კარიბის გაერთიანება

კარიბის გაერთიანება
Flag of CARICOM.svg
კარიბის გაერთიანება

Location Caricom.svg

აბრევიატურა

CARICOM

დაარსების თარიღი

4 ივლისი, 1973 ( ჩარაგუამასის ხელშეკრულებით)

ტიპი

მთავრობათშორისი ორგანიზაცია

იურიდიული სტატუსი

მოქმედი

ადგილმდებარეობა

კარიბის ზღვის აუზი

წევრები

15 სრული წევრი
5 ასოცირებული წევრი
8 დამკვირვებელი

ოფიციალური ენები

ინგლისური
ესპანური

გენერალური მდივანი

ირვინ ლაროკი

კარიბის გაერთიანება (CARICOM) — ორგანიზაცია, რომელშიც შედის კარიბის ზღვის აუზის 15 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდა, ამ ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებლის თანასწორად გადანაწილება და საგარეო პოლიტიკის კოორდინირება. [1] ორგანიზაციის მთავარ საქმიანობებს შორისაა ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება და დაგეგმვის განვითარება; მის იურისდიქციაში მყოფი ნაკლებ განვითარებული ქვეყნებისთვის სპეციალური გეგმების შემუშავება და განხორციელება; მრავალი წევრისთვის ერთიან ბაზრად ოპერირება და რეგიონალური სავაჭრო დავების გადაწყვეტა. სამდივნო შტაბ-ბინა განთავსებულია გაიანის დედაქალაქ ჯორჯტაუნში.

მიუხედავად იმისა, რომ კარიბის გაერთიანება დააარსეს ძირითადად რეგიონის ინგლისურენოვანმა ქვეყნებმა, თანდათან ის მრავალენოვანი გახდა, როდესაც 1995 წლის 4 ივლისს თავის რიგებში მიიღო ნიდერლანდურენოვანი სურინამი და 2002 წლის 2 ივლისს ფრანგულენოვანი ჰაიტი. გარდა ამისა, გეგმაშია, რომ სამუშაო ენად გამოცხადდეს ესპანურიც. [2] 2012 წლის ივლისში, ორგანიცაზიამ გაავრცელა განცხადება, რომ გეგმავენ ფრანგულისა და ნიდერლანდურის ოფიციალურ ენებად გამოცხადებას. [3]

2001 წელს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ხელი მოაწერეს ჩაგუარამასის ხელშეკრულების შესწორებულ ვარიანტს, რომელიც საერთო ბაზრის იდეის განხორციელების გზებს სახავდა. ხელშეკრულების შესწორებული ნაწილი მოიცავდა კარიბის სასამართლოს შექმნას. 2013 წლიდან, კარიბის გაერთიანების ბლოკი დომინიკელთა რესპუბლიკასთან, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით მიბმულია ევროკომისიასთან, რაც CARIFORUM-ის სახელითაა ცნობილი. [4] ხელშეკრულება ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და CARIFORUM-ს ვაჭრობისა და ინვესტირების თვალსაზრისით თანაბარ უფლებებს აძლევს. შეთანხმების 234 თავის თანახმად, CARIFORUM-ისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტაზე ზრუნავს ევროსასამართლო. [5]

წევრები

ორგანიზაციას ჰყავს 15 სრული წევრი, 5 ასოცირებული წევრი და 8 დამკვირვებელი. ასოცირებულ წევრთაგან ყველა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა.

CARICOM-ის წევრები
სტატუსი დახელი მიღების თარიღი შენიშვნა
სრული წევრი ანტიგუა და ბარბუდის დროშა  ანტიგუა და ბარბუდა' 4 ივლისი 1974
ბაჰამის კუნძულების დროშა  ბაჰამის კუნძულები 4 ივლისი 1983 არაა საბაჟო გაერთიანებათა წევრი
ბარბადოსის დროშა  ბარბადოსი 1 აგვისტო1973
ბელიზის დროშა  ბელიზი 1 მაისი 1974
დომინიკის დროშა  დომინიკა 1 მაისი 1974
გრენადის დროშა  გრენადა 1 მაისი 1974
გაიანის დროშა  გაიანა 1 აგვისტო1973
ჰაიტის დროშა  ჰაიტი 2 ივლისი 2002 დროებითი წევრი 1998 წლის 4 ივლისიდან
იამაიკის დროშა  იამაიკა 1 აგვისტო1973
მონსერატის დროშა  მონსერატი 1 მაისი 1974 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა  სენტ-კიტსი და ნევისი 26 ივლისი 1974 შეუერთდა როგორც სენტ-კრისტოფერ-ნევის-ანგილია
სენტ-ლუსიის დროშა  სენტ-ლუსია 1 მაისი 1974
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა  სენტ-ვინსენტი და გრენადინები 1 მაისი 1974
სურინამის დროშა  სურინამი 4 ივლისი 1995
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა  ტრინიდადი და ტობაგო 1 აგვისტო1973
ასოცირებული ანგილია დროშა  ანგილია ივლისი 1999 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
ბერმუდის კუნძულების დროშა  ბერმუდა 2 ივლისი 2003 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ივლისი 1991 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
კაიმანის კუნძულების დროშა  კაიმანის კუნძულები 16 მაისი 2002 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების დროშა  ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები ივლისი 1991 ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
დამკვირვებლები არუბის დროშა  არუბა ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორია
კოლუმბიის დროშა  კოლუმბია
კიურასაოს დროშა  კიურასაო ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორია
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა  დომინიკელთა რესპუბლიკა
მექსიკის დროშა  მექსიკა
პუერტო-რიკოს დროშა  პუერტო-რიკო აშშ
სინტ-მარტენის დროშა  სინტ-მარტენი ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორია
ვენესუელის დროშა  ვენესუელა
Other Languages