კრონოსი
English: Cronus

პიტერ რუბენსის ნახატი - კრონოსი ყლაპავს თავის შვილებს (ნახატზე კრონოსი ყლაპავს პოსეიდონს)
ძველბერძნული მითოლოგია
ტიტანები (ოლიმპამდელი ღვთაებები)

ტიტანები:ჰიპერიონი, იაპეტოსი, კოიოსი, კრონოსი, კრიოსი, ოკეანოსი

ტიტანიდები:მნემოზინე, რეა, თეია, ტეფიდა, ფებე, თემიდა

ტიტანების შვილები:ასტერი,ატლასი, ჰელიოსი,ლეტო, მენეტიოსი,პრომეთე, სელენა,ეოსი,ეპიმეთე

ოლიმპიელი ღვთაებები, ტიტანები, მუზები, კენტავრები, გიგანტები, ნიმფები

კრონოსი (Kronos, რომ saturnus) - მეორე თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და - რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო.

ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ.

Other Languages
Afrikaans: Kronos
አማርኛ: ክሮኖስ
aragonés: Crono
العربية: كرونوس
مصرى: كرونوس
অসমীয়া: ক্ৰণচ
asturianu: Cronos
azərbaycanca: Kron
Boarisch: Kronos
беларуская: Кронас
български: Кронос
বাংলা: ক্রোনোস
brezhoneg: Kronos
bosanski: Kron (titan)
català: Cronos
čeština: Kronos
Cymraeg: Cronos
dansk: Kronos
Deutsch: Kronos
English: Cronus
Esperanto: Krono (dio)
español: Crono
eesti: Kronos
euskara: Kronos
فارسی: کرونوس
suomi: Kronos
français: Cronos
galego: Cronos
עברית: קרונוס
हिन्दी: क्रोनोस
hrvatski: Kron
hornjoserbsce: Kronos
magyar: Kronosz
հայերեն: Կռոնոս
interlingua: Crono
Bahasa Indonesia: Kronos
Ido: Kronos
íslenska: Krónos
italiano: Crono
日本語: クロノス
Jawa: Kronos
қазақша: Кронос
한국어: 크로노스
kurdî: Kronos
Latina: Cronus
Lëtzebuergesch: Kronos
lietuvių: Kronas
latviešu: Krons
македонски: Крон
монгол: Кронос
मराठी: क्रोनस
مازِرونی: کرونوس
Nederlands: Kronos
norsk nynorsk: Kronos
norsk: Kronos
polski: Kronos
português: Cronos
română: Cronos
русский: Кронос
саха тыла: Крон
Scots: Cronus
srpskohrvatski / српскохрватски: Kron (Titan)
Simple English: Kronos
slovenčina: Kronos (mytológia)
slovenščina: Kronos
српски / srpski: Хрон (Титан)
svenska: Kronos
Kiswahili: Kronos
தமிழ்: குரோனசு
Tagalog: Cronus
Türkçe: Kronos
українська: Кронос
اردو: کرونس
Tiếng Việt: Cronus
Winaray: Cronus
中文: 克洛诺斯
粵語: 克洛諾斯