ვიკიპედია:სანდო წყაროები


Nutshell.pngორი სიტყვით: ამ სახელმძღვანელოში განხილულია ავტორიტეტული წყაროების მთითების შესაძლებლობები. წყაროების მითითების პოლიტიკა ეყრდნობა ვიკიპედიის პოლიტიკას გადამოწმებადობის შესახებ.
იმისათვის, რომ მიიღოთ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის შესახებ, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის წყარო ჩვენს სანდოობის სტანდარტებს კერძო შემთხვევებისათვის, იხილეთ სანდო წყაროების შენიშვნების დაფა.
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის სახელმძღვანელო

ივარაუდე კეთილგანწყობა · ინტერესთა კონფლიქტი · დესტრუქციული რედაქტირება · ნუ ეცემით ახალბედებს · ნუ მიიყვანთ დისკუსიას აბსურდამდე · ეტიკეტი · ნუ ითამაშებთ წესებთან · მომხმარებლის გვერდები · განხილვის გვერდების მართვა · ხელმოწერა

შინაარსის სახელმძღვანელოები

სანდო წყაროები · მარგინალური თეორიები · არათავისუფალი კონტენტი · შეურაცხმყოფელი მასალა · არათავისუფალი კონტენტი · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს · ნუ დაკავდებით მისტიფიკაციებით · პატენტური ნონსენსი · რესურსები ინტერნეტში ·

რედაქტირების სახელმძღვანელოები

სტატიის ზომა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · დაწერეთ ტექნიკური სტატიები გასაგებად · კატეგორიები, სიები და თარგების ნავიგაცია · კატეგორიზაცია · მრავალმნიშვნელოვნება · ქვეგვერდები

წაშლის სახელმძღვანელოები

წაშლის პროცესი · სწრაფი შენახვა · წაშლის სახელმძღვანელო ადმინისტრატორებისთვის

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

ვიკიპედიის სტატიები უნდა ეფუძნებოდეს უკვე გამოქვეყნებულ, სანდო წყაროებს. დარწმუნდით, რომ ყველა, უმრავლესობისაც და მნიშვნელოვანი უმცირესობის ხედვა, რომელიც ჩანს სანდო, გამოქვეყნებულ წყაროში, ასახულია სტატიაშიც (იხილეთ ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი). სიტყვას „წყარო“, როგორც იგი ვიკიპედიაში გამოიყენება, შესაძლოა ჰქონდეს სამი დაკავშირებული მნიშვნელობა: თავად ნამუშევარი, ან მისი ნაწილი (სტატია, წიგნი), ამ ნამუშევრის შემქმნელი (ჟურნალისტი, მწერალი) და ნამუშევრის გამომქვეყნებელი (ტაიმსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა). ყოველ მათგანს შეუძლია სანდოობაზე გავლენის მოხდენა. სანდო წყაროები შესაძლოა იყოს გამოქვეყნებული მასალები გამოქვეყნების სანდო პროცესით, ავტორით ან ავტორებით, რომლებიც ითვლებიან ავტორიტეტულებად საკითხთან მიმართებაში, ან ორივე ერთად.

წყაროს სანდოობა დამოკიდებულია კონტექსტზე. ყოველი წყარო დეტალურად უნდა იქნეს განხილული, რათა განისაჯოს მისი სანდოობა გაკეთებულ მტკიცებასთან მიმართებაში და არის თუ არა ყველაზე შესაფერისი წყარო ამგვარი კონტექსტისთვის. საერთოში, რაც მეტი ადამიანი დაკავდება ფაქტების გადამოწმებით, მათი საგულდაგულო შესწავლით, კანონიერი საკითხების ანალიზით, მით უფრო სანდო იქნება პუბლიკაცია. წყარო უშუალოდ უნდა პასუხობდეს იმ ინფორმაციას, რომლის გასამყარებლადაც სტატიაშია იგი მოყვანილი და უნდა შეესაბამებოდეს გაკეთებულ მტიკეცებულებას. თუ თემას არ გააჩნია სანდო წყაროები, ვიკიპედიაში მასზე სტატია არ უნდა იყოს.

