დეჟავიუ

დეჟავიუ (Listeni/;[1][2] წარმოთქმა ფრანგულად: [deʒa vy] ( მოსმენა)) — შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში[3][4][5][6]. დეჟა ვუ არის ნაცნობობის შეგრძნება, ხოლო დეჟა ვექუ (შეგრძნება, თითქოს ეს რაღაც უკვე აღმქმელს გადახდენია/გაუვლია ცხოვრებაში) არის მოგონების განცდა[7][8]. სამეცნიერო მიღწევები დეჟა ვუ-ს ხსნიან არა როგორც პრეკოგნიციას ან წინასწარმეტყველებას, არამედ, როგორც მეხსიერების ანომალიას, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამწამინდელი გამოცდილება ახსენდება[9][10]. ფენომენის ამგვარ ახსნას ამყარებს ის ფაქტი, რომ დეჟა ვუ-ს დროს გახსენების განცდა ძალიან მძაფრია ძირითად შემთხვევებში, მაგრამ წინა გამოცდილების გარემოება (როდის, სად და როგორ მოხდა აწმყოს წინა გამოცდილება) გაურკვეველია. არსებობს ორი სახის დეჟა ვუ. პათოლოგიური, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ეპილეფსიასთან და არაპათოლოგიური, რომელიც ფიზიოლოგიურია და შეიძლება ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანსაც ახასიათებდეს[11][12][13][14].2004 წლის კვლევებმა აჩვენეს რომ პოპულაციის 2/3-ს ჰქონია დეჟა ვუს გამოცდილება[15]. სხვა კვლევებმა დაადასტურეს, რომ დეჟა ვუ არის საერთო გამოცდილება ჯანმრთელი ადამიანების 31-96% ში. დეჟა ვუ შეიძლება იყოს ასოცირებული ჰალუცინაციებთან, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებებისა[16].ტერმინი მომდინარეობს ფრანგული ენიდან და ნიშნავს უკვე ნანახს.

აშლილობებთან კავშირი

ადრეული კვლევებში ცდილობდნენ ეპოვნათ კავშირი დეჟა ვუ-სა და გონებრივ დაავადებებს შორის, როგორიც არის შფოთი, დისოციაციური იდენტობის მოშლა და შიზოფრენია, თუმცა ღირებული დიაგნოსტიკური კორელაციის პოვნა ვერ შეძლეს [17]. როგორც ჩანს, დეჟა ვუ-სა და შიზოფრენიას შორის, რაიმე სპეციფიკური კავშირი არ არსებობს[18][19].

ყველაზე მჭიდრო პათოლოგიური კავშირი აღმოჩნდა დეჟ ვუ- სა და საფეთქლის ეპილეფიას შორის[20][21][22][23][24][25]. ამ კორელაციამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დეჟა ვუ შესაძლოა იყოს ნევროლოგიური ანომალია, რომელიც დაკავშირებულია ტვინში არასათანადო იმპულსების გადარებასთან, რომელიც გვიქმნის შეგრძნებას, რომ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში და ამის გამოცდილება ადამიანს უკვე აქვს. როგორც ადამიანების უმეტესობა იტანჯება (არაპათოლოგიური) რეგულარული ეპილეფსიური ეპიზოდებით ( ჰიპნაგოგური რეფლექსი, „jolt“) ხდება ხოლმე ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ჩაძინებამდე, ვარაუდობენ, რომ მსგავსი ნევროლოგიური ცდომილება ხდება დეჟა ვუ-ს დროს, რაც მცდარი მეხსიერების გამომწვევი. მეცნიერები ასევე დეჟა ვუ-სთან მიმართებაში ითვალისწინებდნენ გენეტიკურ ფაქტორსაც დეჟა ვუ-სთან მიმართებში. ამჟამად, არცერთი გენი არ არის ცალსახად დაკავშირებული დეჟა ვუ-სთან, თუმცაღა ვარაუდობენ, რომ LGII გენი, მეათე ქრომოსომაზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული დეჟა ვუ სთან[26].

2008 წლის კვლევებმა დაადასტურა, რომ დეჟა ვუ, არ არის რაიმე სახის პათოლოგიური დისოციალური გამოცდილება[27].

