ლამანტინისებრნი
English: Manatee

ლამანტინისებრნი
ამერიკული ლამანტინი (Trichechus manatus)
ამერიკული ლამანტინი (Trichechus manatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  სირენები
ოჯახი:  ლამანტინისებრნი
ლათინური სახელი
Manatidae ან Trichechidae

ლამანტინისებრნი (Manatidae ან Trichechidae) — წყლის ძუძუმწოვრების ოჯახი სირენების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 4 მეტრს, მასა კი 360 კილოგრამს აღწევს. აქვთ უხეში და ნაოჭიანი უბალნო კანით დაფარული თითისტარისებური სხეული, კუდის მომრგვალო ფარფლი. ყურის ნიჟარები და უკანა კიდურები არ გააჩნიათ. წინა კიდურები გადაქცეული აქვთ მკერდის ფარფლებად. მსხვილი დინგის ბოლოს წყვილი ნესტო მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს იხსნება. ლამანტინისებრნი იკვებებიან წყლის მცენარეულობით. შეიცავენ ერთი გვარის — ლამანტინის (Trichechus) სამ სახეობას:

  • ამერიკული ლამანტინი (Trichechus manatus) — ბინადრობს ამერიკის კონტინენტის სანაპიროებთან, ფლორიდიდან ბრაზილიამდე;
  • ამაზონური ლამანტინი (Trichechus inunguis) — გავრცელებულია მდინარე ამაზონში, ორინოკისა და მათ შენაკადებში;
  • აფრიკული ლამანტინი (Trichechus senegalensis) — გვხვდება ეკვატორული აფრიკის მდინარეების ნაპირებთან.

აქტიური არიან დილით, საღამოსა და ღამით. მაკეობა 5-6 თვე გრძელდება, შობენ ერთ ნაშიერს. გემრიელი ხორცი აქვთ. ტყვეობას კარგად იტანენ, მაგრამ ცუდად მრავლდებიან.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 114-115, თბ., 1983
Other Languages
Afrikaans: Lamantyn
Alemannisch: Manati
Ænglisc: Sǣcū
العربية: خروف البحر
azərbaycanca: Lamantinlər
беларуская: Ламанціны
беларуская (тарашкевіца)‎: Лямантыны
български: Ламантини
brezhoneg: Ejen-mor
català: Manatí
Cebuano: Trichechus
čeština: Kapustňák
Cymraeg: Morfuwch
dansk: Manater
Ελληνικά: Μανάτος
English: Manatee
Esperanto: Manato
español: Trichechus
euskara: Trichechus
suomi: Manaatit
français: Lamantin
Frysk: Lamantinen
Gaeilge: Bó mhara
galego: Manatí
עברית: תחש נהרות
हिन्दी: मैनाटी
hrvatski: Lamantini
magyar: Trichechus
հայերեն: Լամանտիններ
Bahasa Indonesia: Lembu laut
íslenska: Sækýr
italiano: Trichechus
日本語: マナティー
la .lojban.: trixexo
Jawa: Manatee
қазақша: Ламантиндер
한국어: 매너티
Latina: Manatus
Lëtzebuergesch: Ronnschwanzséikéi
Lingua Franca Nova: Manati
lietuvių: Lamantinai
latviešu: Lamantīni
Bahasa Melayu: Manati
Malti: Lamantin
Nāhuatl: Tlacamichin
Napulitano: Lamantino
Nederlands: Lamantijnen
norsk nynorsk: Manatar
norsk: Manater
occitan: Trichechidae
polski: Manatowate
پنجابی: سمندری گاں
português: Peixe-boi
Runa Simi: Manati
română: Lamantin
русский: Ламантины
sicilianu: Lamantinu
Scots: Manatee
srpskohrvatski / српскохрватски: Lamantini
Simple English: Manatee
slovenčina: Lamantínovité
shqip: Lamantina
српски / srpski: Ламантини
svenska: Manater
தமிழ்: கடற்பசு
Tagalog: Manati
Türkçe: Manatigiller
татарча/tatarça: Lamantin
українська: Ламантинові
oʻzbekcha/ўзбекча: Lamantinlar
Tiếng Việt: Lợn biển
Winaray: Trichechus
吴语: 海牛
中文: 海牛屬
Bân-lâm-gú: Hái-gû
粵語: 海牛