ეგზისტენციალიზმი

მარცხნიდან-მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ: კირკეგორი, დოსტოევსკი, ნიცშე, სარტრი

ეგზისტენციალიზმი[1]ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ეგზისტენციალიზმი სათავეს იღებს მე-19 საუკუნის გვიანდელი პერიოდისა და მე-20 საუკუნის ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან. მიუხედავად ძირეული დოგმატური განსხვავებებისა[2][3][4] , ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობები იზიარებენ საერთო შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფილოსოფიური აზროვნების საწყისი ადამიანიდან მომდინარეობს. ადამიანი, როგორც სუბიექტი ინდივიდუალური აზროვნების, ქმედების, გრძნობისა და არსებობის, ეგზისტენციალური ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს.[5] ეგზისტენციალიზმში ინდივიდის საწყისი წერტილი უკავშირდება „ეგზისტენციალურ მდგომარეობას”, როდესაც ადამიანი კარგავს ორიენტირების უნარს სამყაროში, სადაც ყველაფერი უაზრო და აბსურდულია.[6]

სიორენ კირკეგორი მიჩნეულია პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად,[2][7][8] თუმცა მას არასდროს გამოუყენებია ტერმინი „ეგზისტენზიალიზმი”[9]. ის მიიჩნევდა, რომ ყოველი ინდივიდი (არა საზოგადოება და რელიგია) ვალდებულია, გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ ცხოვრებას და ის მტკიცედ და ჭეშმარიტად განვლოს.[10][11] ეგზისტენციალიზმმა პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოიპოვა და გარდა ფილოსოფიისა, გავლენა მოახდინა თეოლოგიაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და ფსიქოლოგიაზე.[12]

ტერმინის განსაზღვრება

ეგზისტენციალიზმის ტერმინის ერთ განსაზღვრებამდე ჯერჯერობით ფილოსოფოსები ვერ შეთანხმდნენ. ტერმინი უკავშირდება ბევრ ისეთ ფილოსოფოსს, რომელნიც ფილოსოფიის ამ მიმართულებას მათი გარდაცვალების შემდგომ მიაკუთვნეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად სიორენ კირკეგორია აღიარებული, პირველი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, რომელმაც გამოიყენა ეს ტერმინი საკუთარი მსოფლმხედველობის გადმოსაცემად, იყო ჟან-პოლ სარტრი. სარტრის შეხედულებით „ყველა ეგზისტენციალისტს აერთიანებს ერთი ფუნდამენტალური დოქტრინა, არსებობა წინ უსწრებს არსებას”.[13] ფილოსოფოს სტივენ კროუელის განმარტებით, ეგზისტენციალიზმის განსაზღვრა რთულია, ამიტომ უმჯობესია მისი გააზრება ზოგადი მსოფმხედველობიდან გამომდინარე და არა სისიტემური ფილოსოფიის თვალთახედვიდან.[2] სარტრმა 1945 წელს ჩატარებულ ლექციაში ეგზისტენციალიზმი განმარტა, როგორც „მცდელობა ყველა ვითარება ათეისტური ხედვიდან შეაფასო”.[14]

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკანდინავიელი მოზაროვნე მიიჩნევს, რომ ტერმინი „ეგზისტენციალიზმი” თავად კირკეგორს ეკუთვნის, მეტად სავარაუდოა, რომ კირკეგორმა ეს ტერმინი (ან თუნდაც ტერმინი „ეგზისტენციალური”, როგორც მისი ფილოსოფიის აღწერა) აიღო ნორვეგიელი პოეტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის იოჰან სებასტიან ველჰავენისგან.[15] ეს მტკიცება ორი წყაროდან მოდის. პირველი ვერსიიდან გამომდინარე, დანიელი ფილოსოფოსი ფრედერიკ სიბერნი 1941 წელს პირადად შეხვდა და გაესაუბრა თავდაპირველად იოჰან ველჰავენს, რომელმაც ახსენა ტერმინი ეგზისტენციალიზმი „მან გამოიყენა სიტყვა, რომელიც მოიცავდა გარკვეულ აზროვნებას, დაკავშირებულს ცხოვრების ახლო და პოზიტიურ ხედვასთან”.[16] შემდეგ კი ის შეხვდა კირკეგორს, რომელსაც ამ თემაზე ესაუბრა და საიდანაც კირკეგორმა მიითვისა ეს ტერმინი.

