ლიბრევილი

დედაქალაქი
ლიბრევილი
ფრანგ. Libreville
Libreville1.jpg
გერბი
Armoiries de la ville de Libreville.jpg

ქვეყანა გაბონის დროშა  გაბონი
პროვინცია ესტუარის პროვინცია
კოორდინატები 0°23′24″ ჩ. გ. 9°27′00″ ა. გ. / 0°23′24″ ჩ. გ. 9°27′00″ ა. გ. / 0.39000; 9.45000
დაარსდა 1849
პირველი ხსენება 1849
ცენტრის სიმაღლე 12 მეტრი
მოსახლეობა 703 939 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი mairie-libreville.org
ლიბრევილი — გაბონი
ლიბრევილი

ლიბრევილი ( ფრანგ. Libreville) — გაბონის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, ესტუარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე კომოს ჩრდილოეთ ნაპირზე, გვინეის ყურის სიახლოვეს. 2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 703 939 ადამიანს შეადგენს [1] [2].

დაარსებულია 1849 წელს პორტუგალიურ გემში მყოფი მონობიდან განთავისუფლებული აფრიკელების მიერ. ლიბრევილი ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, ფლობს საოკეანო და სამდინარო პორტებს, რომელიც ხე-ტყის რეგიონის მთავარი სავაჭრო ცენტრია. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი. არსებობს კვების, ტექსტილის, ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები, გემშემკეთებელი ქარხანა, უნივერსიტეტი.

ისტორია

მანამ, სანამ ამ მიწაზე 1839 წელს ფრანგები მოვიდოდნენ, რეგიონში მპონგვეს ტომი სახლობდა. 1846 წელს, ლოანგოს სამეფოს სიახლოვეს ფრანგებმა დაატყვევეს ბრაზილიური გემი L'Elizia, რომელსაც გასაყიდად მონები გადაჰყავდა. გათავისუფლებულმა მონებმა 1848 წელს ლიბრევილი დააარსეს ( ფრანგ. Librevilleთავისუფალი ქალაქი).

ლიბრევილის სახელის დარქმევისას ქალაქ ფრიტაუნს მიბაძეს. იგი ნელა იზრდებოდა და 1960 წლისთვის, როდესაც გაბონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისი მოსახლეობა მხოლოდ 32 000 ადამიანს შეადგენდა. ამის შემდეგ ქალაქმა სწრაფი ზრდა იწყო და დღეისათვის მასში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს.

1886-1888 წლებში პატარა ქალაქი იყო საფრანგეთის კოლონია კონგოს გუბერნატორის რეზიდენცია; 1888-1891 წლებში გახდა გაფართოებული ფრანგული კოლონია გაბონ-კონგოს, რომელსაც შემდგომში ეწოდა საერთო სახელი საფრანგეთის კონგო, ადმინისტრაციული ცენტრი. კოლონია ორი პროვინციისაგან შედგებოდა — გაბონი და შუა კონგო. ლიბრევილი გაბონის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, ხოლო ბრაზავილი — შუა კონგოსი.

1904 წელს ლიბრევილში ცხოვრობდა დაახლოებით 1500 ადამიანი, რომელთაგან 200 ევროპელი იყო; აქ მდებარეობდა სამი მსხვილი სავაჭრო ფაქტორია, კათოლიკური და მეთოდისტური (ამერიკული) მისიები, გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია და მასთან არსებული მცირე გარნიზონი; ვაჭრობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 4 მილიონი გერმანული მარკა) ეკუთვნოდა გერმანელ ვაჭრებს.

1934- 1946 წლებში იგი საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის მთავარი საპორტო ქალაქი იყო, 1940 წელს კი ცენტრალური ადგილი ეკავა გაბონის ბრძოლაში. ამის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში — 1940-1945 წლებში, ლიბრევილი გახდა «მებრძოლი საფრანგეთის» მოძრაობის ცენტრი აფრიკაში.

Other Languages
Afrikaans: Libreville
አማርኛ: ሊብረቪል
العربية: ليبرفيل
asturianu: Libreville
azərbaycanca: Librevil
беларуская: Лібрэвіль
беларуская (тарашкевіца)‎: Лібрэвіль
български: Либревил
བོད་ཡིག: ལིབ་རེ་ཝིལ།
brezhoneg: Libreville
bosanski: Libreville
català: Libreville
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Libreville
нохчийн: Либревиль
کوردی: لیبرێڤیل
čeština: Libreville
Чӑвашла: Либревиль
Cymraeg: Libreville
dansk: Libreville
Deutsch: Libreville
Zazaki: Libreville
Ελληνικά: Λιμπρεβίλ
English: Libreville
Esperanto: Librevilo
español: Libreville
eesti: Libreville
euskara: Libreville
فارسی: لیبرویل
suomi: Libreville
français: Libreville
Nordfriisk: Libreville
Frysk: Libreville
Gaeilge: Libreville
Gàidhlig: Libreville
galego: Libreville
客家語/Hak-kâ-ngî: Libreville
עברית: ליברוויל
हिन्दी: लिबरेविले
Fiji Hindi: Libreville
hrvatski: Libreville
Kreyòl ayisyen: Libvil
magyar: Libreville
Հայերեն: Լիբրևիլ
Bahasa Indonesia: Libreville
Interlingue: Libreville
Ilokano: Libreville
íslenska: Libreville
italiano: Libreville
Basa Jawa: Libreville
Taqbaylit: Libreville
Kabɩyɛ: Libreeviili
Kongo: Libreville
한국어: 리브르빌
Kurdî: Libreville
kernowek: Libreville
Кыргызча: Либревил
Latina: Liberopolis
Lëtzebuergesch: Libreville
lumbaart: Libreville
lingála: Libreville
lietuvių: Librevilis
latviešu: Librevila
Malagasy: Libreville
македонски: Либрвил
кырык мары: Либревиль
Bahasa Melayu: Libreville
Nāhuatl: Libreville
Nederlands: Libreville
norsk nynorsk: Libreville
norsk: Libreville
occitan: Liuravila
ਪੰਜਾਬੀ: ਲਿਬਰਵਿਲ
polski: Libreville
Piemontèis: Libreville
پنجابی: لبرول
português: Libreville
română: Libreville
русский: Либревиль
Scots: Libreville
srpskohrvatski / српскохрватски: Libreville
Simple English: Libreville
slovenčina: Libreville
slovenščina: Libreville
chiShona: Libreville
Soomaaliga: Librefille
shqip: Libreville
српски / srpski: Либрвил
svenska: Libreville
Kiswahili: Libreville
ślůnski: Libreville
тоҷикӣ: Либревил
Tagalog: Libreville
Türkçe: Libreville
удмурт: Либревиль
українська: Лібревіль
اردو: لبریویل
oʻzbekcha/ўзбекча: Librevil
vèneto: Libreville
vepsän kel’: Librevil'
Tiếng Việt: Libreville
Volapük: Libreville
Winaray: Libreville
Wolof: Libarwil
吴语: 利伯維爾
მარგალური: ლიბრევილი
ייִדיש: ליברעוויל
Yorùbá: Libreville
Zeêuws: Libreville
中文: 利伯维尔
Bân-lâm-gú: Libreville
粵語: 利伯維爾