ინფექციური დაავადებები

შეფერადებული მიკრო სურათი რომელიც აჩვენებს მალარიის სპორების მიდგუტში შეჭრას

ინფექციური დაავადებები — გადამდები დაავადებები. ორგანიზმში მაავადებელი აგენტის შეჭრით გამოწვეული დაავადებები. რომელთა საერთო ძირითადი ნიშანი ის არის, რომ დაავადება ავადმყოფის ან ინფექციამატარებლისაგან შეიძლება გადაედოს ჯანმრთელ ადამიანს. ინფექციური დაავადებები იმით განსხვავდება არაინფექციური დაავადებებისაგან, რომ ინფექციული დაავადებათა დროს როგორც ორგანიზმს, ისე მაავადებელ აგენტს აქვს გარკვეული ბიოლოგიური აქტივობა. პათოგენური მიკროორგანიზმის მოქმედების შედეგად ვითარდება რთული პროცესი, რომლის თავისებურებებს განსაზღვრავს დაავადების გამომწვევი და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ავადმყოფი, გამოჯანმრთელებული ადამიანი (რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე კიდევ გამოყოფს დაავადების გამომწვევებს, მაგ., დიფთერიის, კუჭნაწლავის ინფექციის და სხვა დროს) და ინფექციის მატარებელი. ინფექციური დაავადებათა დროს პათოლოგიური პროცესი ჩვეულებრივ კანონზომიერად ვითარდება და გამოიყოფა შემდეგი ეტაპები:

  1. დასნებოვნების მომენტი, ე. ი. დაავადების გამომწვევის შეჭრა ორგანიზმში;
  2. ფარული (ლატენტური) ანუ ინკუბაციური პერიოდი - დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე;
  3. წინამორბედების (პროდრომული) პერიოდი, რომელსაც თან ახლავს საერთო სისუსტე, უგუნებობა, თავის ტკივილი, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება და სხვა;
  4. დაავადების განვითარების პერიოდი - დაავადების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა;
  5. დაავადების სრული სურათის ჩამოყალიბების პერიოდი;
  6. დაავადების ჩამთავრების პერიოდი, როდესაც თანდათანობით (ლიზისი) ან უეცრად (კრიზისი) ეცემა სხეულის ტემპერატურა და ქრება კლინიკური ნიშნები;
  7. გამოჯანსაღების (რეკონვალესცენციის) პერიოდი. ინფექციური დაავადებათა გადატანის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში ვითარდება იმუნიტეტი.
  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
العربية: مرض معد
བོད་ཡིག: ནད་ཡམས།
bosanski: Zarazna bolest
Ελληνικά: Μόλυνση
Esperanto: Infekta malsano
客家語/Hak-kâ-ngî: Chhòn-ngiam-phiang
Kreyòl ayisyen: Maladi kontajye
Bahasa Indonesia: Penyakit menular
日本語: 感染症
Basa Jawa: Penyakit nular
한국어: 감염병
Lëtzebuergesch: Infektiounskrankheet
lietuvių: Infekcinė liga
Nederlands: Infectieziekte
norsk nynorsk: Infeksjonssjukdom
português: Doença infecciosa
srpskohrvatski / српскохрватски: Infektivne bolesti
සිංහල: බෝවන රෝග
Simple English: Infectious disease
slovenčina: Infekčná choroba
slovenščina: Nalezljiva bolezen
తెలుగు: అంటువ్యాధి
Türkmençe: Infeksion keseller
татарча/tatarça: Инфекцион авырулар
oʻzbekcha/ўзбекча: Infeksion kasalliklar
Tiếng Việt: Bệnh truyền nhiễm
Vahcuengh: Binghlah
中文: 傳染病
Bân-lâm-gú: Thoân-jiám-pīⁿ
粵語: 傳染病