იპოთეკა

იპოთეკა (ძვ. ბერძნ. ὑποθήκη), იპოთეკური სესხი — კრედიტი უძრავი ქონების თავდებით. როგორც წესი გაიცემა ბანკის მიერ, თუმცა კრედიტორი შეიძლება გახდეს ასევე ნებისმიერი სხვა სამართლებრივი პირი. იპოთეკური კრედიტის ამღები საკუთარ ვალდებულებას კრედიტის დაფარვაზე მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავდებად ჩადებით უზრუნველყოფს.

იპოთეკური კრედიტი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება — ბინა, სახლი, აგარაკი, მიწის ნაკვეთი. იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენს მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.

საქართველოში და რიგ სხვა ქვეყნებში ტერმინი „იპოთეკა“ ნიშნავს ბანკისგან კრედიტის მიღებას უძრავი ქონების შესასყიდად (მაგ. ბინის ან სახლის). ინგლისურში ამ სახის კრედიტისთვის არსებობს სპეციალური ტერმინი “mortgage”. ანუ, ამ კატეგორიაში არ ხვდება სესხი სხვა მიზნობირივი დანიშნულებით, რომელსაც თავდებით უძრავი ქონება ედება.

ტერმინი

ტერმინი „იპოთეკა“ პირველად საბერძნეთში გაჩნდა ჩვ. წ. VI ს.-ში. ბერძნები ასე აღნიშნავდნენ მოვალის პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე საკუთარი მიწით. მსესხებლის მიწის ნაკვეთის საზღვარზე სვამდენ ბოძს წარწერით, რომელიც აღნიშნავდა, რომ ეს მიწა სესხს უზრუნველყოფდა. სწორედ ეს ბოძი იწოდებოდა „იპოთეკად“, რომლის ძველი ბერძნულიდან ნიშნავს „მისადგმელს“.

Other Languages
العربية: رهن
مصرى: رهن
azərbaycanca: İpoteka
català: Hipoteca
dansk: Pant
Deutsch: Hypothek
English: Mortgage law
Esperanto: Hipoteko
español: Hipoteca
eesti: Hüpoteek
euskara: Hipoteka
فارسی: رهن
suomi: Kiinnitys
galego: Hipoteca
עברית: משכנתה
magyar: Zálogjog
italiano: Ipoteca
日本語: 譲渡抵当
한국어: 저당권
Latina: Hypotheca
Lëtzebuergesch: Hypothéik
lietuvių: Hipoteka
norsk: Hypotek
polski: Hipoteka
português: Hipoteca
română: Ipotecă
русский: Ипотека
Simple English: Mortgage
slovenščina: Hipoteka
српски / srpski: Хипотека
svenska: Hypotek
தமிழ்: அடமானம்
Türkçe: Rehin (ekonomi)
татарча/tatarça: Ипотека
українська: Іпотека
اردو: رہن
中文: 抵押
粵語: 借錢