ესპანეთის სამოქალაქო ომი

ესპანეთის სამოქალაქო ომი
Испанская 11 интербригада в бою под Бельчите. 1937.jpg
რესპუბლიკური ბრიგადები 1937 წელს
თარიღი17 ივლისი, 19361 აპრილი, 1939
მდებარეობაესპანეთი, მაროკო, ესპანეთის საჰარა, კანარის კუნძულები, ბალეარის კუნძულები, გვინეა.
შედეგინაციონალისტების გამარჯვება; ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემა.
მხარეები
ესპანეთის დროშა ესპანეთის მეორე რესპუბლიკა
სახალხო ფრონტი
მნკ/იაფ
მსკ
კმრ / Estat Català
ბასკეთის დროშა ბასკეთის არმია (1936–1937)
გპ

საერთაშორისო მხარდაჭერა

ინტერნაციონალური ბრიგადები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
Flag of Mexico.svg მექსიკა
Flag of Spain (1938 - 1945).svg ნაციონალისტები
ესპანური ფალანგა
კარლისტები (1936–1937)
CEDA (1936–1937)
ალფონსიზმი (1936–1937)

საერთაშორისო მხარდაჭერა

Flag of Italy (1861-1946).svg იტალია
გერმანიის დროშა გერმანია
პორტუგალიის დროშა პორტუგალია [1]
მეთაურები
ესპანეთის დროშა მანუელ ასანა
ესპანეთის დროშა ჟულიან ბასტეირო
ესპანეთის დროშა ფრანსისკო ლარგო კაბალიერო
ესპანეთის დროშა ხუან ნეგრინი
ესპანეთის დროშა ინდალესიო პრიეტო
ესპანეთის დროშა ვისენტე როხო
ესპანეთის დროშა ხოსე მიახა
ესპანეთის დროშა ხუან მოდესტო
ესპანეთის დროშა ხუან ჰერნანდეს სარავია
ესპანეთის დროშა ბუენავენტურა დურუტი†
ლუის კომპანისი
ბასკეთის დროშა ხოსე ანტონიო აგუირე
ალფონსო დანიელ როდრიგეს კასტელაო
Flag of Spain (1938 - 1945).svg ხოსე სანხურხო
Flag of Spain (1938 - 1945).svg გონსალო კეიპო დე ლიანო
Flag of Spain (1938 - 1945).svg ემილიო მოლა
Flag of Spain (1938 - 1945).svg ფრანსისკო ფრანკო
Flag of Spain (1938 - 1945).svg ხუან იაგუე
Flag of Spain (1938 - 1945).svg მანუელ გოდედი
Flag of Spain (1938 - 1945).svg მიგელ კაბანელიასი
ძალები
450 000 ჯარისკაცი
350 თვითმფრინავი
200 ქვემეხი
(1938) [2]
600 000 ჯარისკაცი
600 თვითმფრინავი
290 ქვემეხი
(1938) [3]
დანაკარგები
~500,000 [4]

ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).[5] ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.[6]

რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.

ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“, ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები.[7] უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ კაპა.

მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი, მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.

წინარეისტორია

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პირველი მსოფლიო ომი.

იმ დროს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინარებდა, ესპანეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, რითაც დიდი სარგებელი ნახა. ეწეოდა ვაჭრობას არა მარტო ანტანტის ქვეყნებთან, არამედ გერმანიასთანაც. 1913-1918 წლებში ესპანეთის ოქროს მარაგი თითქმის გაოთხკეცდა. ომმა მხოლოდ დროებით გამოაცოცხლა გაძვალტყავებული და დაძაბუნებული ესპანეთის ეკონომიკა. ომის დასასრულისათვის, თუმცა ესპანეთში ქვანახშირის მოპოვება, თუჯისა და ფოლადის გამოდნობა გაორკეცდა, მაგრამ იგი რჩებოდა აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ფეოდალური გადმონაშთებით.

ომის დამთავრება მძიმედ დაეტყო ესპანეთის ეკონომიკას. დაიხურა ასობით ფაბრიკა და ქარხანა. გაიზარდა უმუშევართა რიცხვი მსუბუქ მრეწველობაში. დაიწყო ინფლაცია, გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე. 1917 წლის 13 აგვისტოს დაიწყო საყოველთაო-პოლიტიკური გაფიცვა, რომელიც თითქმის ორ კვირას გაგრძელდა და იგი პოლიციასთან შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.

