ინგლისი

ინგლისი
England
ინგლისი
ინგლისის
დროშა
დევიზი: ( ფრ.):„Dieu et mon droit“
„ღმერთი და ჩემი უფლება“
ჰიმნი: 
„God Save the Queen“

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ლონდონი
51°30′ ჩ. გ. 0°07′ ა. გ. / 51°30′ ჩ. გ. 0°07′ ა. გ. / 51.500; 0.117
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ელისაბედ II
 -  პრ.-მინისტრი დევიდ კამერონი
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 50,762,900 
 -  სიმჭიდროვე 395 [1] კაცი/კმ2 
ვალუტა ფუნტი სტერლინგი ( GBP)
ქვეყნის კოდი GBP
Internet TLD .uk
სატელეფონო კოდი 44

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

ინგლისი

ინგლისი ( ინგლ. England [ˈɪŋɡlənd]) — გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი, [2] [3] [4] რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთიდან კელტების და ირლანდიის ზღვები, ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.

ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა [5]. მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ინგლისური ენა და ანგლიკანური ეკლესია. ინგლისური კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა [6]. XVIII საუკუნეში სწორედ ინგლისში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.

ინგლისის რელიეფი, ძირითადად, შედგება გორაკებისგან რომელიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთისკენ რელიეფი კი უფრო მთიანი ხდება. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად მოიცავს დაჭაობებულ ტერიტორიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის ძირითადად ამომშრალია. ინგლისის ადმინისტრაციული ცენტრი ლონდონი მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. ეს ქალაქი წარმოადგენს არამარტო ამ რეგიონის არამდე მთელი გაერთიანებული სამეფოს უდიდეს დასახლებას და უდიდეს ურბანულ არეს. ინგლისის მოსახლეობა შეადგენს 51 მილიონ კაცს, (მთელი ქვეყნის 84%). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს.

ისტორია

ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, ამას ადასტურებს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები 700,000 წლით თარიღდება, ჰომო-ერექტუსის წარმომადგენელთა ჩონჩხები აღმოჩენილი იქნა ნორფოლკის და საფოლკის სიახლოვეს. [7] ადამიანის ფართოდ დასახლება უკვე 35,000 წლიდან იწყება. უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები მნიშვნელოვნად განვითარდნენ, ამას ადასტურებს დაახლოებით ძვ.წ 2500 წლისათვის აგებული სტოუნჰენჯი და ეივბერი. ბრიტანეთის კუნძულზე უკვე მოგვიანებით სხვადასხვა ტომის წარმოამადგენლები სახლობდნენ. მათგან აღსანიშნავია კელტური წარმოშობის, ბრიტები.

ძველი წელთაღრიცხვის 55 წელს ბრიტანეთში იულიუს კეისარი შეიჭრა. ძვ.წ 43 წელს იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის პერიოდში ეს ტერიტორია უშუალოდ შეუერთდა რომის იმპერიას, აქ შეიქმნა ახალი პროვინცია ბრიტანეთი, პროვინციაში უშუალოდ შედიოდა დღევანდელი უელსი და ინგლისი. 211 წელს იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი ინგლისში იმყოფებოდა, სწორედ ამ წელს ის ქალაქ იორკში გარდაიცვალა. ინგლისში ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნიდან იწყებს გავრცელებას. 410 წელს რომაელებმა კუნძული დატოვეს.

რომაული ლეგიონების დახმარების გარეშე ბრიტანეთმა დიდხანს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ბარბაროს გერმანელებს, რომლებიც გამოჩნდნენ V- VI საუკუნეებში. საქსებმა და იუტებმა გამარჯვებები მოიპოვეს აქ მცხოვრებ ადგილობრივებზე და მათ, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ინგლისის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები. [8] ქვეყნის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ტომებმაც გააფართოვეს თავიანთი გავლენა. აითვისეს რა ინგლისის ძირითადი ტერიტორია, გერმანელებმა დაიწყეს, ბრიტების შევიწროება უელსისა და კორნუელის მიწაზეც. დროთა განმავლობაში, გერმანელი ტომობრივი გაერთიენებებისგან ჩამოყალიბდა ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც მთლიანობაში წარმოდგენდნენ " ანგლო-საქსურ ჰეპტარქიას". VII საუკუნისთვის უკვე ინგლისის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სამეფოები იყო: ნორთომბრია, მესია, აღმოსავლეთის ანგების სამეფო, ესექსი, კენტი, სუსექსი და უესექსის სამეფო. შემდგომ ვიკინგებმა დაიპყრეს ინგლისის აღმოსავლეთი ნაწილი.

