კრივი

კრივის მატჩი: რიკარდო დომინგესისა და რაფაელ ორტესის დუელი

კრივი — სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.

კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათამანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე 3 წუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.

კრივი იყოფა ორ ნაწილად: სამოყვარულო და პროფესიონალური. სამოყვარულო კრივი იმით განსხვავდება პროფესიონალურისგან, რომ მასში არის 3 3 წუთიანი რაუნდი, ბრძოლა ტარდება 10 ან 12 ზომა ხელთათმანებით, მოკრივეებს აცვიათ ტრუსი და მაისური, რომელიც მათი კუთხის ფერის შესაბამისი უნდა იყოს და ახურავთ დამცავი შლემები. სამოყვარულო კრივში არის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები, რომელებიც შესაბამისად კიდევ იუოფა წონით კატეგორიებად. ასაკობრივი კატეგორიებია: ბავშვები(შკოლნიკები) რომელშიც 13-14 წლის მოკრივეები გამოდიან, კადეტები, 15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია, 17-18 ახალგაზრდები და ბოლოს სენიორები. სამოყვარულო კრივში არის უფრო მკაცრი წესები ვიდრე პროფეისონალურში. 3 ერთნაირ შენიშვნაზე მოკრივის მოწინააღმდეგეს ეწერება 2 ქულა. ხოლო 5 ერთინაირ შენიშვნაზე მოკრივეს აძლევენ დისკვალიფიკაციას.

სამოყვარულო კრივის მსოფლიო ფედერაციას ეწოდება AIBA. ამ ფედერაციის ეგიდით ტარდება ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიადის შესარჩევი და ოლიმპიური ჩემპიონატები. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ჩატარდა მილანში, შედგა მოლაპარაკებები და დაფუძნდა ნახევრად პროფესიონალური კრივის ლიგა, რომელსაც ეწოდება WSB (world series of boxing). ამ ლიგაში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები და ჩხუბობენ პროფესიონალური წესებით 5 რაუნდს.

დღესდღეობით უძლიერესი მოყვარული მოკრივეები არიან ვასილ ლომაჩენკო(უკრაინა), სერიკ საპიევი(ყაზახეთი), ალბერტ სელიმოვი(რუსეთი), ალექსანდრ უსიკი(უკრაინა), ლევგენ ხიტროვი(უკრაინა), არტურ ბეტერბიევი(რუსეთი), ანდრეი ზამკოვოი(რუსეთი) და სხვები.

  • რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში



Other Languages
Аҧсшәа: Абокс
Afrikaans: Boks
aragonés: Boxeyo
Ænglisc: Fȳstlāc
العربية: ملاكمة
asturianu: Boxéu
azərbaycanca: Boks
تۆرکجه: بوکس
башҡортса: Бокс
беларуская: Бокс
беларуская (тарашкевіца)‎: Бокс
български: Бокс
བོད་ཡིག: ཁུར་འཛིང་།
brezhoneg: Boks
bosanski: Boks
català: Boxa
нохчийн: Бокс
کوردی: مستانی
čeština: Box
kaszëbsczi: Piscowanié
Cymraeg: Paffio
dansk: Boksning
Deutsch: Boxen
Ελληνικά: Πυγμαχία
English: Boxing
Esperanto: Boksado
español: Boxeo
eesti: Poks
euskara: Boxeo
فارسی: بوکس
suomi: Nyrkkeily
føroyskt: Nevaleikur
français: Boxe
Frysk: Boksen
Gàidhlig: Dòrnaireachd
galego: Boxeo
客家語/Hak-kâ-ngî: Po̍k-sin-kú
עברית: איגרוף
hrvatski: Boks
Kreyòl ayisyen: Bòks
հայերեն: Բռնցքամարտ
Bahasa Indonesia: Tinju
Ilokano: Boksingero
íslenska: Hnefaleikar
italiano: Pugilato
ᐃᓄᒃᑎᑐᑦ/inuktitut: ᒥᖏᑎᑕᐅᑎᔪᖅ
日本語: ボクシング
Patois: Baxin
Basa Jawa: Tinju
Qaraqalpaqsha: Boks
қазақша: Бокс
한국어: 권투
Кыргызча: Бокс
lietuvių: Boksas
latviešu: Bokss
Baso Minangkabau: Tinju
македонски: Бокс
മലയാളം: ബോക്സിങ്
монгол: Бокс
मराठी: बॉक्सिंग
Bahasa Melayu: Tinju
Mirandés: Boxe
မြန်မာဘာသာ: လက်ဝှေ့ထိုးခြင်း
Napulitano: Pugilato
Plattdüütsch: Boxen
नेपाली: मुक्केबाजी
Nederlands: Boksen
norsk: Boksing
occitan: Bòxa anglesa
Ирон: Бокс
ਪੰਜਾਬੀ: ਮੁੱਕੇਬਾਜ਼ੀ
polski: Boks
Piemontèis: Bòcs
português: Boxe
Runa Simi: Saqmanakuy
română: Box
русский: Бокс
саха тыла: Бокс
sicilianu: Puggilatu
Scots: Boxin
سنڌي: باڪسنگ
davvisámegiella: Boksen
srpskohrvatski / српскохрватски: Boks
සිංහල: බොක්සිං
Simple English: Boxing
slovenčina: Box (šport)
slovenščina: Boks
chiShona: Tsiva
Soomaaliga: Feedh (ciyaar)
shqip: Boksi
српски / srpski: Бокс
Basa Sunda: Tinju
svenska: Boxning
Kiswahili: Mchezo wa ngumi
тоҷикӣ: Бокс
Türkmençe: Boks
Tagalog: Boksing
Türkçe: Boks
татарча/tatarça: Бокс
українська: Бокс
اردو: مکے بازی
oʻzbekcha/ўзбекча: Boks
Tiếng Việt: Quyền Anh
Winaray: Boksingero
isiXhosa: Amanqindi
ייִדיש: באקס
中文: 拳击
Bân-lâm-gú: Bo̍k-sìn-guh
粵語: 拳擊