დარვინიზმი

ჩარლზ დარვინი 1868 წელს

დარვინიზმი, ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თეორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859). თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას. დარვინიზმის გავრცელებასა და განმტკიცებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. უოლესს, ტ. ჰაქსლის, ე. ჰეკელს, კ. ტიმირიაზევს, ვ. კოვალევსკის, ა. კოვალევსკის და სხვებს.

Other Languages
Afrikaans: Darwinisme
aragonés: Darwinismo
العربية: داروينية
asturianu: Darvinismu
azərbaycanca: Darvinizm
български: Дарвинизъм
català: Darwinisme
čeština: Darwinismus
dansk: Darwinisme
Deutsch: Darwinismus
Ελληνικά: Δαρβινισμός
English: Darwinism
Esperanto: Darvinismo
español: Darwinismo
eesti: Darvinism
euskara: Darwinismo
فارسی: داروینیسم
suomi: Darvinismi
français: Darwinisme
galego: Darwinismo
हिन्दी: डार्विनवाद
hrvatski: Darvinizam
magyar: Darwinizmus
Հայերեն: Դարվինիզմ
Bahasa Indonesia: Darwinisme
қазақша: Дарвинизм
Кыргызча: Дарвинизм
Latina: Darwinismus
lietuvių: Darvinizmas
македонски: Дарвинизам
Bahasa Melayu: Darwinisme
Nederlands: Darwinisme
norsk: Darwinisme
polski: Darwinizm
português: Darwinismo
русский: Дарвинизм
संस्कृतम्: जीवविकासवादः
Scots: Darwinism
Simple English: Darwinism
slovenčina: Darvinizmus
slovenščina: Darvinizem
српски / srpski: Дарвинизам
svenska: Darwinism
тоҷикӣ: Дарвинизм
Türkçe: Darwinizm
українська: Дарвінізм
اردو: ڈارونیت
oʻzbekcha/ўзбекча: Darvinizm
Tiếng Việt: Học thuyết Darwin