მთავრობათა ცვლა

ხუთი წლის განმავლობაში — 1917 წლის მიწურულიდან 1922 წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 11 მთავრობა შეიცვალა. ყოველი მათგანი ცდილობდა ქვეყნის მართვას კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში. მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარი არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა. 1923 წლისათვის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ძალაგამოცლილი ლიბერალები. სამეფო ტახტი ირყეოდა, რადგანაც საიმედო დასაყრდენი არ გააჩნდა. სახელმწიფო აპარატი რღვევის სტადიაში იმყოფებოდა, რაც მასობრივ კორუფციაში გამოიხატა. იყო გაფიცვა და ტერორი. კორტესებში ეწყობოდა მძაფრი დებატები. მაროკოში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი. ამასობაში კი ესპანეთში მწიფდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები.

1923 წლის 13 სექტემბერს გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ შეძლო სახელმწიფო გადატრალება მოეწყო და სამხედრო დიქტატურა დაემყარებინა. ეკონომიკის სფეროში დიქტატურის გეგმები უაღრესად ფართო და გრანდიოზული, მაგრამ იმავე დროს ნაკლებად საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება საგარეო პილიტიკის სფეროს, პრიმო დე რივერას დიქტატურამ საფრანგეთთან კავშირში შეძლო 1926-1927 წლებისათვის ჩაეხშო მაროკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

1929 წელს დაწყებული მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი მძიმე აღმოჩნდა ესპანეთისთვისაც. 20-იანი წლების დასასრულს დიქტატურა იზოლაციაში აღმოჩნდა. პრიმო დე რივერა იძულებული იყო ლავირება დაეწყო, მაგრამ მისი დიქტატურის ავტორიტეტის განმტკიცება აღარავითარ დათმობებს აღარ შეეძლო. მზარდი რევოლუციური მოძრაობით დაშინებულმა მონარქიულმა წრეებმა გადაწყვიტეს რივერას დიქტატურა მსხვერპლად შეეწირად მონარქიის გადარჩენის საქმისათვის. 1930 წლის 26 იანვარს პრიმო დე რივერა აიძულეს გადამდგარიყო. იგი საფრანგეთში წავიდა.

პრიმო დე რივერას დიქტატურა შეცვალა ბერენგერას მთავრობამ, რომელიც მასების დამშვიდებას ნაწილობრივი დათმობებით ცდილობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმმა ვერ შეაჩერეს რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა ქვეყანაში. 1931 წლის 14 თებერვალს ბერენგერას მთავრობა გადადგა. ხელისუფლების სათავეში მოსული ასნარას მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობის განმუხტვას მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გზით შეეცადა, რომელიც რესპუბლიკელთა ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. 14 აპრილს მეფე ალფონსო XIII იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა ალკალა სამორას მეთაურობით.

რესპუბლიკას საფრთხე ემუქრებოდა არა მარტო მონარქიული და კლერიკალური წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ 1931 წელს ესპანური ფაშიზმის იდეოლოგებმა — ლედესმამ და რედონდომ დააარსეს ფაშისტური პარტია „ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტა“ (შემოკლებით „ხონს“).[5] ამ პარტიის პარალელურად ყოფილი დიქტატორის მიგელ პრიმო დე რივერას შვილმა — ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ დააარსა თავისი ფაშისტური პარტია „ესპანური ფალანგა“. 1934 წლის თებერვალში მოხდა „ესპანური ფალანგის“ გაერთიანება „ხონსთან“, რის შედეგადაც შეიქმნა ესპანეთის ფაშისტური პარტია, რომელსაც ეწოდებოდა „ესპანური ფალანგა და ხონსი“. 1934 წლის მიწურულისათვის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა გახდა ამ პარტიისა და, მაშასადამე, ესპანური ფაშიზმის ბელადი.

Other Languages
беларуская (тарашкевіца)‎: Грамадзянская вайна ў Гішпаніі
brezhoneg: Brezel Spagn
français: Guerre d'Espagne
Fiji Hindi: Spanish Civil War
Bahasa Indonesia: Perang Saudara Spanyol
한국어: 스페인 내전
Lëtzebuergesch: Spuenesche Biergerkrich
Plattdüütsch: Spaansche Börgerkrieg
नेपाल भाषा: स्पेनी गृहयुद्ध
srpskohrvatski / српскохрватски: Španski građanski rat
Simple English: Spanish Civil War
Bân-lâm-gú: Se-pan-gâ Lōe-chiàn