ინგლისის პირველი მეფე გახდა უსექსების წარმომადგენელი ალფრედ დიდი. მისი შვილიშვილი ათელსტანი, 927 წელს გაერთიანებული ინგლისის მეფე იყო. ნორმანდიის ჰერცოგი უილიამი, 1066 წელს ჰასტინგთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინგლისის მეფე გახდა. [9] უილიამ დამპყრობელმა ინგლისში გადმოიტანა ფრანგული ფეოდალური სისტემა. 1154 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა უილიამ დამპყრობელის შვილიშვილი ჰენრი II, რომლის მამა ჯოფრუა პლანტაგენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საგრაფოს ანჟუს გრაფი იყო. ამ დინასტიას პლანტაგენეტების სახელი ეწოდა. ჰენრის და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ვაჭრობა. XIII საუკუნის ბოლოს ინგლისმა საბოლოოდ დაიპყრო და შეიერთა მეზობელი სამთავრო, უელსი [10]. XIV საუკუნეში მიმდინარეობდა ომი ინგლსსა და საფრანგეთს შორის, ამ ომმა ას წელს გასტანა. ამ პერიოდში ინგლისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რამაც მრავალი ინგლისელი შეიწირა. 1453- 1487 წლებში ინგლისში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი იორკებსა და ლანკასტერებს შორის, ამ ომს ვარდების ომი ეწოდა. საბოლოოდ გამარჯვება იორკებმა მოიპოვეს. ედუარდ იორკის გარდაცვალების შემდეგ ტახტი გადავიდა მისი ძმის რიჩარდ III-ის ხელში. რიჩარდს აუჯანყდა ლანკასტების შორეული ნათესავი ჰენრი ტიუდორი. 1485 წელს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ჰენრიმ მოიპოვა.

ინგლისსა და უელსში დაიწყო ახალი დინასტიის ტიუდორების მმართველობა. ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ 1509 წელს, ტახტი დაიკავა ჰენრი VIII-მ. ის თავიდან პიპის მხარდამჭერი იყო. თუმცა 1534 წელს მან პროტესტი გამოთქვა პაპის მიმართ. ინგლისის მმართველმა წრეებმა, მხარი დაუჭირეს ჰენრის დაპირისპრებას რომის პაპთან. ინგლისის პარლამენტმა გამოსცა აქტი, რომლის ძალითაც ჰენრი გახდა ინგლისური ეკლესიის უზენაესი მეთაური. ინგლისის შემდგომმა მმართველმა მერი I-მა სცადა კვლავ აღედგინა ინგლისში კათოლიკობა. ვინაიდან ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტი იყო, მერის კათოლიკური პოლიტიკა გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდა. მას კი „სისხლიანი“ მერი უწოდეს. მერის გარდაცვალების შემედგომ ტახტი დაიკავა ელისაბედ I-მა.

ელისაბედის მეფობის პერიოდში მოხდა ესპანური არმადის დამარცხება. სწორედ ინგლისსა და ესპანეთს შორის მიდიოდა ბრძოლა პირველობისთვი. ამ პერიოდში იწყება ინგლისის როგორც კოლონიური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი. ინგლისის მიერ ამერიკის კონტინენტზე დაარსებული პირველი კოლონია იყო ვირჯინია. 1603 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტიუტორებს უშუალო მემკვიდრე არ დარჩენიათ. ინგლისის ტახტი დაიკავა ტიუდორების ნათესავმა, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I სტიუარტმა.

