ემბრიოგენეზი

Gray9.png

ემბრიოგენეზი — ჩანასახოვანი ანუ ემბრიონული განვითარება. ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პირველი პერიოდი განაყოფიერებიდან აქტიური ცხოვრების დაწყებამდე.

ემბრიოგენეზი იწყება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებით. განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედს ეწოდება ზიგოტა. ზიგოტა დიპლოიფური უჯრედია. ზიგოტა განიცდის მიტოზურ დაყოფას და უჯრედულ დიფერენციაციას, რასაც შედეგად მოჰყვება მრავალუჯრედიანი ემბრიონის ჩამოყალიბება.

განაყოფიერება და ზიგოტა

განაყოფიერება - ესაა გამეტების შერწყმა ახალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად. ცხოველებში, ეს პროცესი მოიცავს სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას, რასაც შედეგად მოჰყვება ჩანასახის ჩამოყალიბება. იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ორგანიზმზეა საუბარი, განაყოფიერების პროცესი შეიძლება მოხდეს მდედრის სხეულში, რასაც შინაგანი განაყოფიერება ეწოდება, ან გარეგანი განაყოფიერებით.

განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ეწოდება ზიგოტა.

Other Languages
العربية: تخلق مضغي
bosanski: Embriogeneza
català: Embriogènesi
Ελληνικά: Εμβρυογένεση
English: Embryogenesis
español: Embriogénesis
euskara: Enbriogenesi
français: Embryogenèse
hrvatski: Embriogeneza
Bahasa Indonesia: Embriogenesis
日本語: 胚発生
қазақша: Эмбриогенез
lietuvių: Embriogenezė
Nederlands: Embryogenese
polski: Embriogeneza
português: Embriogénese
srpskohrvatski / српскохрватски: Embriogeneza
slovenčina: Embryogenéza
中文: 胚胎发育