ვალენტინა ტერეშკოვა

Valentina Tereshkova (2017-03-06).jpg

ვალენტინა ვლადიმერის ასული ტერეშკოვა (დ. 6 მარტი, 1937, სოფ. დიდი მასლენიკოვო, ტუტაევის რაიონი, იაროსლავლის ოლქი)— პირველი ქალი-კოსმონავტი, პოლკოვნიკ-ინჟინერი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 ივნისი, 1963).

ბიოგრაფია

1954 — 1960 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ადგილას. კოსმონავტთა რაზმშია 1962 წლიდან. 1963 წლის 16—19 ივნისს ქალთა შორის პირველმა იფრინა კოსმოსში. ხომალდ „ვოსტოკ-6-ით“ ვალერი ბიკოვსკისთან ჯგუფური ფრენისას 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 1969 წელს ტერეშკოვამ დაამთავრა ნ. ჟუროვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია.

სსრკ VII—X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საბჭოთა ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე (1968-1987), ქალთა საერთაშორისო დემოკრატიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1969-). ქალთა მსოფლიო საბჭოს წევრი. სკკპ XXIV ყრილობაზე აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და მრავალი უცხოური ორდენით. აქვს საპატიო წოდებები. მისი სახელი მიეკუთვნა მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს.

1982 წლამდე ანდრიან ნიკოლაევთან გაყრამდე ატარებდა ორმაგ გვარს ნიკოლაევა-ტერეშკოვას.

Other Languages
azərbaycanca: Valentina Tereşkova
Bikol Central: Valentina Tereshkova
беларуская (тарашкевіца)‎: Валянціна Церашкова
Bahasa Indonesia: Valentina Tereshkova
لۊری شومالی: والنتینا ترشکوا
norsk nynorsk: Valentina Teresjkova
Simple English: Valentina Tereshkova
slovenščina: Valentina Tereškova
татарча/tatarça: Валентина Терешкова
oʻzbekcha/ўзбекча: Valentina Tereshkova
vepsän kel’: Tereškova Valentina