ზღმარტლი

ზღმარტლი
Medlar pomes and leaves.jpg

ზღმარტლი (Mespilus) — ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა — ჩვეულებრივი ზღმარტლი (Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მ-მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა.

ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმსა და თურქმენეთში. საქართველოში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში.

მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი - მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
azərbaycanca: Əzgil
беларуская: Мушмула
български: Мушмула
català: Mespilus
čeština: Mišpule
dolnoserbski: Wušpula
English: Mespilus
español: Mespilus
français: Mespilus
hornjoserbsce: Myšpla
magyar: Naspolya
հայերեն: Զկեռենի
Ido: Mispelo
Адыгэбзэ: Къущхьэмышх
한국어: 서양모과속
lietuvių: Šliandra
македонски: Мушмула
Nederlands: Mespilus
norsk: Mespilus
Ирон: Мугæ
polski: Nieszpułka
português: Mespilus
Runa Simi: Wiswiru
русский: Мушмула
Simple English: Medlar
српски / srpski: Мушмула
oʻzbekcha/ўзбекча: Mushmula
Tiếng Việt: Mespilus
მარგალური: ცქუმუნტური