ეროსი (მითოლოგია)

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეროსი.
ეროსი, პომპეუსის მარმარილო, ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმი

ეროსი (ძვ. ბერძნ. Έρως) — ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებად. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და უღრან, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.

ზოგჯერ ეროსი გაზაფხულის ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროსის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან ამურს უწოდებდნენ (ლათ. amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან კუპიდონს (cupido - გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი ტაძარი განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ეროტიდიები იმართებოდა.

თორმეტი ოლიმპოელი
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | არესი | დემეტრა | ზევსი |
პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი

მოგვიანებით მიაკუთვნეს: დიონისე |ჰებე | ჰერაკლე

Other Languages
Afrikaans: Eros (mitologie)
العربية: إيروس
asturianu: Eros
azərbaycanca: Erot
башҡортса: Эрот
Boarisch: Eros
беларуская: Эрот
български: Ерос
brezhoneg: Eros
bosanski: Eros
کوردی: ئێرۆس
čeština: Erós
Cymraeg: Eros
dansk: Eros (gud)
Ελληνικά: Έρως
English: Eros
Esperanto: Eroso
español: Eros
eesti: Eros
euskara: Eros
فارسی: اروس
suomi: Eros
français: Éros
Gaeilge: Earós
galego: Eros
עברית: ארוס
हिन्दी: ईरोस
hrvatski: Eros
magyar: Erósz
հայերեն: Էրոս
interlingua: Eros
Bahasa Indonesia: Eros
italiano: Eros
日本語: エロース
қазақша: Эрос
한국어: 에로스
Latina: Eros
Lëtzebuergesch: Eros (Mythologie)
lietuvių: Erotas
latviešu: Erots
македонски: Ерос (митологија)
Nederlands: Eros (god)
norsk nynorsk: Eros
norsk: Eros
ਪੰਜਾਬੀ: ਈਰੋਸ
português: Eros
română: Eros
русский: Эрот
sicilianu: Eros
Scots: Eros
srpskohrvatski / српскохрватски: Eros
Simple English: Eros
slovenčina: Eros (mytológia)
slovenščina: Eros
shqip: Erosi
српски / srpski: Ерос
svenska: Eros
தமிழ்: எரோசு
Tagalog: Eros
Türkçe: Eros
українська: Ерос
oʻzbekcha/ўзбекча: Erot
Tiếng Việt: Eros
West-Vlams: Eros (god)
Winaray: Eros
中文: 厄洛斯
粵語: 厄洛斯