ჯეიმზის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი შვილი ჩარლზ II. ურთიერთობა მეფესა და პარლამენტს შორის უკიდურესად დაიძაბა. 1628 წელს პარლამენტმა მიიღო „პეტიცია უფლებათა შესახებ“, მეფემ ეს დოკუმენტი დაამტკიცა იმ იმედით, რომ პარლამენტი მას თანხებს გამოუყობდა, მაგრამ ჩარლზის ვარაუდი არ გამართლდა. ამის გამო მეფემ 1629 წელს პარლამენტი დაითხოვა. 1642 –1651 წლებში ქვეყანაში მიმდიანრეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგადაც მეფე ჩამაოგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ჩარლზის სიკვდილით დასჯის შემდეგ ინგლისში რესპუბლიკა დამყარდა. ამ ეგრეთწოდებული ინტერრეგნუმის პერიოდში (1649-1660 წლები) ინგლისში ფაქტობრივად სამხედრო დიქტატურა დამყარდა. ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა ოლივერ კრომველი. კრომველის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნა. 1660 წელს მოხდა სტიუარდების ხელისუფლების რესტავრაცია. XVII საუკუნის 70-იან წლებში ინგლისში ჩამოყალიბდა ვიგების და ტორების პოლიტიკური პარტიები. 1679 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბეას-კორპუს აქტი მიიღო. აქტი ადამანიანის უფლებებს იცავდა, სასამართლოს ენიჭებოდა მოქალაქეთა დაპატიმრების კანონიერების შემოწმება. 1685 წელს ჩარლზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა მისმა ძმა ჯეიმზ II-მ. 1688 წელს ქვეყანაში მოხდა მშვიდობიანი გადატრიალება, ქვეყნის სათავეში მოვიდა უილიამ III.

1689 წელს მიღებული იქნა „ბილი უფლებათა შესახებ“, ამ კანონით ინგლისის მეფეს თემთა პალატასთან შეთანხმებით უნდა ემოქმედა. ანას გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტი სტიუარტების შორეულ ნათესავ გერმანელ ჰანოვერთა დინასტიას გადაეცა. სწორედ ამ პერიოდში ინგლისში საბოლოოდ დამკვიდრდა კონსტიტუციური მონარქია.

ქვეყანაში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.

