დიპოლი

დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც დაახლოებით დიპოლურია.

ფიზიკაში არსებობს ორი სახის დიპოლი:

  • ელექტრული დიპოლი — სისტემა, რომელიც შედგენილია გარკვეული მანძილებით დაშორებული ელექტრული მუხტებისგან. დიპოლის უმარტივესი მაგალითია შედარებით მცირე მანძილით დაშორებული ორი სიდიდით ტოლი და ნიშნით საპირისპირო მუხტისგან შედგენილი სისტემა.
  • მაგნიტური დიპოლი შეიძლება შეიქმნას ელექტრული დენის ცირკულაციის შედეგად. მაგნიტური დიპოლის უმარტივესი მაგალითია გამტარის ერთი მარყუჟი, რომელშიც მუდმივი დენი გადის.[1][2]

დიპოლი ხასიათდება დიპოლური მომენტით, რომელიც ვექტორული სიდიდეა. ზემოთ აღწერილი უმარტივესი ელექტრული დიპოლისთვის ელექტრული დიპოლური მომენტი არის ვექტორი, რომელიც მიმართულია უარყოფითი მუხტიდან დადებითი მუხტისკენ, ხოლო მისი სიდიდე დადებით მუხტსა და მუხტებს შორის მანძილის ნამრავლის ტოლია. დენიანი მარყუჟისთვის მაგნიტური დიპოლური მომენტი მიმართულია მარყუჟის სიბრტყის მართობულად (მარჯვენა ხელის წესის მიხედვით), ხოლო მისი სიდიდე მარყუჟში გამავალი დენისა და გამტარით შომოფარგლული ფართის ნამრავლის ტოლია.

ელექტრული დიპოლის მიერ შექმნილი ველის ძალწირები
მაგნიტური დიპოლის მიერ შექმნილი ველის ძალწირები


Other Languages
العربية: ثنائي قطب
беларуская: Электрычны дыполь
беларуская (тарашкевіца)‎: Электрычны дыполь
български: Дипол
català: Dipol
dansk: Dipol
Deutsch: Dipol
English: Dipole
Esperanto: Dupoluso
eesti: Dipool
Gaeilge: Déphol
עברית: דיפול
हिन्दी: द्विध्रुव
hrvatski: Dipol
հայերեն: Դիպոլ
日本語: 双極子
қазақша: Диполь
Nederlands: Dipool
norsk nynorsk: Dipol
norsk: Dipol
polski: Dipol
Piemontèis: Dipòlo elétrich
português: Dipolo
română: Dipol
Scots: Dipole
srpskohrvatski / српскохрватски: Dipolni moment
Simple English: Dipole
slovenčina: Elektrický dipól
slovenščina: Električni dipol
српски / srpski: Дипол
Türkçe: Dipol
українська: Диполь
中文: 偶極子