ეროზია

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეროზია (მრავალმნიშვნელოვანი).
ეროზიული პროცესების შედეგი
ეროზია ერთ-ერთ კანიონში (აშშ)

ეროზია (ლათ. erosio – ამოჭმა) — წყლის ნაკადის დამანგრეველი ზემოქმედება კალაპოტის ამგებელ ქანებსა და ნიადაგზე. გაპირობებულია წყლის ჭავლის და ნაკადში ატივტივებული მყარი მასალის უშუალო მექანიკური მოქმედებით კალაპოტზე. აღნიშნული პროცესები, ჩვეულებრივ, ერთდროულად მიმდინარეობს. ნაკადის ეროზიულ უნარს განსაზღვრავს წყლის მასა, დინების სიჩქარე და მყარი მასალის რაოდენობა.

ხანგრძლივი ეროზიული მოქმედების შედეგად ნაკადი გამოიმუშავებს ისეთ გასწვრივ პროფილს, რომლის დახრილობა მატულობს შესართავიდან სათავისაკენ. ესაა წონასწორობის პროფილი, რომლის ქვემო წერტილს ეროზიის ბაზისი ეწოდება.

ეროზიის ბაზისის დაწევა იწვევს ეროზიის გაძლიერებას, აწევა კი — შენელებას. ეროზიის შედეგად დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ხაზობრივი გავრცელების მქონე ეროზიული ფორმები — ხრამი, ხევი, ხეობა, კანიონი და სხვა.

ეროზიის ზემოქედება რელიეფის მსხვილ ელემენტებზე (ქედი, მთის მასივი) იწვევს მათ დანაწევრებას და ეროზიული რელიეფის შექმნას, რელიეფის დანაწევრების სიღრმეს განსაზღვრას დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობის ხასითი. ფართო გაგებით ეროზია მოიცავს ეგზოგენური პროცესების დამანგრეველ ზემოქმედებას. ეროზიულ პროცესებს მოყვება ეროზიული რელიეფის შექმნა, რომელიც მსოფლიოში საყოველთად არის გავრცელებული. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

საქართველოში ეროზიული რელიეფი მეტად ფართოდაა გავრცელებული. ეროზიული ფორმების უქონლობა მხოლოდ ისეთ სივრცეებს ახასიათებს, სადაც ამჟამად აკუმულაცია მიმდინარეობს (კოლხეთის დაბლობის შუა, დაოჭაობებული ნაწილი). კავკასიონის მაღალ ნაწილებში და ანტიკავკასიონის უმაღლეს მასივებზე ისინი გარდაქმნილია ყინულის მექანიკური მოქმედებით და ნაწილობრივ ამოვსებულია მყინვარებითა და ფირნის მინდვრებით, ხოლო კირქვულ სუბსტრატზე მათ კარსტული დრენაჟის შედეგად წყლის ნაკადი დაუკარგავთ და „მკვდარი ხეობების“ სახით გვევლინებიან. ასეთი რელიქტური ეროზიული ხეობები, კარსტული მხარეების გარდა, სხვა რეგიონებშიცაა მდინარეული მოტაცებებისა და ჰავის გამშრალების შედეგად.

ცნება ეროზია შემოიღო ამერიკელმა გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1877 წელს.

Other Languages
Afrikaans: Erosie
aragonés: Erosión
العربية: تعرية
asturianu: Erosión
azərbaycanca: Eroziya
беларуская: Эрозія (геалогія)
български: Ерозия
brezhoneg: Krignerezh
bosanski: Erozija
català: Erosió
čeština: Eroze
Cymraeg: Erydiad
dansk: Erosion
Ελληνικά: Αποσάθρωση
English: Erosion
Esperanto: Erozio
español: Erosión
eesti: Erosioon
euskara: Higadura
فارسی: فرسایش
suomi: Eroosio
français: Érosion
Gaeilge: Cnaí
galego: Erosión
Avañe'ẽ: Yvysyry
עברית: סחיפה
हिन्दी: अपरदन
hrvatski: Erozija
Kreyòl ayisyen: Ewozyon
հայերեն: Էրոզիա
Bahasa Indonesia: Erosi
íslenska: Rof
italiano: Erosione
日本語: 侵食
Patois: Iruojan
қазақша: Эрозия
한국어: 침식
Lëtzebuergesch: Erosioun
Limburgs: Erosie
lietuvių: Erozija
latviešu: Erozija
Basa Banyumasan: Erosi
македонски: Ерозија
Bahasa Melayu: Penghakisan
Nederlands: Erosie
norsk nynorsk: Erosjon
norsk: Erosjon
occitan: Erosion
polski: Erozja
português: Erosão
Runa Simi: Allpa chinkari
română: Eroziune
Scots: Erosion
srpskohrvatski / српскохрватски: Erozija
Simple English: Erosion
slovenčina: Erózia
slovenščina: Erozija
shqip: Abrazioni
српски / srpski: Ерозија
svenska: Erosion
Kiswahili: Mmomonyoko
Tagalog: Erosyon
Türkçe: Erozyon
українська: Ерозія
Tiếng Việt: Xói mòn
Winaray: Pagtuno
中文: 侵蚀作用
Bân-lâm-gú: Chhim-si̍t