გჟეგოჟ ფიტელბერგი

გჟეგოჟ ფიტელბერგი

გჟეგოჟ ფიტელბერგი ( პოლ. Grzegorz Fitelberg; დ. 18 ოქტომბერი, 1879, დაუგავპილსი, ლატვია – გ. 10 ივნისი, 1953, კატოვიცე, პოლონეთი), პოლონელი დირიჟორი, მევიოლინე, კომპოზიტორი. 1891–96 წლებში სწავლობდა ვარშავის მუსიკალურ ინსტიტუტში. 1896 წლიდან ვიოლინოზე უკრავდა "ტეატრ ვიელკის" ორკესტრში, 1901 წლიდან – ფილარმონიურ ორკესტრში, 1904 წლიდან გამოვიდა, როგორც დირიჟორი. იყო შემოქმედებითი ჯგუფის "ახალგაზრდა პოლონეთის" ერთ–ერთი დამაარსებელი. 1914–19 წლებში საოპერო სპეკტაკლებს ხელმძღვანელობდა პეტროგრადში, 1920–21 წლებში – მოსკოვში. 1921–24 წლებში დირიჟორობდა ე.წ. რუსული სეზონების სპეკტაკლებს საზღვარგარეთ. 1923–34 წლებში ხლემძღვანელობდა "ტეატრ ვიელკისა" და ფილარმონიის ორკესტრებს ვარშავაში. 1934 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა ( 1939 წლამდე) პოლონეთის რადიოს ორკესტრს კატოვიცეში. 1939–47 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა


Other Languages