კვაზარი

გალაქტიკა NGC 4319 და კვაზარი მარკარიან 205

კვაზარი (ინგლ. quasar — შეკვეცილი QUASi stellAR radio source — «კვაზივარსკვლავური რადიოწყარო») — გარეგალაქტიკური ობიქეტების კლასი, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან მაღალი ნათებით და ისეთი მცირე კუთხური ზომით, რომ რამდენიმე წლის შემდეგაც კი აღმოჩენის შემდეგ ვერ ასხვავებდნენ წერტილოვან წყაროებისაგან - ვარსკვლავებისაგან.

პირველი კვაზარები იყო აღმოჩენილი 1960 წელს როგორც რადიოწყარო, რომელიც ოპტიკურ დიაპაზონში ემთხვევოდა სუსტ ვარსკვლავწარმოშობილ ობიექტებს. 1963 წელს ჰოლანდიელმა ასტრონომმა მარტინ შმიდტმა დაამტკიცა, რომ ხაზები მათ სპექტრში ძალიან დაძრულია წითელ მხარეს. მიიღეს რა, რომ წითელი ძვრა გამოწვეულია დოპლერის ეფექტით, რომელიც შეიქმნა კვაზარის დაშორიშორებით, მანძილი გამოთვალეს ჰაბლის კანონით.

ძალიან რთულია აღმოჩენილი კვაზარების ზუსტი რიცხვის დადგენა. ეს აიხსნება ერთი მხრივ, მუდმივად ახალი კვაზარების აღმოჩენით, მეორე მხრივ - განსხვავების სირთულით კვაზარებსა და სხვა ტიპების აქტიური გალაქტიკების ბირთვებისა. 1987 წელს გამოქვეყნებულ ჰიუიტ - ბერბრიჯის სიაში კვაზარების ოდენობა განისაზღვრებოდა 3594. 2005 წელს კი ასტრონომთა ჯგუფმა თავის კვლევებში გამოიყენა მონაცემები 195 000 კვაზართა შესახებ.[1].

უახლოესი და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კვაზარის (3C 273) სიკაშკაშე დაახლოებით 13m და წითელი ძვრა z = 0,158 (რომლის მანძილი უტოლდება 2 მლრდ სინათლის წელს). ყველაზე შორეული კვაზარები, თავის გიგანტური ნათების წყალობით, ასჯერ აღემატება ნორმალური გალაქტიკების ნათებას, იგი ხილვადია 10 მლრდ სინათლის წლის მანძილიდანაც კი. ნათების არარეგულარული ცვლილება დღეღამის მასშტაბში მიანიშნებს იმას, რომ ნათების გენერაციას აქვს მცირე ზომა, რომელიც ზომებში მზის სისტემასთან შედარებადია.

უკანასკნელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კვაზარების უმეტესობა მდებარეობს უზარმაზარი ელიფსური გალაქტიკების ცენტრებთან.

კვაზარებს ადარებენ სამყაროს კოშკურებთან. ისინი არიან ხილვადები დიდ მანძილიდან (წითელი ძვრა z = 6,4 -მდე), მათ გამოყენებით შეისწავლიან სამყაროს სტრუქტურას და ევოლუციას, არკვევენ მასალის განაწილებას ხილვადობის სხივზე.

კვაზარები წარმოადგენენ გალაქტიკებს თავის დაწყებით ეტაპზე, რომლებშიც ზემასიური შავი ხვრელი შთანთქავს გარშემო მყოფ მასალას.[2].

იხილეთ აგრეთვე

  • გამა ტალღები
Other Languages
Afrikaans: Kwasar
العربية: نجم زائف
asturianu: Cuásar
azərbaycanca: Kvazar
беларуская: Квазар
беларуская (тарашкевіца)‎: Квазар
български: Квазар
বাংলা: কোয়েজার
brezhoneg: Kouazar
bosanski: Kvazar
català: Quàsar
čeština: Kvasar
Cymraeg: Cwaseren
dansk: Kvasar
Deutsch: Quasar
Ελληνικά: Κβάζαρ
English: Quasar
Esperanto: Kvazaro
español: Cuásar
eesti: Kvasar
euskara: Quasar
فارسی: اختروش
suomi: Kvasaari
français: Quasar
Gaeilge: Cuasár
galego: Quásar
Gaelg: Quasar
עברית: קוואזר
हिन्दी: क्वेसार
hrvatski: Kvazar
Kreyòl ayisyen: Kaza
magyar: Kvazár
հայերեն: Քվազար
Bahasa Indonesia: Kuasar
italiano: Quasar
日本語: クエーサー
қазақша: Квазарлар
ಕನ್ನಡ: ಕ್ವೇಸಾರ್
한국어: 퀘이사
Кыргызча: Квазар
Latina: Quasar
lietuvių: Kvazaras
latviešu: Kvazārs
македонски: Квазар
മലയാളം: ക്വാസാർ
मराठी: क्वेसार
Bahasa Melayu: Kuasar
မြန်မာဘာသာ: ကွေဆာ
Nederlands: Quasar
norsk nynorsk: Kvasar
norsk: Kvasar
occitan: Quasar
polski: Kwazar
پنجابی: کواسار
português: Quasar
română: Quasar
русский: Квазар
sicilianu: Quasar
Scots: Quasar
srpskohrvatski / српскохрватски: Kvazar
Simple English: Quasar
slovenčina: Kvazar
slovenščina: Kvazar
српски / srpski: Квазар
svenska: Kvasar
Tagalog: Quasar
Türkçe: Kuasar
татарча/tatarça: Квазар
українська: Квазар
oʻzbekcha/ўзбекча: Kvazar
Tiếng Việt: Quasar
中文: 类星体
文言: 類星體
粵語: 類星體