ელბა

Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელბა (მრავალმნიშვნელოვანი).
ელბა
Elbe
Labe udoli.jpg
მდინარე ელბა (ლაბა) ჩეხეთში
ქვეყნები ჩეხეთის დროშა ჩეხეთი, გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ჰამბურგი, დრეზდენი, მაგდებურგი, უსტი
სათავე კრკონოშეს მთები
50°46′32″ ჩ. გ. 15°32′10″ ა. გ. / 50°46′32″ ჩ. გ. 15°32′10″ ა. გ. / 50.77556; 15.53611
შესართავი ჩრდილოეთის ზღვა
53°55′20″ ჩ. გ. 8°43′20″ ა. გ. / 53°55′20″ ჩ. გ. 8°43′20″ ა. გ. / 53.92222; 8.72222
შესართავის მდებარეობა გერმანია
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 1165 კმ
აუზის ფართობი 148 268 კმ²
Elbe Einzugsgebiet.png
ელბას აუზი
ელბა (ცენტრალური ევროპა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ელბა (ჩეხ. Labe; გერმ. Elbe) — მდინარე ჩეხეთსა და გერმანიაში. დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძე 1165 კმ, აუზის ფართობი 148 ათ. კვ.კმ.სათავე აქვს ჩეხეთში, კრკონოშეს მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ პარდუბიცემდე მიედინება ჭორომიან კალაპოტში, აჩენს 70 მ-მდე სიმაღლის ელბის ჩანჩქერს.

ქვემოთ ხეობა განიერდება, ქალაქ მელნიკთან უერთდება მდინარე ვლტავა, შემდეგ კი მდინარე ოგრჟე. ჩეხეთის რესპუბლიკაში მდინარე 405 კმ მანძილზე მიედინება და აქ მას ლაბას ეძახიან. ქალაქ მაისენს ქვემოთ ელბა ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე გადის. მაგდებურგის რაიონში მისი სიგანეა 250 მ, ჰამბურგთან — 500 მ.

ელბა ერთვის ჩრდილოეთის ზღვას, სადაც 2,5 კმ-იდან 15 კმ-მდე სიგანი ესტუარს ქმნის. მთავარი შენაკადებია: მარჯვ. — იიზერა, შვარცე-ელსტერი, ჰაფელი, ელდე; მარცხ. — ორლიცე, ვლტავა, ოგრჟე, მულდე, ზაალე, ალანდი.

გაზაფხულზე იცის წყალდიდობა (1-3 თვე, მაქსიმუმი აპრილში), ზაფხულში - წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში ქალაქ გეესტჰახტთან 700 მ³/წმ, უდიდესი 4070 მ³/წმ, უმცირესი 145 მ³/წმ. მთიან ნაწილში იყინება 1,5-2 თვით, ქვემოთში 2-3 კვირით. თბილ ზამთარში არ იყინება. ზღვის მოქცევის გავლნა ელბაზე 160 კმ-ზე ვრცელდება.

ელბა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ კოლინამდე (ჩეხეთი), 947 კმ. ელბა არხებით არის შეერთებული მდინარეების ვეზერის, ემსის, რაინისა და ოდერის აუზებთან. ქალაქ მაგდებურგს ქვემოთ ელბამდე მიყვანილია სანაოსნო არხები.

ელბის ნაპირებზეა გაშენებული დიდი ქალაქები და ნავსადგურები: ჰამბურგი (გერმანია), დრეზდენი, მაგდებურგი (გერმანია), უსტი (ჩეხეთი).

Other Languages
Afrikaans: Elbe
Alemannisch: Elbe
አማርኛ: ኤልበ ወንዝ
aragonés: Río Elba
Ænglisc: Ælf ēa
العربية: إلبه
asturianu: Ríu Elba
azərbaycanca: Elba çayı
تۆرکجه: البه چایی
башҡортса: Эльба
беларуская: Эльба
беларуская (тарашкевіца)‎: Лаба
български: Елба
भोजपुरी: एल्ब
brezhoneg: Elbe
bosanski: Laba
català: Elba (riu)
čeština: Labe
kaszëbsczi: Łaba
Cymraeg: Afon Elbe
dansk: Elben
Deutsch: Elbe
dolnoserbski: Łobjo
Ελληνικά: Έλβας
English: Elbe
Esperanto: Elbo (rivero)
español: Río Elba
eesti: Elbe
euskara: Elba (ibaia)
فارسی: رود البه
suomi: Elbe
français: Elbe (fleuve)
Nordfriisk: Ialew
Frysk: Elbe
Gaeilge: An Eilbe
galego: Río Elba
עברית: אלבה (נהר)
Fiji Hindi: Elbe Naddi
hrvatski: Laba
hornjoserbsce: Łobjo
Հայերեն: Էլբա
Bahasa Indonesia: Elbe
Interlingue: Elbe
Ido: Elbe
íslenska: Saxelfur
italiano: Elba (fiume)
日本語: エルベ川
한국어: 엘베강
Кыргызча: Эльба
Latina: Albis
Lëtzebuergesch: Elbe
lumbaart: Elba
lietuvių: Elbė
latviešu: Elba
македонски: Елба
മലയാളം: എൽബ് നദി
मराठी: एल्ब नदी
Bahasa Melayu: Sungai Elbe
Plattdüütsch: Elv
Nedersaksies: Elve
Nederlands: Elbe (rivier)
norsk nynorsk: Elbe
norsk: Elben
occitan: Elba (riu)
polski: Łaba
پنجابی: دریائے ایلب
português: Rio Elba
română: Râul Elba
русский: Эльба (река)
Scots: Elbe
سنڌي: لابي
srpskohrvatski / српскохрватски: Laba
Simple English: Elbe
slovenčina: Labe
slovenščina: Laba
shqip: Elba
српски / srpski: Лаба
Seeltersk: Elbe
svenska: Elbe
Kiswahili: Elbe
ślůnski: Łaba
தமிழ்: எல்பா ஆறு
Tagalog: Ilog Elba
Türkçe: Elbe Nehri
татарча/tatarça: Эльба
українська: Ельба
اردو: ایلب
oʻzbekcha/ўзбекча: Elba
vepsän kel’: El'b
Tiếng Việt: Elbe
Winaray: Salog Elbe
ייִדיש: עלבע (טייך)
中文: 易北河
粵語: 易北河