ვალტორნა

ვალტორნა

ვალტორნა ( გერმ. Waldhorn, სიტყვა-სიტყვით - ტყის რქა), უძველესი სასულე მუნდშტუკიანი საკრავი. წარმოდგება მონადირის ბუკისაგან აქვს გრძელი, ვიწრო, მორკალული ცილინდრული ლულა, ვიწრო და ღრმა მუნდშტუკი. ძველებურ ვალტორნებს არ ჰქონდათ მექანიკა და მხოლოდ ნატურალური ბგერათრიგის ტონებს გამოსცემდნენ. XIX საუკუნის II ნახევარში გავრცელდა ქრომატული ვალტორნები, საკრავს გაუკეთდა ვენტილების მექანიზმი. თანამედროვე ვალტორნა ფა წყობისაა (იშვიათად სი ბემოლისა). ვალტორნის პარტიას იწერენ ვიოლინოს გასაღებით, ჩვეულებრივ ხმოვანებაზე ერთი კვინტით მაღლა. ფა წყობის ვოლტორნის დიაპაზონია კონტროქტავის სი-დან მეორე ოქტავის ფა-მდე. ვოლტორნის ტემბრი ცაჟკაცური, პოეტურია. მასზე ასრულებენ მღერად მელოდიებსა და ჩქარ პასაჟებს. იგი სიმფონიური ორკესტრის შემადგენელი საკრავია. ხმარობენ აგრეთვე კამერულ ანსამბლებში და სოლოს შესასრულებლად.

უძველეს წარსულში — ეს ჩვეულებრივი რქა იყო, ან ხარის ან ველური ცხვრის. ძველი ბერძენი და ძველი რომაელის მებრძოლის ხელში ეს საკრავი სამხედრო სამსახურში ჩადგა. რქის ნაცვლად მჟღერი ლითონი გახდა — ბრინჯაო.

ალექსანდრე მაკედონელის ჩასაბერი რქის შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს: მისი ჟღერადობა 15კმ-ს აღწევდა, მისი ფართო ნაწილის დიამეტრი კი 24,5 მ.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

  • მშველიძე შ., საკრავთმცოდნეობა, თბ., 1965
Other Languages
العربية: هورن
azərbaycanca: Valtorn
беларуская: Валторна
български: Валдхорна
བོད་ཡིག: འཁྱིལ་དུང་།
čeština: Lesní roh
dansk: Valdhorn
English: French horn
eesti: Metsasarv
فارسی: کر (ساز)
français: Cor d'harmonie
Gàidhlig: Còrn Sasannach
galego: Trompa
עברית: קרן יער
hrvatski: Rog (glazbalo)
Հայերեն: Գալարափող
Bahasa Indonesia: French horn
日本語: ホルン
қазақша: Валторна
한국어: 호른
Кыргызча: Валторна
lietuvių: Valtorna
latviešu: Mežrags
македонски: Хорна
မြန်မာဘာသာ: ပြင်သစ်ခရာ
norsk nynorsk: Valthorn
norsk: Valthorn
português: Trompa
Runa Simi: Qiqiri
română: Corn francez
русский: Валторна
sicilianu: Cornu
srpskohrvatski / српскохрватски: Horna
slovenčina: Lesný roh
slovenščina: Rog (glasbilo)
српски / srpski: Рог (инструмент)
svenska: Valthorn
ไทย: ฮอร์น
Türkçe: Korno
українська: Валторна
oʻzbekcha/ўзбекча: Valtorna
Tiếng Việt: Kèn cor
walon: Côr
中文: 法國號