კვაგა

?
კვაგა
Quagga photo.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: კენტჩლიქოსნები
ოჯახი: ცხენისებრნი
გვარი: ცხენები
ქვეგვარი: ზებრები
სახეობა: ბარის ზებრა
ქვესახეობა: კვაგა
ლათინური სახელი
Equus quagga quagga
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EX ka.svg გადაშენებული
გადაშენებული
7957
Quagga range.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 926245
NCBI 89252
EOL 31999507
FW 236287

კვაგა, ქვაგა ( ლათ. Equus quagga quagga) — კენჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხენების გვარისა. ბარის ზებრის ქვესახეობა. ბინადრობდა სამხრეთ აფრიკაში XIX საუკუნემდე. დიდი ხნის მანძილზე მას ცალკე სახეობად განიხილავდნენ, მაგრამ გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი მსგგავსება იყო მასსა და ბურჩელის ზებრას შორის. სახელი მიიღო მისი ძახილის მიხედვით — "კუა-ჰა-ჰა".

მისი განაზომებია: დაახლოებით 257 სმ (8 ფუტი და 5 ინჩი) სიგრძე და 125–135 სმ (4 ფუტი და 1 ინჩი–4 ფუტი და 5 ინჩი) სიმაღლე მინდაოში (მხართან). იგი სხვა ზებრებისგან ძირითადად ფერით განსხვავდებოდა. კვაგა მოყავისფრო ფერის იყო თეთრი ზოლებით, ძირითადად სხეულის წინა ნაწილზე. უკანა ნაწილზე ზოლები არ გააჩნდა და ამით გამოიხატებოდა მისი მსგავსება ცხენებთან. ზოლების განაწილება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვადასხვა ინდივიდებს შორის. ნაკლებია ცნობილი კვაგას ქცევის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ისინი ერთიანდებოდნენ 30-50 წევრიან რემებში. შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ველური და მკვირცხლი, მაგრამ ასევე ბურჩელის ზებრაზე მორჩილი იყო ტყვეობაში და მისი მოშინაურება შესაძლებელი იყო. დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი კარუში, კაპის პროვინციაში და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში.

სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ჰოლანდიელების მასიური დასახლებიის შემდეგ, დაიწყო კვაგებზე ნადირობა შინაური საქონელისადმი საკვებისათვის კონკურენციის გამო. ამ დროს ზოგი მათგანი გადაიყვანეს ევროპის ზოოპარკებში, მაგრამ შეჯვარების პროგრამები წარუმატებელი აღმოჩნდა. უკანასკნელი ველური პოპულაცია ცხოვრობდა ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კვაგა ველურ ბუნებაში გადაშენებულად 1878 წელს გამოცხადდა. ბოლო ცოცხალი ინდივიდი ამსტერდამში დაიღუპა 1883 წლის 12 აგვისტოს. მხოლოდ ერთი ინდივიდია ფოტოებზე აღბეჭდილი. 1984 წელს კვაგა გახდა პირველი გადაშენებული ცხოველი, რომელსაც ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი. დღეისათვის მიმდინარეობს პროგრამა კვაგა, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შექმნას და გაამრავლოს კვაგები ბურჩელის ზებრისგან.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Kwagga
العربية: كواجا
беларуская: Квага
български: Куага
català: Quaga
čeština: Zebra kvaga
dansk: Quagga
Deutsch: Quagga
Ελληνικά: Κουάγκα
English: Quagga
فارسی: کوآگا
suomi: Kvagga
Gaeilge: Cuaga
galego: Quagga
עברית: קואגה
magyar: Kvagga
Հայերեն: Կվագգա
Bahasa Indonesia: Quagga
Ido: Quago
日本語: クアッガ
Basa Jawa: Quagga
қазақша: Квагга
한국어: 콰가
lietuvių: Kvaga
latviešu: Kvaga
മലയാളം: ക്വാഗ്ഗ
Bahasa Melayu: Quagga
Nederlands: Quagga
norsk: Kvagga
polski: Zebra kwagga
português: Quaga
română: Cvaga
русский: Квагга
Scots: Quagga
srpskohrvatski / српскохрватски: Kvaga
Simple English: Quagga
српски / srpski: Квага
Seeltersk: Quagga
svenska: Kvagga
українська: Квага
Tiếng Việt: Quagga
中文: 斑驢
粵語: 擬斑馬