ვიქრამ-სამვატი

ვიქრამ-სამვატი (სამვატური კალენდარი) — ინდოეთში გავრცელებული კალენდარი[1], რომელშიც მზის წლის ხანგრძლივობა დაკავშირებულია მთვარის თვეების ხანგრძლივობასთან. მასზე დაფუძნებულია თანამედროვე ნეპალურ კალენდართან.

გავრცელება და წარმოშობა

სამვატურ კალენდარს პირველ რიგში იყენებდნენ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინდოეთში. ამ სისტემით წელთაღრიცხვა იწყება ძვ. წ. 57 წლიდან და უკავშირდება ვიქრამის სახელს, ანუ ვიქრამადიტიას,[2][3] რომლისადმი ბევრი ლეგენდებია მიძღვნილი, ახასიათებს მას, როგორც ეროვნულ გმირს და იდეალურ მმართველს. მას იხსენებენ, როგორც მმართველს, რომელმაც ინდოეთიდან გარეკა უცხოელი დამპყრობლები. ლეგენდების უმრავლესობაში მოთხრობილია ვიქრამის სწრაფვაზე დაეხმაროს საკუთარ ხალხს და მის მზადყოფნაზე საკუთარი თავი და პირადი ინტერესები შესწიროს სხვის კარგად ყოფნას. მან თავი გამოიჩინა თავისი კეთილსინდისიერებით, სხვებისადმი გამოჩენილი სიკეთით, ვაჟკაცობით და მაღალფარდოვნების არქონით. ვიქრამადიტიას სახელი, იულიუს კეისარის სახელთან ერთად, გახდა სიმბოლო და ტიტული, და ბევრი მომდევნო მმართველი უერთებდა მას საკუთარ სახელს.

ინდოეთის ისტორიაში «ვიქრამადიტიას» ტიტულს თავის მონეტებზე ტვიფრავდა ბევრი მმართველი. რომელმა მათგანმა დაუდო საფუძველი სამვატურ კალენდარს — საკამათო საკითხია. ძვ. წ. I საუკუნეში ვიქრამადიტიას როლის შემსრულებელის კანდიდატურის მოძებნა რთულია. ყველაზე უფრო მეტად მის აღწერას შეესაბამება ჩანდრაგუპტა II, რომელიც ომობდა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ (იხ. დასავლეთ ქშატრაპების სამეფო) და გარეკა ისინი ინდოეთის მიწებიდან.

რადგანაც სამვატური ერის წელთაღრიცხვა იწყება ძვ. წ. 57 წლიდან, შესაბამისად, გრიგორიანული კალენდრით 1970 წელი შეესაბამება სამვატური კალენდრის 2026 —2027 წლებს.

Other Languages
Afrikaans: Vikram Samvat
العربية: فيكرم سامفات
asturianu: Vikram Samvat
беларуская (тарашкевіца)‎: Бікрам Самват
भोजपुरी: विक्रम संवत
brezhoneg: Vikram Samvat
català: Vikram Samvat
Deutsch: Vikram Sambat
Ελληνικά: Βικράμ Σαμβάτ
English: Vikram Samvat
Esperanto: Vikram Samvat
español: Vikram Samvat
euskara: Bikram Samwat
ગુજરાતી: વિક્રમ સંવત
italiano: Vikram Samvat
lietuvių: Vikram samvat
latviešu: Vikram Samvat
македонски: Викрам самват
नेपाल भाषा: विक्रम सम्बत
Nederlands: Vikram Samvat
norsk nynorsk: Vikram Samvat
polski: Samwatsara
português: Vikram Samvat
srpskohrvatski / српскохрватски: Bikram Sambat
Simple English: Vikram Samvat
Basa Sunda: Vikram Samvat
Kiswahili: Vikram Samvat
Türkçe: Vikram Samvat
українська: Вікрам Самват
მარგალური: ვიკრამ-სამვატი