ფარმაკოლოგია

ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება ზრდის დეჟა ვუს შანსებს მომხმარებლებში, რის შედეგადაც იქმენა ეფექტი, თითქოს მომენტი, რომელიც ახლა ხდება, თითქოს უკვე მომხდარა აქამდე. ზოგიერთი ფარმაცევტული წამლის ერთად მიღება ასოცირდება დეჟა ვუს გამომწევევ ფაქტორთანაც. Taiminen და Jääskeläinen მა [28]. კვლევა წარადგინეს ჯანმრთელი ადამიანის შესახებ, რომელსაც დაეწყო ინტენსიური და განმეორებადი დეჟა ვუ მას შემდეგ, რაც დაიწყო ამანტადინის და ფენილპროპანოლამინის მიღება, გრიპის სიმპტომების წინააღმდეგ. იგი იმდენად დაინტერესდა ამ გამოცდილებით, რომ მთლიანად დაასრულა მკურნალობის კურსი და მაშინცე ამცნო ფსიქოლოგებს და მოუწოდა საკუთარი ქეისის შესწავლისკენ. წამლის დოპამინერგიული აქტივობიდან და ადრინდელი აღმოჩენებიდან, ტვინის ელექტრული სტიმულირების შესახებ,[29]. Taiminen და Jääskeläinen მა დაასკვნეს, რომ დეჟა ვუ ტვინის შუა ნაწილში ჰიპერდოპამინერიული აქტივობის შედეგია.

ახსნა

მეხსიერებაზე დაფუძნებული ახსნა

კვლევებმა დეჟა ვუს გამოცდილება მეხსიერების კარგად ფუნქციონირებას დაუკავშირეს[30].

დეჟა ვუსა და მოგონების მსგავსებამ შეიძლება დაბადოს შეგრძნება, თითქოს ეს გამოცდილება წარსულში უკვე არსებულა[17][31]. ისეთი გამოცდილება, რომელიც ცხად ასოციაციებს იწვევს რაღაც შეგრძნებებზე, რომლის გახსენებაც შეუძლებელია, დეჟა ვუდ შეიძლება იქცეს.

იმისთვის, რომ ეს შეგრძნება ექსპერიმენტულ დონეზე წარმოექმნათ, ბანისტერმა და ზანგვილმა (1941)[32][33] გამოიყენეს ჰიპნოზი, რათა გამოეწვიათ პაციენტებში პოსტ-ჰიპნოზური ამნეზია იმ მასალაზე, რომელიც მათ უკვე ნანახი ჰქონდათ. როდესაც მასალასთან შეხება განმეორდა, პოსტ-ჰიპნოზური ამნეზიით გამოწვეულმა შეზღუდულმა აქტივაციამ 10-დან 3 მონაწილეში შედეგად გამოიღო ის, რასაც ავტორები უწოდებენ „პარამნესიას“.

მეხსიერებაზე დაფუძნებულმა განმარტებებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რაოდენობის არაინვაზიური ექპერიმენტული მეთოდების განვითარება, რომელთა საშუალებითაც ექსპერიმენტულ პირობებში შემოწმებადი დეჟა ვუს ანალოგი შეიძლება შეიქმნას. კლერი საუბრობს იმაზე, რომ დეჟა ვუ შეიძლება იყოს ცნობა იმისა, რაც წარსულში უკვე მოხდა, ამიტომ დეჟა ვუს ლაბორატორიული კვლევა ძალიან ემსგავსება მეთოდებს, რომელიც ცნობის (რამეს რომ ცნობს ადმაიანი) ფენომენის გამოკვლევისას გამოიყენება[31].

2012 წლის დეჟა ვუს კვლევა, რომელშიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, ამ ზემოხსენებულ იდეას ეხმიანებოდა. ვირტუალური რეალობით გამოკვლევა გვთავაზობს იდეას, რომ დეჟა ვუს ახლად გამოცდილ სცენასა და მანამდე გამოცდილ, მეხსიერებაში ჩარჩენილ სცენას შორის მსგავსება ქმნის[34][34]. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში გამოცდილი სცენა გონებაში არ ამოტივტივდება ახალი სცენის ხილვისას, ის მაინც ახდენს გარკვეულ გავლენას - აჩენს შეგრძნებას, რომ ახლად ნანახი სცენა ნაცნობია.

