კორდოვის სახალიფო

კორდოვის სახალიფო
არაბ. خلافة قرطبة‎‎

 
Flag of None.svg
9291031
Umayyad Flag.svg
დროშა
Al Andalus.png
კორდოვის სახალიფო 1000 წელს (აღნიშნულია მწვანე ფერით)
დედაქალაქიკორდობა
ენაკლასიკური არაბული, ბერბერული,
რელიგიასუნიტური ისლამი
ფართობი600 000 კმ2
მმართველობის ფორმამონარქია
 - 929-961აბდ ალ-რაჰმან III
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს (მთლიანად ან ნაწილობრივ)ესპანეთის დროშა ესპანეთი,
პორტუგალიის დროშა პორტუგალია,
მაროკოს დროშა მაროკო,
გიბრალტარის დროშა გიბრალტარი

კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912–961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტობრივად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (976–1002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.

მმართველთა სია

ომაიანი ამირები

ომაიანი ხალიფები

  • 929–961აბდ ალ-რაჰმან III
  • 961–976 ჰაქიმ II
  • 976–1008 ჰიშამ II
  • 1008-1009 მუჰამად II
  • 1009–1010 სულეიმან II
  • 1010–1012 ჰიშამ II მეორედ
  • 1012–1016 სულეიმან II მეორედ
  • 1017 აბდ ალ-რაჰმან IV

ჰამუდიდების ხალიფები

  • 1016–1018 ალი იბნ ჰამუდ ალ-ნასირი
  • 1018–1021 ალ-ქასიმ იბნ ჰამუდ ალ-მამუ
  • 1021–1023 იაჰია იბნ ალი იბნ ჰამუდ ალ-მუთალი
  • 1023 ალ-ქასიმ იბნ ჰამუდ ალ-მამუ მეორედ

ომაიანების ხალიფები

  • 1023–1024 აბდ ალ-რაჰმან V
  • 1024–1025 მუჰამად III
  • 1025–1031 ჰიშამ III
Other Languages
azərbaycanca: Kordova xilafəti
беларуская: Кордаўскі халіфат
Bahasa Indonesia: Kekhalifahan Kordoba
македонски: Кордопски халифат
Bahasa Melayu: Kekhalifahan Cordoba
Nederlands: Kalifaat Córdoba
پنجابی: خلافت قرطبہ
srpskohrvatski / српскохрватски: Kordopski Kalifat
slovenščina: Kordovski kalifat
српски / srpski: Кордопски калифат
Türkmençe: Kordowa halifaty
Tiếng Việt: Caliphate Córdoba