ესპანური ენის ტესტი (DELE)

ესპანური ენის დიპლომი — ოფიციალური, ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ესპანურად Diploma de Español como Lengua Extranjera, ხოლო შემოკლებით კი ჰქვია DELE და სიტყვასიტყვით ითარგმნება „ესპანურის, როგორც უცხო ენის დიპლომი“ . სერტიფიკატს გასცემს სერვანტესის ინსტიტუტი (Instituto Cervantes) ესპანეთის აღზრდის და მეცნიერების სამინისტროს სახელით.