათქვამი: „მე კვლავ მადლობელი ვარ ღმერთის, ათეისტის“. გარდაიცვალა მეხიკოში 1983 წელს.

ლუის ბუნიუელის ბიუსტი
Other Languages
Alemannisch: Luis Buñuel
aragonés: Luis Buñuel
العربية: لويس بونويل
asturianu: Luis Buñuel
azərbaycanca: Luis Bunyuel
беларуская: Луіс Буньюэль
български: Луис Бунюел
bosanski: Luis Buñuel
čeština: Luis Buñuel
Чӑвашла: Луис Бунӳэл
Deutsch: Luis Buñuel
English: Luis Buñuel
Esperanto: Luis Buñuel
español: Luis Buñuel
euskara: Luis Buñuel
français: Luis Buñuel
galego: Luis Buñuel
हिन्दी: लुई बुनुएल
hrvatski: Luis Buñuel
magyar: Luis Buñuel
Bahasa Indonesia: Luis Buñuel
íslenska: Luis Buñuel
italiano: Luis Buñuel
Lëtzebuergesch: Luis Buñuel
lietuvių: Luis Buñuel
latviešu: Luiss Bunjuels
Malagasy: Luis Buñuel
македонски: Луис Буњел
Nāhuatl: Luis Buñuel
Nederlands: Luis Buñuel
norsk nynorsk: Luis Buñuel
occitan: Luis Buñuel
polski: Luis Buñuel
português: Luis Buñuel
Runa Simi: Luis Buñuel
română: Luis Buñuel
русский: Бунюэль, Луис
sicilianu: Luis Buñuel
srpskohrvatski / српскохрватски: Luis Buñuel
српски / srpski: Луис Буњуел
svenska: Luis Buñuel
Türkçe: Luis Buñuel
українська: Луїс Бунюель
oʻzbekcha/ўзбекча: Byunyuel Luis