ზურაბ ნოღაიდელი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოღაიდელი.
ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.

ბიოგრაფია

1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988- 1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989- 1990 წლებში ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1989- 1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1992- 1995 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995- 1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი. 1996- 1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999, ნოემბერი - 2000, მაისი საქართველოს პარლამენტის წევრი, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე. 2000, მაისი - 2001, 1 ნოემბერი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2002- 2003 წლებში სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003, აპრილი - ნოემბერი — სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი. 2003, ნოემბერი - 2005, თებერვალი —- საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

Other Languages