სახელმძღვანელო განიხილავს სხვადასხვა ტიპის წყაროების სანდოობის საკითხებს. წყაროების მითითების პოლიტიკა წარმოდგენილია ვიკიპედიის ოფიციალურ პოლიტიკაში გადამოწმებადობის სესახებ, რომელიც ითხოვს მოქმედ წყაროებს ნებისმიერი მასალისთვის, რომელიც კამათის თემაა, ან მოსალოდნელია, გახდეს, ასევე ყველა ციტირებისათვის. ეს პოლიტიკა მკაცრად მიემართება ყველა მასალას სახელთა მთავარ სივრცეში — სტატიებს, სიებს და სტატიების სექციებს — გამონაკლისის გარეშე, განსაკუთრებით კი ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიებს. როგორც უკანასკნელ სახელმძღვანელოშია განმარტებული:

საკამათო მასალა ცოცხალი ადამიანების შესახებ, რომელიც წყაროს მიუთითებლადაა შემოტანილი ან ცუდად არის მითითებული წყარო — მიუხედავად იმისა, მასალა ნეგატიურია, პოზიტიურია თუ ნეიტრალური, ან უბრალოდ ბადებს კითხვას — უნდა ამოღებულ იქნას სტატიიდან დაუყოვნებლივ და განხილვის ლოდინის გარეშე.

თუ გსურთ ვიკიპედიაში სასარგებლო მასალის დამატება, შეგიძლიათ, თავისუფლად გააკეთოთ ეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია სანდო წყაროს გარეშე, შესაძლოა, მომავალში წაიშალოს სტატიიდან. პასუხისმგებლობა წყაროს მოძებნასა და დამატებაზე აკისრია მას, ვინც ამატებს ინფორმაციას.

სტატიის წერისას შეეცადეთ, მიუთითოთ წყაროები.[1]. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მიუთითოთ წყაროები, იხილეთ ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება.

მოცემულ გვერდზე განხილულია იდეალური მოდელი, რომელსაც ვიკიპედიის მრავალი სტატია, ჯერ-ჯერობით, ვერ პასუხობს, რადგან რომელიმემ ვიკიპედიის რედაქტორებიდან საჭირო ინფორმაციის ძებნასა და სტატიაში ბმულების მითითებაზე დრო არ დახარჯა. თუმცა, ეს ვერ შეუშლის ხელს ვიკიპედიის მკითხველს გამოარჩიოს ღირებული ინფორმაცია სტატიიდან, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, იგი აუცილებლად სწორი არ იყოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არასწორი ან შეუმოწმებელი ინფორმაციაც შესაძლოა, სტატიის ნაწილი გახდეს. მაგალითად: ამდაგვარი სიტყვების შემდეგ „საზღვარგარეთ ფართოდ ცნობილია, რომ ...“, „ლეგენდის თანახმად,...“, „ილია ჭავჭავაძის აზრით,...“ — მაგრამ ასეთი შეხედულებების ჩართვა სტატიაში უნდა მოხდეს ჭეშმარიტად ფართოდ ცნობადობის პირობებში ან ნამდვილად ღირებულების მქონე ინფორმაციისთვის სტატიის თემის აღწერისთვის.

  • შეუსაბამობის შემთხვევაში ქართულსა და უცხოურ წყაროებს შორის საქართველოსთან დაკავშირებულ თემაში უპირატესობა ენიჭება ქართულ წყაროს.

ზოგიერთი განსაზღვრება

როგორც ზემოთაც აღინიშნა, სტატია უნდა ეფუძნებოდეს სანდო, გამოქვეყნებულ წყაროებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ მხოლოდ ავტორიტეტული ავტორების მოსაზრებებს და არა იმ ვიკიპედიელების მოსაზრებებს, რომელთაც წაიკითხეს და საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთეს პირველად წყაროს. წყაროების სწორი მითითება ყოველთვის დამოკიდებულია კონტექსტზე; საღი აზრი და სარედაქციო მსჯელობა პროცესის განუყრელი ნაწილია.

ვიკიპედიის ფარგლებში გამოქვეყნებულ წყაროდ ითვლება მასალა, რომელიც საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია. ეს ტერმინი ხშირად ასოცირდება ტექსტურ დოკუმენტებთან, გამოცემული ტრადიციული ბეჭდური, ან ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, ხმოვანმა, ვიდეო და მულტიმედია მასალებმაც შესაძლოა დააკმაყოფილონ სანდოობის მოთხოვნები. მაგალითად, ტელეგადაცემა თავისთავად, ვერ ჩაითვლება გამოქვეყნებულ წყაროდ, რადგან მასთან წვდომა მეტად გართულებულია. თუმცა, ამ გადაცემის ჩანაწერი, გავრცელებული ინტერნეტში ან გამოცემული ფილმის სახით, წარმოადგენს გამოქვეყნებულ წყაროს, აკმაყოფილებს რა მსურველის მოთხოვნას, დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტის სიზუსტეში. დამატებით, სასურველია არსებობდეს ამ მასალის დაარქივებული ეგზემპლარი, მაგრამ არ არსებობს არანაირი აუცილებელებლობა, იყოს წვდომადი ინტერნეტის საშუალებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ეხება უპირველეს ყოვლისა სანდო წყაროებს. ასე მაგალითად, რადიოგადაცემის ჩანაწერი, გაკეთებული ან/და განთავსებული ვინმეს პერსონალურ საიტზე, არ უნდა ჩაითვალოს სანდო წყაროდ და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება წყაროს სახით.