კიდევ ერთი ახსნა, რითიც დეჟა ვუ შეიძლება აიხსნას, არის ე.წ. კრიპტომნეზია. ესაა შემთხვევა, როცა ნასწავლი ინფორმაცია დავიწყებულია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც შენახულია ტვინში და მსგავსი სცენები ან გამოცდილება, ამ დავიწყებულ ცოდნას აღვიძებს ან ნაცნობობის შეგრძნებას ბადებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მეხსიერება არათუ ფიქსირებულის გახსენებაა, არამედ შენახული ინფორმაციის რეკონსტრუქციის პროცესია. თითოეული მოვლენის გახსენება რეალურად ბოლო რეკონსტრუქციის გახსენებაა. ხოლო დეჟა ვუ, ამ ახსნის მიხედვით, არის შენახული მონაცემისა და აწმყო გამოცდილების ზუსტი თანხვედრა[35].

1963 წელს რობერტ ეფრონმა ბოსტონის ვეტერანთა ჰოსპიტალიდან ივარაუდა, რომ დეჟა ვუ გამოწვეულია დაგვიანებული სიგნალების ორმაგი ნევროლოგიური პოცესით. ეფრონმა დაადგინა, რომ ტვინში შემავალი სიგნალების დახარისხება ხდება ტვინის მარცხენა ჰემისფეროს საფეთქლის წილში. თუმცა, სიგნალები საფეთქლის წილში ორჯერ შედიან პროცესის დაწყებამდე, თითოეული ჰემისფეროდან ერთხელ მილიწამების სხვაობით. ეფრონმა ივარაუდა, რომ თუ ეს ორი სიგნალი ასინქრონირებულია, ანუ არ დაემთხვა ერთმანეთს, სხვადასხვა გამოცდილებად პროცესირდება[36][37].

სიზმარზე დაფუძნებული ახსნა

ერთ-ერთი თეორია დეჟა ვუს ფენომენს უკავშირებს სიზმარში ნანახ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ დაგვავიწყდა და მოულოდნელად შეგვახსენა თავი ღვიძილის მდგომარეობაში[38]. დეჟა ვუს გამოცდილების სპონტანურობა უცნაურ შეგრძნებას, ან შოკს იწვევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დეჟა ვუ ხდება ადგილზე, სადაც არასდროს ვყოფილვართ.

Other Languages
azərbaycanca: Dejavu
български: Дежавю
বাংলা: দেজা ভু
bosanski: Déjà vu
català: Déjà vu
کوردی: دێژاڤوو
čeština: Déjà vu
dansk: Deja-vu
Deutsch: Déjà-vu
Ελληνικά: Προμνησία
English: Déjà vu
Esperanto: Déjà vu
español: Déjà vu
eesti: Déjà-vu
euskara: Déjà vu
suomi: Déjà-vu
français: Déjà-vu
ગુજરાતી: ડેઝા વુ
עברית: דז'ה וו
hrvatski: Déjà-vu
magyar: Déjà vu
Bahasa Indonesia: Déjà vu
íslenska: Déjà vu
italiano: Déjà vu
日本語: 既視感
қазақша: Дежавю
한국어: 기시감
kurdî: Dejavû
lietuvių: Déjà vu
македонски: Дежа ви
Bahasa Melayu: Déjà vu
Nederlands: Déjà vu
norsk nynorsk: Déjà vu
norsk: Déjà vu
ਪੰਜਾਬੀ: ਦੇਜਾ ਵੂ
polski: Déjà vu
Piemontèis: Già s-ciairà
português: Déjà vu
русский: Уже виденное
Scots: Déjà vu
shqip: Deja Vu
српски / srpski: Дежа ви
svenska: Déjà vu
Türkçe: Déjà vu
українська: Дежавю
vèneto: Déjà vu
vepsän kel’: Dežavü
Tiếng Việt: Déjà vu
中文: 既視感