იულიუსის კალენდარი

Confusion.svgარ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: შესწორებული იულიუსის კალენდარი.

იულიუსის კალენდარი (ძველი სტილი) — ალექსანდრიელი ასტრონომის, სოზიგენეს მიერ შედგენილი და იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 46 შემოღებული წელთაღრიცხვის სისტემა. ძალაში შევიდა ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს.

ადრე არსებულ კალენდრებისაგან განსხვაბებით, იულისუსის კალენდარი უფრო კარგად იმეორებდა ტროპიკული წელიწადის, ანუ მზის გარშემო დედამიწის ერთი შემოვლის რითმს, რის გამოც ის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც კალენდრის საუკეთესო ვარიანტი.

ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. შესაბამისად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. როგორც ცნობილია ტროპიკული წელიწადი შედგება 365,2421897 დღისაგან (365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,19 წამი), ხოლო იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 1 დღე-ღამე 128 წელიწადში, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშნული სხვაობა მიიღწევა 3030 წლის შემდეგ.

1582 წელს, რომის პაპ გრიგორი XIII-ის ძალისხმევით იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრიგორიანული კალენდრით (ახალი სტილი). დღესდღეობით, სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის შეადგენს 2018/128=15.7578125 დღეს.

სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის ციფრებში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოყვანილ ცხრილში.

გრიგორიანული კალენდარიიულიუსის კალენდარი
ხანგრძლივობა365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამი (365,2425 დღე)365 დღე, 6 საათი (365,25 წელი)
ტროპიკული წელი365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე)365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე)
სხვაობა25,9 წამი (0.00033 დღე)11 წუთი და 13.9 წამი (0,00783 დღე)
Other Languages
azərbaycanca: Yuli təqvimi
башҡортса: Юлиан календары
беларуская: Юліянскі каляндар
беларуская (тарашкевіца)‎: Юліянскі каляндар
brezhoneg: Deiziadur juluan
Esperanto: Julia kalendaro
Nordfriisk: Juliaans kalender
Kreyòl ayisyen: Almanak jilyen
Bahasa Indonesia: Kalender Julius
日本語: ユリウス暦
한국어: 율리우스력
къарачай-малкъар: Юлиан орузлама
Lëtzebuergesch: Julianesche Kalenner
Bahasa Melayu: Takwim Julius
Nederlands: Juliaanse kalender
srpskohrvatski / српскохрватски: Julijanski kalendar
Simple English: Julian calendar
slovenščina: Julijanski koledar
Türkçe: Jülyen takvimi
ئۇيغۇرچە / Uyghurche: جۇلىيان تەقۋىمى
oʻzbekcha/ўзбекча: Yulian taqvimi
Tiếng Việt: Lịch Julius
吴语: 儒略曆
中文: 儒略曆
Bân-lâm-gú: Julius Le̍k-hoat
粵語: 儒略曆