კორიდა

კორიდა, ედუარ მანე, 1865-1866 წწ.

კორიდა (ესპ. corrida de toros) – ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმა. დამახასიათებელია ესპანეთისათვის. თავდაპირველად კორიდა იმართებოდა ქალაქის სწორკუთხა მოედნებზე, XVIII საუკუნეში კორიდის კანონების ჩამოყალიბების შემდეგ იგი იმართებოდა უკვე წრიულ მოედნებზე. საქართველოში ცნობილი იყო კურულის სახელწოდებით. 2011 წელს კატალონიაში კორიდას ჩატარება აიკრძალა.[1] ისტორიკოსები ადამიანის ხართან ბრძოლას სხვერპლშეწირვის ანტიკურ რიტუალს უკავშირებენ. შესაწირავ ცხოველთან "თამაში" კუნძულ კრეტაზე (საბერძნეთი) ჯერ კიდევ ძვ.წ. XV საუკუნეში არსებობდა პირენეის ნახევარკუნძულზე კი ხარების ბრძოლის ისტორია, სავარაუდოდ, ბრინჯაოს ხანასა და ძველ იბერებს უკავშირდება, რომლებიც ხარს წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ.ესპანეთში ხარებთან ბრძოლის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული წესების კრებული XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა. იმ დროიდან იქცა ტორეადორი ნამდვილ პროფესიონალად, ქვეყანაში კი გაჩნდა ფერმები, სადაც საგანგებოდ კორიდისთვის ხარების ჯიშების (ტოროს დე ლიდია და ტოროს ბრავოს_ი) გამოყვანა დაიწყეს. იმ დროიდანვე მიჰყვეს ხელი კორიდისთვის საგანგებო არენების აგებასა და რიტუალური წესების ჩამოყალიბებას.კორიდა არა მხოლოდ ესპანეთში, პორტუგალიასა (ოღონდ ამ ქვეყანაში ხარის არენაზე მოკვლა იკრძალება) და საფრანგეთის რამდენიმე სამხრეთ რაიონში დღემდე ეწყობა. ესპანელებმა ხარებთან ბრძოლის ტრადიცია ლათინურ ამერიკაშიც დაამკვიდრეს. კორიდა დღესაც იმართება მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუში, ვენესუელასა და ეკვადორში; არგენტინასა და ჩილეში კი იგი XIX საუკუნის ბოლოს აკრძალეს.

ლიტერატურა

Other Languages
aragonés: Tauromaquia
azərbaycanca: Korrida
Bikol Central: Torohan
беларуская: Карыда (бой быкоў)
български: Бикоборство
català: Tauromàquia
čeština: Korida
Cymraeg: Ymladd teirw
Deutsch: Stierkampf
Ελληνικά: Ταυρομαχία
English: Bullfighting
Esperanto: Taŭrludado
español: Tauromaquia
euskara: Tauromakia
français: Tauromachie
हिन्दी: सांड युद्ध
magyar: Bikaviadal
հայերեն: Ցլամարտ
íslenska: Nautaat
italiano: Tauromachia
日本語: 闘牛
ಕನ್ನಡ: ಗೂಳಿಕಾಳಗ
한국어: 투우
മലയാളം: കാളപ്പോര്
Bahasa Melayu: Laga lembu
Nederlands: Stierenvechten
polski: Korrida
português: Tauromaquia
Runa Simi: Turu pukllay
română: Coridă
русский: Бой быков
Simple English: Bullfighting
српски / srpski: Корида
svenska: Tjurfäktning
Tagalog: Pagtotoro
Türkçe: Boğa güreşi
українська: Бій биків
oʻzbekcha/ўзбекча: Korrida
vèneto: Corida
Tiếng Việt: Đấu bò
中文: 鬥牛
文言: 鬪牛