ვაქცინა

ედუარდ ჯენერი

ვაქცინა (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა) — მიკრობებისაგან მიღებული პრეპარატი, რომლითაც ცრიან ადამიანებსა და ცხოველებს ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად. ვაქცინა პირველად 1796 წ. გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა, რომელიც ყვავილით დაავადებისაგან დასაცავად ადამიანებს უცრიდა ძროხის ყვავილს (აქედან სახელწოდება ვაქცინა). განარჩევენ ცოცხალ, დახოცილ, ქიმიურ ვაქცინებსა და ანატოქსინს.

დახოცილ ვაქცინებს ამზადებენ ფიზიკური ან ქიმიური მეთოდებით დახოცილი მიკროორგანიზმებისგან. დახოცილ ვაქცინებს დაცვითი თვისებები ნაკლებად აქვთ გამოხატული, ამიტომ იმუნიტეტი ვითარდება მხოლოდ იმუნიზაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.

ცოცხალ ვაქცინებს ამზადებენ სპეციალურად დასუსტებული მიკროორგანიზმების კულტურისგან, რასაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია, მაგრამ გამრავლებისა და იმუნიტეტის გამომუშავების უნარი შენარჩუნებული აქვს. პირველი ცოცხალი ვაქცინა ჯილეხი (1881) და ცოფის (1885) წინააღმდეგ შექმნა ფრანგმა მეცნიერმა ლ. პასტერმა. 1926 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ა.კალმეტმა და კ.გერენმა შექმნეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რისმა გამოყენებამაც საგრძნობლად შეამცირა ტუბერკულოზით ავადობა.მრავალი ცოცხალი ვაქცინა მიიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებმა: ბრუცელოზის, პარტახტიანი ტიფის, გრიპის წინააღმდეგ და სხვა. ზოგიერთი დაავადების დროს ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტიანი პრეპარატია. როგორც წესი, ცოცხალი ვაქცინის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება ხანგრძლივი იმუნიტეტი.

ქიმიური ვაქცინა ბაქტერიული უჯრედებისგან ქიმიური მეთოდებით მიღებული ნივთიერებაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმუნიტეტის გამომწვევი ძირითადი კომპონენტები.ნაწლავთა ინფექციების საწინააღმდეგო ქიმიური ვაქცინების გამოყენება პირველად დაიწყეს 1941 წელს პოლივაქცინის სახით.ქიმიურ ვაქცინებს იყენებენ B პარატიფის, მუცლის ტიფის, რიკეტსიოზების წინააღმდეგ, ანატოქსინების შეყვანის შემდეგ. იმუნიტეტის განვითარება დაკავშირებულია სისხლში ანტისხეულების გაჩენასთან, რომლებიც ანეიტრალებენ ამა თუ იმ ტოქსინის მოქმედებას. ანატოქსინი პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა გ.რამონმა 1923-26 წლებში.

ვაქცინა შეიძლება დამზადდეს ერთი ინფექციის გამოწვევისგან - ე. წ. მონოვაქცინა, ან ორი ან მეტი გამომწვევი კომბინაციით - პოლივაქცინა. პოლივაქცინის გამოყენებისას იმუნიტეტი გამომუშავდება ერთდროულად რამდენიმე ინფექციისადმი. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის წესი სხვადასხვაგვარია : ცოცხალი ვაქცინის შეყვანის დროს ეს წესი მიკრობის ორგანიზმში მოხვედრის ბუნებრივ გზებთანაა დაკავშირებული- მაგ: პოლიომილეტის ვაქცინა შეჰყავთ პირიდან,გრიპის-ცხვირის ღრუდან, ყვავილის, ჯილეხისა და ტულარემიის - კანის ზედაპირიდან, ბრუცელოზის - კანიდან. დახოცილი ვაქცინები და ანატოქსინი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში. ცოფის სამკურნალოდ იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რაც ამ სასკივდილო დაავადებისგან ადამიანის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. სტაფილოკოკით ან სტრეპტოკოკით გამოწვეული ზოგიერთი ქონიკული ანთებითი დაავადების სამკუნრალოდ იყენებენ ავტოვაქცინებს.

ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებისა და კლასიფიკაციის პრინციპი იგივეა, რაც სამედიცინო ვაქცინისა. სავეტერინარო პრაქტიკაში იხმარება შემდეგი ცოცხალი ვაქცინები: ჯილეხის წინააღმდეგ, ღორის წეთელი ქარის წინააღმდეგ, ბრუცელოზის, აგრეთვე ქათმის ქოლერის და ყვავილის დაავადებათა წინააღმდეგ.დახოცილ ვაქცინას იყენებენ ცხოველის 20-ზე მეტი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის. ზოგიერთი ვაქცინა პირველად საქართველოში მიიღეს. მაგალითად ა.თოიძემ მიიღო თხის ფსევდომონოზური მასტიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასევე ალუმინის ჰიდროჟანგის ფორმოლვაქცინა.

  • რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში

Other Languages
Afrikaans: Entstof
العربية: لقاح
asturianu: Vacuna
azərbaycanca: Vaksin
беларуская: Вакцына
беларуская (тарашкевіца)‎: Вакцына
български: Ваксина
བོད་ཡིག: འབྲུམ་སྨན།
bosanski: Vakcina
català: Vaccí
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Ĭk-mièu
کوردی: کوتاو
čeština: Vakcína
dansk: Vaccine
Deutsch: Impfstoff
Ελληνικά: Εμβόλιο
English: Vaccine
Esperanto: Vakcino
español: Vacuna
eesti: Vaktsiin
euskara: Txerto
فارسی: واکسن
suomi: Rokote
furlan: Vacine
galego: Vacina
Avañe'ẽ: Tasymombiaha
עברית: חיסון
hrvatski: Cjepivo
Kreyòl ayisyen: Vaksen
magyar: Védőoltás
Bahasa Indonesia: Vaksin
íslenska: Bóluefni
italiano: Vaccino
日本語: ワクチン
Patois: Vaxiin
Basa Jawa: Vaksin
қазақша: Вакцина
ភាសាខ្មែរ: វ៉ាក់សាំង
한국어: 백신
Latina: Vaccinum
lietuvių: Vakcina
latviešu: Vakcīna
македонски: Вакцина
മലയാളം: വാക്സിൻ
монгол: Вакцин
मराठी: लस
Bahasa Melayu: Vaksin
Nederlands: Vaccin
norsk nynorsk: Vaksine
norsk: Vaksine
ଓଡ଼ିଆ: ଟିକା
polski: Szczepionka
پنجابی: ویکسین
português: Vacina
română: Vaccin
русский: Вакцина
саха тыла: Быһыы
Scots: Vaccine
srpskohrvatski / српскохрватски: Vakcina
සිංහල: Vaccine
Simple English: Vaccine
slovenščina: Cepivo
shqip: Vaksina
српски / srpski: Вакцина
Basa Sunda: Vaksin
Kiswahili: Chanjo
తెలుగు: టీకా
тоҷикӣ: Ваксина
Türkçe: Aşı (tıp)
тыва дыл: Вакцина
українська: Вакцини
اردو: ویکسین
oʻzbekcha/ўзбекча: Vaksinalar
Tiếng Việt: Vắc-xin
Winaray: Bakuna
中文: 疫苗
Bân-lâm-gú: E̍k-chu
粵語: 疫苗