იურული პარკი (ფილმი)

იურული პარკი
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი კეთლინ კენედი
ჯერალდ მოლენი
სტივენ სპილბერგი
სცენარის ავტორი დევიდ კეპი
მაიკლ კრაიტონი
ნაწარმოები მაიკლ კრაიტონი„იურული პარკი“
როლებში სემ ნილი
ლორა დერნი
ჯეფ გოლდბლუმი
რიჩარდ ატენბორო
ჯოზეფ მაზელო
არიანა რიჩარდსი
სემიუელ ლეროი ჯექსონი
ბობ პეკი
მარტინ ფერერო
უეინ ნაიტი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი დინ კანდი
მონტაჟი მაიკლ კანი
სტუდია Amblin Entertainment
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • ივნისი 11, 1993 (1993-06-11)
ხანგრძლივობა 127 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური, ესპანური
ბიუჯეტი 63 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 1.029 მილიარდი აშშ დოლარი[2]

იურული პარკი (ინგლ. Jurassic Park) — რეჟისორ სტივენ სპილბერგის 1991 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი[3]. იგი ეფუძნება მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების რომანს და პირველია ფილმების ამ სერიაში. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები სემ ნილი, ლორა დერნი, ჯეფ გოლდბლუმი, რიჩარდ ატენბორო, ჯოზეფ მაზელო, არიანა რიჩარდსი, სემიუელ ლეროი ჯექსონი, ბობ პეკი, მარტინ ფერერო და უეინ ნაიტი. სიუჟეტი მიმოიხილავს კოსტა რიკასთან მდებარე გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარის ამბავს, სადაც მილიარდერმა ფილანტროპმა და გენეტიკოს მეცნიერთა გუნდმა შექმნეს გასართობი პარკი კლონირებული დინოზავრებით.

კრაიტონის წიგნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე სტუდიას გადაღება უკვე დაგეგმილი ჰქონდა. სპილბერგმა, კომპანიის Universal Studios მხარდაჭერით მოიპოვა უფლებები 1990 წელს რომანის გამოქვეყნებამდე და კრაიტონი დამატებითი 500.000 დოლარის ანაზღაურებით მუშაობდა მისი სცენარის სახით ადაპტირებაზე. საბოლოო ვერსია დაწერა დევიდ კეპმა. მასში არ იქნა შეტანილი რომანში ნახსენები ძალადობის ზოგიერთი სცენა და ვრცელი შესავალი. პერსონაჟთა ნაწილი ასევე განსხვავდება. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ჰავაისა და კალიფორნიაში.

„იურული პარკი“ ითვლება ღირსშესანიშნავ ეტაპად კომპიუტერით გენერირებულ სანახაობათა სფეროში და კრიტიკოსთა უმეტესობამ მას უმაღლესი შეფასებები მიანიჭა. გამოსვლის წელს მან შემქმნელებს მსოფლიო მასშტაბით 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა და იქცა იმ დროისათის ყველაზე წარმატებულ ფილმად. ამჟამად იგი ყველა დროის შემოსავლიან ფილმთა სიაში 20-ე ადგილს იკავებს. ფინანსურად იგი Universal-ისა და სპილბერგის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი ხმის საუკეთესო მიქსისათვის, ხმის საუკეთესო მონტაჟისათვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის.

ფილმის წარმატების შემდეგ გამოვიდა კიდევ ორი შემდეგი ფილმი, „დაკარგული სამყარო: იურული პარკი“ (23 მაისი 1997) და „იურული პარკი III“ (28 ივლისი 2001). 2015 წელს გამოვიდა ფილმი „იურული სამყარო“.

Other Languages
žemaitėška: Juras perėjuoda parks
čeština: Jurský park
Deutsch: Jurassic Park
Ελληνικά: Τζουράσικ Παρκ
français: Jurassic Park
Bahasa Indonesia: Jurassic Park
íslenska: Júragarðurinn
Lëtzebuergesch: Jurassic Park
македонски: Паркот Јура
Bahasa Melayu: Filem Jurassic Park
norsk nynorsk: Filmen Jurassic Park
پنجابی: جراسک پارک
português: Jurassic Park
Runa Simi: Jurassic Park
sicilianu: Jurassic Park I
srpskohrvatski / српскохрватски: Jurassic Park
Simple English: Jurassic Park (movie)
slovenčina: Jurský park
slovenščina: Jurski park (film)
svenska: Jurassic Park
Türkçe: Jurassic Park
Tiếng Việt: Công viên kỷ Jura