ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია
European People's Party

თავმჯდომარე ვილფრიდ მარტენსი
დაფუძნდა 1976 წლის 8 ივლისი
იდეოლოგია ქრისტიან-დემოკრატიული და კონსერვატიული
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრისტული
ფერები ლურჯი და ოქროსფერი

ევროპის სახალხო პარტია (ესპ)პოლიტიკური ცენტრის გაერთიანება. იგი აერთიანებს მსგავსი იდეოლოგიების ნაციონალურ პარტიებს, ევროსაბჭოს წევრ და ასცორიებული წევრობის მქონე ქვეყნებიდან. ასევე ამყარებს ახლო კონტაქტს სავარაუდო კანდიდატ ქვეყნებთან. იგი წარმოადგენს ევროპის პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს გაერთიანებას, რომელიც შეიქმნა 1976 წელს ქრისტიან დემოკრატიული პარტიების მიერ. დღესდღეობით იგი მოიცავს ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის, როგორც ქრისტიან-დემოკრატიულ, ასევე კონსერვატიულ, ევროპულ ფედერალისტულ და ლიბერალ კონსერვატიულ პარტიებს.

ესპ ყველაზე მსხვილი ევროპული გაერთიანებაა და ფლობს უმრავლესობას ევროპარლამენტში. მასში ამჟამად გაერთიანებულია ევროპის 39 ქვეყნის 75 პარტია. მის ხელმძღვანელობაში შედიან ევროკავშირის 16 წევრი და 7 არა-წევრი ქვეყნის პარტიები, მათ შორის საქართველოდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან დემოკრატიული პარტია. 1990 წლიდან პარტიას ხელმძღვანელობს ბელგიის ყოფილი პრემიერი ვილფრიდ მარტენსი.

პარტიას 35 წლიანი ისტორიის პერიოდში 4 თავმჯდომარე ჰყავდა:

  • ბელგიის დროშა ლეო ტინდემანსი (1976–1985)
  • ნიდერლანდების დროშა პიტ ბუკმანი (1985–1987)
  • ლუქსემბურგის დროშა ჟაკ სანტერი (1987–1990)
  • ბელგიის დროშა ვილფრიდ მარტენსი (1990–)
Other Languages
azərbaycanca: Avropa Xalq Partiyası
Bahasa Indonesia: Partai Rakyat Eropa
日本語: 欧州人民党
한국어: 유럽 인민당
Lëtzebuergesch: Europäesch Vollekspartei
srpskohrvatski / српскохрватски: Evropska narodna partija