გლობალიზაცია

აღმოსავლეთის სატელეგრაფო კომპანია 1899 წელს, ადრეული გლობალიზაციის მაგალითი

გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი. 1910 და 1950 წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, გაგრძელებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი ( სსფ, en:IMF) და GATT ( en:GATT)), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის თითოეული ასპექტის — ეკონომიკურის, პოლიტიკურისა და კულტურულის — მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, რაც, როგორც ამტკიცებენ, უშუალოდ მონაწილეობს გლობალური სოფლის შექმნაში.

მუნდიალიზაცია (მუნდიალ — მსოფლიო) არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს ლიბერალიზაციას. მუნდიალიზაცია მოიცავს სპეციფიური ტერიტორიის (მაგ. ქალაქის, დაბის, ქვეყნის) — დეკლარაციას მსოფლიო ტერიტორიად, რომლის უფლება-მოვალეობანიც მსოფლიო მასშტაბის იქნება.

გლობალიზაციის ინდექსი

გლობალიზაციის ინდექსი გამოითვლება ისეთი მაჩვენებლებით როგორიცაა: კომერცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ინვესტიცია, შემოსავალი. თუმცა თანამედროვე დათვლის მეთოდებში ცდილობენ ასევე გაითვალისწინონ: პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობა, კულტურა და გარემოს დაცვითი საკითხებიც. [1]

გლობალიზაციის ერთ-ერთი ინდექსი, რომელიც ზომავს სამ ძირითად მაჩვენებელს: ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას და პოლიტიკას არის - KOF. [2]


2014 წლის სია KOF-ის ინდექსის მიხედვით
ადგილი ქვეყანა
1 ირლანდიის დროშა  ირლანდია
2 ბელგიის დროშა  ბელგია
3 ნიდერლანდების დროშა  ნიდერლანდები
4 ავსტრიის დროშა  ავსტრია
5 სინგაპურის დროშა  სინგაპური
6 დანიის დროშა  დანია
7 შვედეთის დროშა  შვედეთი
8 პორტუგალიის დროშა  პორტუგალია
9 უნგრეთის დროშა  უნგრეთი
10 ფინეთის დროშა  ფინეთი
2006 სია A.T. Kearney/Foreign Policy Magazine-ის მიხედვით
ადგილი ქვეყანა
1 სინგაპურის დროშა  სინგაპური
2 შვეიცარიის დროშა  შვეიცარია
3 აშშ-ის დროშა  აშშ
4 ირლანდიის დროშა  Ireland
5 დანიის დროშა  დანია
6 კანადის დროშა  კანადა
7 ნიდერლანდების დროშა  ნიდერლანდები
8 ავსტრალიის დროშა  ავსტრალია
9 ავსტრიის დროშა  ავსტრია
10 შვედეთის დროშა  შვედეთი
Other Languages
Afrikaans: Globalisering
Alemannisch: Globalisierung
aragonés: Globalización
العربية: عولمة
asturianu: Globalización
azərbaycanca: Qloballaşma
башҡортса: Глобалләшеү
žemaitėška: Gluobalėzacėjė
беларуская: Глабалізацыя
беларуская (тарашкевіца)‎: Глябалізацыя
български: Глобализация
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: বিশ্বায়ন
brezhoneg: Bedeladur
bosanski: Globalizacija
کوردی: جیھانگیری
čeština: Globalizace
Cymraeg: Globaleiddio
English: Globalization
Esperanto: Tutmondiĝo
español: Globalización
euskara: Globalizazio
føroyskt: Alheimsgerð
français: Mondialisation
Gaeilge: Domhandú
ગુજરાતી: વૈશ્વિકરણ
हिन्दी: वैश्वीकरण
Fiji Hindi: Vaisvikaran
hrvatski: Globalizacija
Հայերեն: Գլոբալացում
Bahasa Indonesia: Globalisasi
Ilokano: Globalisasion
íslenska: Hnattvæðing
italiano: Globalizzazione
Basa Jawa: Globalisasi
қазақша: Жаһандану
ಕನ್ನಡ: ಜಾಗತೀಕರಣ
한국어: 세계화
къарачай-малкъар: Глобализация
Latina: Globalizatio
Lëtzebuergesch: Globaliséierung
Limburgs: Globalisering
lietuvių: Globalizacija
latviešu: Globalizācija
Malagasy: Fanatontoloana
македонски: Глобализација
монгол: Даяарчлал
Bahasa Melayu: Globalisasi
Mirandés: Globalizaçon
नेपाल भाषा: हलिमिकरण
Nederlands: Mondialisering
norsk nynorsk: Globalisering
occitan: Globalizacion
ਪੰਜਾਬੀ: ਸੰਸਾਰੀਕਰਨ
polski: Globalizacja
Piemontèis: Mondialisassion
português: Globalização
română: Globalizare
русский: Глобализация
русиньскый: Ґлобалізація
संस्कृतम्: वैश्वीकरणम्
саха тыла: Глобализация
srpskohrvatski / српскохрватски: Globalizacija
Simple English: Globalization
slovenčina: Globalizácia
slovenščina: Globalizacija
српски / srpski: Глобализација
svenska: Globalisering
Kiswahili: Utandawazi
తెలుగు: ప్రపంచీకరణ
тоҷикӣ: Ҷаҳонишавӣ
Tagalog: Globalisasyon
Türkçe: Küreselleşme
татарча/tatarça: Глобальләшү
українська: Глобалізація
Tiếng Việt: Toàn cầu hóa
Winaray: Globalisasyon
中文: 全球化
Bân-lâm-gú: Choân-kiû-hoà
粵語: 全球化