ვიკისაწყობი

პროექტის ლოგოტიპი

ვიკისაწყობი ( ინგლ. Wikimedia Commons, WikiCommons) — საერთო ცენტრალიზებული საწყობი თავისუფლად გავრცელებადი სურათების, ხმოვანი ჩანაწერების, ვიდეოკლიპებისა და სხვა მულტიმედიური ფაილებისთვის, რომლებიც გამოყენებულია „ფონდი ვიკიმედიის“ პროექტების გვერდებზე. ეს ვიკიმედიის კიდევ ერთი დამატებითი პროექტია ვიკიპედიის მსგავსად, მაგრამ ეს საერთო რესურსია ვიკიმედიის ყველა დობილი პროექტისთვის ენისდა მიუხედავად.

ვიკისაწყობში ატვირთული ფაილები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისევე, როგორც ადგილობრივად ატვირთული ფაილები ვიკიმედიის სერვერზე, ყველა სხვა პროექტში ყველა ენაზე, მათ შორის ვიკიპედიაში, ვიკიწიგნებში, ვიკიწყაროში და ვიკისიახლეებში და ა. შ.; ისინი ასევე შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას საიტს გარეთაც, ვინაიდან საწყობის მთელი შემადგენლობა ან საზოგადოებრივ დომენშია ან გაშვებულია თავისუფალი ლიცეზიით, GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზიის მსგავსად.

ლიცენზირება

ვიკისაწყობზე ატვირთული ყველა ფაილი უნდა იყოს თავისუფალი გავრცელებისთვის ნებისმიერი იურისდიქციით. ამ ფაილებზე არ შეიძლება მათი გამოყენების შეზღუდვის პირობების მინიჭება. მაგალითად, ვიკისაწყობზე არ შეიძლება ისეთი ფაილების განთავსება, რომელთა გამოყენება კომერციული მიზნებისთვის აკრძალულია. ასევე არ დაიშვება ფაილები, რომლებიც ვრცელდება პირობებით {{ fairuse}} (ამერიკული კანონმდებლობით დაშვებულია შეზღუდული გამოყენება საავტორო უფლებებით დაცული მასალის).

ფაილის ატვირთვის შემდეგ აუცილებელია: დაემატოს თარგები საავტორო უფლებების სტატუსის შესახებ. თუ ეს თარგი ლიცენზიაზე დამატებით ინფორმაციას საჭიროებს, მაშინ დაამატეთ მისი აღწერაც, მაგალითად, რა არის გამოსახული ფოტოსურათზე, სად და როდის იქნა გადაღებული და მისთ. ასევე დაამატეთ სურათის საწყისი წყარო, თუ იგი რომელიმე სხვა ვებგვერდიდან გადმოგაქვთ.

Other Languages
Alemannisch: Wikimedia Commons
azərbaycanca: Vikixəzinə
башҡортса: Викимилек
žemaitėška: Vikitėka
беларуская: Вікісховішча
беларуская (тарашкевіца)‎: Вікісховішча
български: Общомедия
Bahasa Banjar: Wikimedia Commons
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: উইকিমিডিয়া কমন্স
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Wikimedia Commons
нохчийн: Викигулам
Чӑвашла: Викиампар
Ελληνικά: Wikimedia Commons
estremeñu: Commons
客家語/Hak-kâ-ngî: Wikimedia Commons
עברית: ויקישיתוף
Հայերեն: Վիքիպահեստ
interlingua: Wikimedia Commons
Bahasa Indonesia: Wikimedia Commons
Адыгэбзэ: Уикисурэтылъэ
қазақша: Ортаққор
kalaallisut: Wikimedia Commons
Ripoarisch: Wikimedia Commons
Кыргызча: Уикиказына
lietuvių: Vikiteka
latgaļu: Vikiteka
latviešu: Vikikrātuve
олык марий: Викиклат
Bahasa Melayu: Wikimedia Commons
မြန်မာဘာသာ: Wikimedia Commons
Plattdüütsch: Wikimedia Commons
Nederlands: Wikimedia Commons
norsk nynorsk: Wikimedia Commons
Sesotho sa Leboa: Wikimedia Commons
Kapampangan: Wikimedia Commons
português: Wikimedia Commons
русский: Викисклад
русиньскый: Вікісклад
srpskohrvatski / српскохрватски: Wikimedia Commons
Simple English: Wikimedia Commons
slovenčina: Wikimedia Commons
slovenščina: Wikimedijina Zbirka
Soomaaliga: Wikimedia Commons
Basa Sunda: Wikimedia Commons
тоҷикӣ: Викианбор
татарча/tatarça: Викиҗыентык
удмурт: Wikimedia Commons
українська: Вікісховище
oʻzbekcha/ўзбекча: Vikiombor
Tiếng Việt: Wikimedia Commons
მარგალური: ვიკიოწკარუე
文言: 維基共享
Bân-lâm-gú: Wikimedia Commons
粵語: 維基同享