დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

Disambig-dark.svgსიტყვას „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დინამო თბილისი
დინამო თბილისის ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი
მეტსახელი ლურჯ-თეთრები
დაარსდა 1925 წლის შემოდგომაზე
სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 55 000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა რომან ფიფია
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ კაჭარავა
ლიგა ეროვნული ლიგა
2016 მე-2 ადგილი (თეთრი ჯგუფი)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„დინამო“თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 12-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.

თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.

სექციების სია

Other Languages
azərbaycanca: Dinamo Tbilisi FK
беларуская: ФК Дынама Тбілісі
беларуская (тарашкевіца)‎: Дынама Тбілісі
Deutsch: Dinamo Tiflis
Esperanto: Dinamo Tbiliso
Bahasa Indonesia: FC Dinamo Tbilisi
lietuvių: Dinamo T'bilisi
Nederlands: FC Dinamo Tbilisi
norsk nynorsk: Dinamo Tbilisi
português: SK Dinamo Tbilisi
Simple English: FC Dinamo Tbilisi
српски / srpski: ФК Динамо Тбилиси
українська: Динамо (Тбілісі)
oʻzbekcha/ўзбекча: Dinamo Tbilisi