დიალიზი

პაციენტი დიალიზის მიღებისას

დიალიზიორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს.

ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დასჭირდეთ, თუმცა ყველაზე ხშირად ეს თირკმელების უკმარისობაა. ექიმები მკურნალობის ამ მეთოდს ნიშნავენ, როდესაც შარდის გამოყოფა შემცირებულია ან ზოგი სპეციფიკური მდგომარეობა ვითარდება. თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს დიალიზი გრძელდება მანამ, სანამ სისხლის ანალიზით არ დადასტურდება, თირკმელების ფუნქცია აღდგენილია. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონეთათვის ეს მეთოდი ხანგრძლივად ან დროებით გამოიყენება, სანამ თირკმელი გადაინერგება. ხანმოკლე ან გადაუდებელი დიალიზი შეიძლება მაშინ გახდეს საჭირო, როდესაც აუცილებელია რამე მედიკამენტის ან შხამის სასწრაფოდ მოცილება ორგანიზმიდან.

გრძელვადიანი დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღებია არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი ხომ აპარატებზე ხდება დამოკიდებული სიცოცხლის შესანარჩუნებლად. თუმცაღა, უმრავლესობისთვის ეფექტური დიალიზი სიცოცხლის დამაკმაყოფილებელ ხარისხს უზრუნველყოფს. ადამიანთა დიდი ნაწილი, ვისაც დიალიზი უტარდება, იკვებება შესაბამისი საკვებით, მათ არტერიული წნევა ნორმაში აქვთ, თავიდან იცილებენ ნერვების დაზიანებას, ანემიასა და სხვა გართულებებს.

დიალიზის ჩასატარებლად სპეციალისტთა გუნდია საჭირო. ექიმი ნიშნავს მკურნალობის ამ მეთოდს, მართავს გართულებებს და უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას. ექთანი აკვირდება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, გონებრივ ჯანმრთელობას და ინფორმაციას აწვდის მას დიალიზზე, იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

Other Languages
العربية: غسيل كلوي
български: Диализа
bosanski: Dijaliza
čeština: Dialýza
Cymraeg: Dialysis
dansk: Dialyse
Deutsch: Dialyse
English: Dialysis
Esperanto: Dializo
español: Diálisis
euskara: Dialisi
فارسی: دیالیز
suomi: Dialyysi
français: Dialyse
Gaeilge: Scagdhealú
עברית: דיאליזה
हिन्दी: डायलिसिस
hrvatski: Dijaliza
magyar: Dialízis
Bahasa Indonesia: Dialisis
日本語: 人工透析
한국어: 인공투석
lietuvių: Dializė
മലയാളം: ഡയാലിസിസ്
Bahasa Melayu: Dialisis
Nederlands: Dialyse
norsk nynorsk: Dialyse
norsk: Dialyse
polski: Dializa
português: Diálise
srpskohrvatski / српскохрватски: Dijaliza
Simple English: Dialysis
shqip: Dializa
српски / srpski: Дијализа
svenska: Dialys
Türkçe: Diyaliz
українська: Діаліз (урологія)
oʻzbekcha/ўзбекча: Dializ
中文: 透析
粵語: 洗腎