თუკიდიდე

თუკიდიდე
Thucydides pushkin01.jpg
დაბ. თარიღი 460-იანები (ძვ. წ.)
დაბ. ადგილი ალიმოსი
გარდ. თარიღი 390-იანები (ძვ. წ.)
გარდ. ადგილი ათენი
მოქალაქეობა ძველი ათენი
ეროვნება ბერძნები

თუკიდიდე (ძვ. ბერძნ. Θουκυδίδης; დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 ― გ. ძვ. წ. 400/395) — ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. „ისტორიის მამის“, ჰეროდოტეს, უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.

თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის ათენის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ პერიკლეს. იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). იყო სტრატეგოსი და ათენელთა ფლოტის მეთაური თრაკიის სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ, (სპარტელებმა მიიტაცეს ამფიპოლისი) ძვ. წ. 424 წელს, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში — თრაკიაში — შეუდგა თხზულების, „ისტორიის“, წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების ისტორიას. პირველი წიგნი, ე. წ. „არქეოლოგია“, როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (მოცემული ნაწარმოები თავისი შრომებით აზრობრივად გააგრძელა ქსენოფონტმა).

თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, ჰეროდოტე) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა „ამოდ საკითხავი“ და „ამოდ სასმენი“ ამბების თხრობას, არამედ „ჭეშმარიტების ძიებას“. ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას („წყაროს“).

თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის „ფაქტი“ (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას „მარადიულობის მონაპოვრად“ მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის „შერწყმა-შერევის“ პოზიციაზე იდგა, მან განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო ფორმით ხელისუფლების მართვა. საერთოდ თუკიდიდე იშვიათად გამოხატავდა თავის პირად მოსაზრებებს.

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Thukydides
Alemannisch: Thukydides
አማርኛ: ቶኪዳይደስ
aragonés: Tucidides
العربية: ثوسيديديس
asturianu: Tucídides
azərbaycanca: Fukidid
беларуская: Фукідыд
български: Тукидид
brezhoneg: Thoukydides
català: Tucídides
کوردی: توسیدید
čeština: Thúkydidés
Cymraeg: Thucydides
dansk: Thukydid
Deutsch: Thukydides
Zazaki: Tukidid
Ελληνικά: Θουκυδίδης
English: Thucydides
Esperanto: Tucidido
español: Tucídides
eesti: Thukydides
euskara: Tuzidides
فارسی: توسیدید
suomi: Thukydides
français: Thucydide
Gaeilge: Thucydides
galego: Tucídides
עברית: תוקידידס
hrvatski: Tukidid
հայերեն: Թուկիդիդես
interlingua: Thucydides
Bahasa Indonesia: Thukidides
íslenska: Þúkýdídes
italiano: Tucidide
Patois: Tuusididiiz
қазақша: Фукидид
한국어: 투키디데스
Latina: Thucydides
Lëtzebuergesch: Thukydides (Historiker)
Lingua Franca Nova: Tucidide
lietuvių: Tukididas
latviešu: Tukidīds
Malagasy: Thucydides
македонски: Тукидид
Mirandés: Tucídides
norsk nynorsk: Thukydides
norsk: Thukydid
occitan: Tucidides
polski: Tukidydes
Piemontèis: Tucìdide
português: Tucídides
română: Tucidide
русский: Фукидид
sicilianu: Tucìdidi
Scots: Thucydides
srpskohrvatski / српскохрватски: Tukidid
Simple English: Thucydides
slovenčina: Thoukydides
slovenščina: Tukidid
shqip: Thukididi
српски / srpski: Тукидид
svenska: Thukydides
Tagalog: Thoukydidis
Türkçe: Thukididis
українська: Фукідід
oʻzbekcha/ўзбекча: Fukidid
Tiếng Việt: Thucydides
Winaray: Thucydides
მარგალური: თუკიდიდე
Yorùbá: Thucydides
中文: 修昔底德