ეუსტაკიო-მენდესის პროვინცია

ეუსტაკიო-მენდესის პროვინცია
Provincia Eustaquio Méndez
ქვეყანაბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსიპროვინცია
შედისტარიხას დეპარტამენტი
მოიცავს2 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრისან-ლორენსო
მოსახლეობა (2001)32 038 კაცი
სიმჭიდროვე7.9 კაცი/კმ²
რელიგიაკათოლიციზმი პროტესტანტიზმი
ფართობი4 070 კმ²
ეუსტაკიო-მენდესის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელიBOT (UTC-4)

ეუსტაკიო-მენდესი — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. სახელი ეწოდა პოლივიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სამხედრო ლიდერ ეუსტაკიო მენდესის პატივსაცემად. პროვინცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 90 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით 105 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 070 კმ²-ია.

მოსახლეობა

2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 32 038 ადამიანს შეადგენდა.

  • მოსახლეობის 46.9 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
  • პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 99.7 % ლაპარაკობს; 1.7 % ასევე კეჩუაზე, 0.2 % აიმარაზე და 0.1 % გუარანზე.
  • მოსახლეობის 78.1 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 77.8 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • მოსახლეობის 67.8 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 0.1 % მაღაროებში, 5.9 % მრეწველობაში, 26.2 % მომსახურების სფეროში. (2001)
  • მორწმუნეთა 95.1 % კათოლიკეა, 3.1 % პროტესტანტი. (1992)