Other Languages
Acèh: Inggréh
адыгабзэ: Англие
Afrikaans: Engeland
Akan: Ngyiresi
Alemannisch: England
አማርኛ: ኢንግላንድ
aragonés: Anglaterra
Ænglisc: Englaland
العربية: إنجلترا
مصرى: انجلترا
অসমীয়া: ইংলেণ্ড
asturianu: Inglaterra
azərbaycanca: İngiltərə
تۆرکجه: اینگیلیس
башҡортса: Англия
Boarisch: England
žemaitėška: Onglėjė
Bikol Central: Inglatera
беларуская: Англія
беларуская (тарашкевіца)‎: Ангельшчына
български: Англия
भोजपुरी: इंग्लैंड
brezhoneg: Bro-Saoz
bosanski: Engleska
буряад: Англи
català: Anglaterra
Chavacano de Zamboanga: Inglatera
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: England
нохчийн: Англи
Cebuano: Inglatera
کوردی: ئینگلتەرا
čeština: Anglie
Чӑвашла: Англи
Cymraeg: Lloegr
dansk: England
Deutsch: England
Zazaki: İngıltere
dolnoserbski: Engelska
ދިވެހިބަސް: އިނގިރޭސިވިލާތް
Ελληνικά: Αγγλία
English: England
Esperanto: Anglio
español: Inglaterra
eesti: Inglismaa
euskara: Ingalaterra
estremeñu: Ingalaterra
فارسی: انگلستان
suomi: Englanti
Võro: Inglüsmaa
Na Vosa Vakaviti: Peretania
føroyskt: Ongland
français: Angleterre
Nordfriisk: Ingelun
furlan: Anglie
Frysk: Ingelân
Gaeilge: Sasana
Gàidhlig: Sasainn
galego: Inglaterra
Avañe'ẽ: Ingyaterra
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: इंग्लंड
Gaelg: Sostyn
客家語/Hak-kâ-ngî: England
עברית: אנגליה
हिन्दी: इंग्लैण्ड
Fiji Hindi: England
hrvatski: Engleska
hornjoserbsce: Jendźelska
Kreyòl ayisyen: Angletè
magyar: Anglia
Հայերեն: Անգլիա
interlingua: Anglaterra
Bahasa Indonesia: Inggris
Interlingue: Anglia
Ilokano: Inglatera
Ido: Anglia
íslenska: England
italiano: Inghilterra
Patois: Ingglan
Basa Jawa: Inggris
Qaraqalpaqsha: Angliya
Gĩkũyũ: Ngeretha
қазақша: Англия
ភាសាខ្មែរ: អង់គ្លេស
한국어: 잉글랜드
Kurdî: Îngilistan
kernowek: Pow Sows
Кыргызча: Англия
Latina: Anglia
Ladino: Inglaterra
Lëtzebuergesch: England
лезги: Англия
Limburgs: Ingeland
Ligure: Inghiltæra
lumbaart: Inghiltèra
lingála: Ingɛlandi
lietuvių: Anglija
latviešu: Anglija
मैथिली: इङ्ल्यान्ड
Māori: Ingarangi
Baso Minangkabau: Inggirih
македонски: Англија
മലയാളം: ഇംഗ്ലണ്ട്
монгол: Англи
मराठी: इंग्लंड
Bahasa Melayu: England
Malti: Ingilterra
မြန်မာဘာသာ: အင်္ဂလန်နိုင်ငံ
Napulitano: Ngreterra
Plattdüütsch: England
Nedersaksies: Engelaand (regio)
नेपाली: इङ्ल्यान्ड
Nederlands: Engeland
norsk nynorsk: England
norsk: England
Nouormand: Angliétèrre
Sesotho sa Leboa: Engêlanê
occitan: Anglatèrra
ଓଡ଼ିଆ: ଇଂଲଣ୍ଡ
Ирон: Англис
ਪੰਜਾਬੀ: ਇੰਗਲੈਂਡ
Kapampangan: Inglaterra
Papiamentu: Inglatera
Picard: Ingueltière
Norfuk / Pitkern: Ingland
polski: Anglia
Piemontèis: Anghiltèra
پنجابی: انگلستان
پښتو: انګلېنډ
português: Inglaterra
Runa Simi: Inlatirra
rumantsch: Engalterra
română: Anglia
armãneashti: Anglia
русский: Англия
русиньскый: Анґлія
संस्कृतम्: इङ्ग्लेण्ड्
sicilianu: Nglaterra
Scots: Ingland
سنڌي: انگلينڊ
davvisámegiella: Englánda
srpskohrvatski / српскохрватски: Engleska
සිංහල: එංගලන්තය
Simple English: England
slovenčina: Anglicko
slovenščina: Anglija
Gagana Samoa: 'Egelani
Soomaaliga: Ingiriiska
shqip: Anglia
српски / srpski: Енглеска
SiSwati: Ngilandi
Sesotho: Engelane
Seeltersk: Änglound
Basa Sunda: Inggris
svenska: England
Kiswahili: Uingereza
ślůnski: Yngland
తెలుగు: ఇంగ్లాండు
tetun: Inglaterra
тоҷикӣ: Англия
Türkmençe: Angliýa
Tagalog: Inglatera
Tok Pisin: Inglan
Türkçe: İngiltere
Xitsonga: England
татарча/tatarça: Англия
тыва дыл: Англия
українська: Англія
oʻzbekcha/ўзбекча: Angliya
vèneto: Inghiltera
vepsän kel’: Anglii
Tiếng Việt: Anh
West-Vlams: Iengeland
Volapük: Linglän
Winaray: Inglaterra
吴语: 英格兰
მარგალური: ინგლისი
ייִדיש: ענגלאנד
Zeêuws: Iengeland
中文: 英格兰
文言: 英格蘭
Bân-lâm-gú: Eng-lân
粵語: 英倫
isiZulu: INgilandi