ლინდა ფიორენტინო

ლინდა ფიორენტინო
დაბ. თარიღი კლორინდა ფიორენტინო
9 მარტი 1958
ფილადელფია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985—დღემდე
მეუღლე(ები) ჯონ ბაირამი (1992–1993)

ლინდა ფიორენტინო ( ინგლ. Linda Fiorentino; დ. 9 მარტი 1958, ფილადელფია, აშშ) [1] — ამერიკელი კინომსახიობი. იგი მეტად ცნობილი გახდა ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორებიცაა „დოგმა“, „მხედველობის ძებნა“, „მამაკაცები შავებში“, „სამსახურის შემდეგ“, „უკანასკნელი ცდუნება“. [2]

ბიოგრაფია

ლინდა ფიორენტინო დაიბადა ქალაქ ფილადელფიაში ( პენსილვანია). [1] ფიორენტინო იტალო-ამერიკელი წარმოშობისაა. [3] დაამთავრა ვაშინგტონის უმაღლესი სკოლა, რის შემდეგ ხდება როუზმონტ კოლეჯის უმაღლეს სკოლადამთავრებული ფილადელფიის გარეუბანში. [4] 1987 წლიდან სწავლობდა ფოტოგრაფობაზე, საერთაშორისო ფოტოგრაფიის ცენტრში, ქალაქ ნიუ-იორკში.

ლინდა ფიორენტინომ თავისი პირველი როლი კინოში მიიღო 1985 წელს, როდესაც მან ითამაშა ფილმში „მხედველობის ძებნა“. 1990-იან წლებში ფიორენტინო ცნობილი მსახიობი ხდება. 1994 წელს შეასრულა როლი ფილმში „უკანასკნელი ცდუნება“, სადაც ითამაშა ფატალური ქალის ბრიჯიტის როლი. აღნიშნული როლისთვის ფიორენტინოს ჯილდოები მიენიჭა, ამასთანავე ერთხანს დაიწყო საუბრები ლინდა ფიორენტინოსთვის ოსკარის შესაძლო ნომინაციაზე, თუმცა მანამ ფილმს კინოთეატრებში გამოუშვებდნენ იგი საჩვენებლად საკაბელო ტელევიზიაში ( HBO) გაუშვეს, რამაც გამოიწვია მსახიობის დისკვალიფიკაცია.

მოგვიანებით ფიორენტინო რეჟისორ ჯონ დალთან თანამშრომლობს. 1996 წელს ჯონ დალმა გადაიღო ფილმი „დაუვიწყარი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში ლინდა ფიორენტინომ შეასრულა. 2000 წელს ითამაშა კომედიურ-კრიმინალურ ფილმში „იქ სადაც ფულია“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავი პოლ ნიუმანი. 2002 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში „მიზანში“, ხოლო 2009 წელს კინოფილმში „კიდევ ერთხელ გრძნობით“. [5]

1992- 1993 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა რეჟისორ ჯონ ბაირამთან.

Other Languages
asturianu: Linda Fiorentino
emiliàn e rumagnòl: Linda Fiorentino
Esperanto: Linda Fiorentino
français: Linda Fiorentino
Bahasa Indonesia: Linda Fiorentino
Nederlands: Linda Fiorentino
português: Linda Fiorentino
srpskohrvatski / српскохрватски: Linda Fiorentino
српски / srpski: Линда Фјорентино
українська: Лінда Фіорентіно