მეორე ვარაუდს კი გამოთქვამს ნორვეგიელი ისტორიკოს რუნე სლაგსტაგს, რომელიც ამტკიცებს, რომ კირკეგორიმა განაცხადა, რომ ტერმინი „ეგზისტენცია” მან პოეტისგან ისესხა. ის მტკიცედ გამოთქვამს თავის აზრს, რომ კირკეგორმა თავად თქვა, „ჰეგელიანელები ფილოსოფიას არ განიხილავენ „ეგზისტენციალურად”, რომ გამოვიყენო იოჰან ველჰავენის ტერმინი, რომელთანაც ერთხელ ფილოსოფიაზე ვისაუბრე”.[17] მეორე მხრივ, ნორვეგიელი ისტორიკოსი ანე-ლისე სეიპი კრიტიკულად უყურებს ის რუნე სლაგსტაგის მტკიცებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ტერმინი ნორვეგიელ ლიტერატურის ისტორიკოსს, კატრინუს ბანგს ეკუთვნის.[18]

ეტიმოლოგია

პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „ეგზისტენციალიზმი” ფრანგი ფილოსოფოსი გაბრიელ მარსელია.[19][20][21] თავდაპირველად, 1945 წელს, როდესაც მან გააჟღერა ეს ტერმინი თავის კოლოქვიუმში, სარტრმა უარყო ის.[22] თუმცა, შემდეგ სარტრმა შეიცვალა აზრი და 1945 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც ის პარიზში ლექციას ატარებდა, სახალხოდ მიაკუთვნა საკუთარი თავი ეგზისტენციალურ ფილოსოფიას. ლექცია გამოქვეყნდა სათაურით „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია”. მცირე მოცულობის, მაგრამ დიდი პოპულარობის მომხვეჭი წიგნი, იქცა ეგზისტენციალური იდეების გამავრცელებელ მნიშვნელოვან ნაშრომად.[23]

ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ტერმინი „ეგზისტენციალიზმი” მხოლოდ 1940-1950-იანი წლების ევროპულ კულტურულ მოძრაობას უნდა მიეკუთვნოს და იმ პერიოდში მოღვაწე ფილოსოფოსთა, ჟან-პოლ სარტრის, სიმონა დე ბოვუარის, მერლო-პონტის და ალბერ კამიუს ნაშრომებს. ზოგიერთი სწავლული კი ეგზისტენციალიზტურ ფილსოფიას კრიკეგორის მოღვაწეობამდე აფართოებს, სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და სოკრატესაც ეგზისტენცილისტ მოაზროვნედ მიიჩნევენ.[24] თავის მხრივ, კირკეგორი თვლიდა, რომ სოკრატე ეგზისტენციალისტი მოაზროვნე იყო, რომელიც თავის ეგზისტენციას თავისსავე ფილოსოფიურ მსჯელობას უკავშირებდა. თუმცა, ტერმინი მეტწილად ჟან-პოლ სარტრის ფილსოფიურ ხედვასთან ასოცირდება.[2]

Other Languages
Afrikaans: Eksistensialisme
Alemannisch: Existenzialismus
አማርኛ: ኅልውነት
العربية: وجودية
مصرى: وجوديه
asturianu: Esistencialismu
azərbaycanca: Ekzistensializm
башҡортса: Экзистенциализм
беларуская: Экзістэнцыялізм
беларуская (тарашкевіца)‎: Экзыстэнцыялізм
čeština: Existencialismus
Cymraeg: Dirfodaeth
Zazaki: Estbiyayenı
Ελληνικά: Υπαρξισμός
Esperanto: Ekzistadismo
español: Existencialismo
français: Existentialisme
Gaeilge: Eiseachas
贛語: 存在主義
Avañe'ẽ: Jeikogua reko
interlingua: Existentialismo
Bahasa Indonesia: Eksistensialisme
íslenska: Tilvistarstefna
italiano: Esistenzialismo
日本語: 実存主義
la .lojban.: zatsi'o
한국어: 실존주의
Bahasa Melayu: Eksistensialisme
Nederlands: Existentialisme
norsk nynorsk: Eksistensialisme
ਪੰਜਾਬੀ: ਅਸਤਿਤਵਵਾਦ
português: Existencialismo
română: Existențialism
srpskohrvatski / српскохрватски: Egzistencijalizam
Simple English: Existentialism
slovenčina: Existencializmus
slovenščina: Eksistencializem
српски / srpski: Egzistencijalizam
Türkçe: Varoluşçuluk
українська: Екзистенціалізм
اردو: وجودیت
oʻzbekcha/ўзбекча: Ekzistensializm
Tiếng Việt: Chủ nghĩa hiện sinh
中文: 存在主义
Bân-lâm-gú: Chûn-chāi-chú-gī
粵語: 存在主義