გაშენებულია ლუგანოს ტბის ნაპირებზე. მისი თბილი კლიმატი მრავალ ადამიანს იზიდავს, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს. ხშირად მას ზედმეტსახელად „შვეიცარიის მონტე-კარლოს“ უწოდებენ.[1][2]
უკვე IX საუკუნეში, ლუგანო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. იტალიურ ომებში, 1512 წელს ქალაქი შვეიცარიის კავშირს გადაეცა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ლუგანო იგივე ჰელვეციის რესპუბლიკაში შედიოდა და თავისივე სახელწოდების კანტონის მთავარი ქალაქი იყო. 1803 წელს ის ტიჩინოს კანტონს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ 1881 წელს ადმინისტრაციული უფლებები ქალაქ ბელინცონას გადაეცა, ლუგანო მაინც დარჩა პოლიტიკური, კულტურული, ვაჭრობისა და კომერციის ცენტრად.