  • ფაქტი — რაც არსებობს ან არსებობდა რეალურად. ენციკლოპედიის ფარგლებში ფაქტად მიიჩნევა მტკიცებულება, რომელზედაც არსებობს მოცემულ სფეროს მეცნიერთა და ექსპერტთა კონსენსუსი.
    დაუჯერეთ ფაქტებს, მათ შორის ფაქტებს შეხედულებებზე, მაგრამ არა თვით ამ შეხედულებებს (მაგალითად, ჩვენთვის ფაქტია, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. ის რომ მზე ტრიალებს დედამიწის გარშემო, — ფაქტი არ არის. მაგრამ ის, რომ კლავდიუს პტოლემეს აზრით, მზე ტრიალებს დედამიწის გარშემო, — კვლავ ფაქტია). არ არის აუცილებელი წყაროების მოთხოვნა საზოგადოდ აღიარებულ ფაქტზე, რომელშიც სერიოზული ეჭვის შეტანა შეუძლებელია (მაგალითად, რომ მარსი მზის სისტემის პლანეტაა).
  • შეხედულება — აზრი, რომელიც ვინმეს გააჩნია საკითხთან დაკავშირებით, რომლის შინაარსი შესაძლოა იყოს ან არ იყოს გადამოწმებადი. ფაქტად ითვლება, რომ ამა თუ იმ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გააჩნდა გარკვეული შეხედულება, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ვიკიპედიაში (მხოლოდ ამ ფაქტის გადამოწმებადობის საშუალების ქონის პირობებში, ანუ თუ მოყვანილია სანდო წყარო, საიდანაც ჩანს, რომ ამ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ნამდვილად ამგვარი შეხედულება გააჩნდათ). მაგალითად, ფაქტს არ წარმოადგენს მტკიცება, რომ ღმერთი არსებობს; მაგრამ ის, რომ მორწმუნეები თვლიან, რომ ღმერთი არსებობს — უეჭველად ფაქტია.
  • პირველადი წყარო — დოკუმენტი ან ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ფაქტის პირდაპირ მტკიცებულებას. სხვა სიტყვებით, წყარო, უკიდურესად ახლოს მყოფი აღწერილ სიტუაციასთან, მტკიცებულებასთან. ყველაზე ხშირად პირველად წყაროდ მოიაზრება ტექსტი, მიღებული რაიმე ღონისძიების მონაწილისგან ან მასზე უშუალო დამკვირვებლისგან. შესაძლოა პირველადი წყარო წარმოადგენდეს ოფიციალურ განცხადებას, ჟურნალისტის რეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან, ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, ასევე ავტორიტეტული სააგენტოს მიერ შედგენილი სტატისტიკა. როგორც წესი, ვიკიპედიის სტატიები უნდა დაეყრდნოს არა პირველად, არამედ მეორად წყაროებს, რომლებშიც კორექტულადაა გამოყენებული პირველადი მასალა. მრავალი პირველწყაროს კორექტულად გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ისტორიის სფეროში, საჭიროა სპეციალური მომზადება. პირველადი წყაროების გამოყენება სტატიებში დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოქვეყნებულ იყვნენ სანდო ადგილას. მაგალითად, რადოგადაცემის ჩანაწერი, გამოქვეყნებული თვით ამ რადიოსადგურის საიტზე, ან ისტორიული დოკუმენტები, თავმოყრილი სანდო კრებულში.
  • მეორადი წყარო — აღწერს ერთ ან რამდენიმე პირველად წყაროს. მეორადი წყაროები სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების სახით, გამოცემული სამეცნიერო გამომცემლობებში (განსაკუთრებით კი სამეცნიერო ჟურნალებში), დეტალურად მოწმდებიან და, როგორც წესი, შეიცავენ სანდო ინფორმაციას, რაც მათი გამოყენების საშუალებას იძლევა, როგორც სანდო წყაროების.
  • მესამეული წყარო — ამუშავებს მეორად წყაროებს, ასევე შესაძლებელია, სხვა მესამეულ წყაროებს. ვიკიპედიაში დაშვებულია მათი გამოყენებაც სტატიებში.
Other Languages
беларуская (тарашкевіца)‎: Вікіпэдыя:Крыніцы, вартыя даверу
Bahasa Indonesia: Wikipedia:Sumber tepercaya
srpskohrvatski / српскохрватски: Wikipedia:Pouzdani izvori
oʻzbekcha/ўзбекча: Vikipediya:Nufuzli manbalar